საზმაუს სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს

0 Comments

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ გრიგოლ გოგელია მეორე ვადით აირჩიეს. აღნიშნულ საკითხზე საბჭოს სხდომა დღეს გაიმართა. “მოამბის” ინფორმაციით, გრიგოლ გოგელიას კანდიდატურა თავმჯდომარის თანამდებობაზე სამეურვეო საბჭოს ექვსმა წევრმა წარადგინა. მას ფარული... Read More

სასამართლომ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

0 Comments

ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ბათუმის აქციების საქმეზე დაკავებულ მერაბ ღოღობერიძესა და ირაკლი ჩხვირკიას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გაიზიარა პროკურატურის არგუმენტები და ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. საბრალდებო დასკვნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის... Read More

ანონსი – 26 აპრილი

0 Comments

09:30 საათზე სასტუმრო ამბასადორში  ამერიკის შეერთებული შტატების  საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) საქართველოში“ გამართავს ტრანსპორტის და ლოგისტიკის სემინარს კავკასიის სატრანზიტო დერეფნის (CTC) კონკურენტუნარიანობის ძირითადი ფაქტორებისა და ახალი... Read More

თბილისში ქალი მოკლეს, დაკავებულია ყოფილი ქმარი

0 Comments

თბილისში ქალი მოკლეს, დაკავებულია ყოფილი ქმარი. გამოძიების ვერსიით, ოთხი შვილის დედა, მირანდა ვაჩეიშვილი ყოფილმა ქმარმა გაგუდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მირანდა ვაჩეიშვილის შვილმა, ნინო ხოსროშვილმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ სიკვდილამდე დედამისმა... Read More

სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი წესი არსებითი ცვლილებების გარეშე

0 Comments

სახელმძღვანელოების გრიფირების გამოცხადებულ წესში ცვლილებები შევიდა, თუმცა ეს ცვლილებები არ უკავშირდება იმ მთავარ საკითხებს, რომლებიც გამომცემლობების უკმაყოფილების მთავარ საგანს წარმოადგენს. სამინისტროს ცნობით, წესის საბოლოო ვარიანტის მიღებამდე დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარმოდგენა... Read More

ფადი ასლი: ინვესტორებმა პრემიერთან შეხვედრა აეროპორტში შექმნილი პრობლემების გამო გააუქმეს

0 Comments

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერთან შეხვედრა გააუქმა ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსულმა 12-მა ინვესტორმა მას შემდეგ, რაც მათ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შესვლისას პრობლემები შეუქმნეს. მთავრობის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაგეგმილი... Read More

საქართველოში HDTV სიგნალით მოსარგებლეთა რაოდენობა 11%-ით გაიზარდა

0 Comments

სატელიტური ოპერატორის, SES-ის მიერ ყოველწლიური ბაზრის კვლევის ახალი შედეგების თანახმად, სატელევიზიო სიგნალს საქართველოში ძირითადად სატელიტით იღებენ და ტელემაყურებელი ოჯახების 47%-ს ანუ 510 000-ზე მეტ ოჯახს თანამგზავრული მაუწყებლობა პირდაპირი გზით მიეწოდება.... Read More

სუს-ის უფროსის მოადგილეს პროკურატურაში უჩივლეს

0 Comments

“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, იოსებ გოგაშვილის კორუფციულ სქემაში შესაძლო მონაწილეობის გამოძიების მოთხოვნით მთავარ პროკურატურას მიმართა. პროკურატურაში ჯერ არ აცხადებენ, გამოიძიებენ თუ არა ამ საქმეს, ოფიციალურ განმარტებას... Read More

საქართველოს მოფარიკავეთა ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონია

0 Comments

საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა. მათ ფინალში იტალიის ნაკრები ანგარიშით 45:36, ხოლო ნახევარფინალში რუსეთის ნაკრები 45:41 დაამარცხეს. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, მსგავსი გამარჯვება საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა... Read More

დაგვიანებული და არასრულად გაცემული ინფორმაცია – კვლევა შსს–ს გამჭვირვალობაზე

0 Comments

პრობლემას წარმოადგენს ინფორმაციის მიღება კანონით დადგენილ ვადაში. ასევე, აღინიშნება ინფორმაციის არასრულად გაცემის შემთხვევებიც, – ნათქვამია TI-სა და EMC-ის ერთობლივ ანგარიშში, რომელიც შსს–ს გამჭვირვალობის ხარისხის შეფასებას ეხება. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, საქართველოს... Read More

აზერბაიჯანში საპენსიო ასაკი 65 წლამდე იზრდება

0 Comments

აზერბაიჯანის პარლამენტმა საპენსიო ასაკს მიღწეული მოქალაქეებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო.  მილი მეჯლისმა კანონში “შრომითი პენსიის შესახებ” დაამტკიცა ცვლილებები, რომლებიც საპენსიო ასაკის ეტაპობრივ გაზრდას ითვალისწინებს. კანონი ძალაში უკვე... Read More

ამერიკული და ჩინური ონლაინ-მარკეტების ორთაბრძოლა საქართველოში [ინფოგრაფიკა]

0 Comments

საქართველოში, ინტერნეტში პოპულარობის თვალსაზრისით ამაზონსა და Ebay-ის ჩინურმა კონკურენტმა Aliexpress-მა გაუსწრო, თუმცა რიცხვები აჩვენებს, რომ ამერიკა ქართველი ონლაინ-შოპინგის მოყვარულებისათვის კვლავაც უმთავრეს ბაზრად რჩება. მსოფლიოში ვებგვერდების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მთვლელის, Alexa.com-ის... Read More

ქორწინება კონსტიტუციაში – როგორ შეიძლება შეიცვალოს ხელისუფლების პოზიცია

0 Comments

დღეს, 25 აპრილს, სასტუმრო თბილისი მარიოტში ქორწინების თემაზე კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების და საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობის მონაწილეობით კონფერენცია გაიმართა.  კონფერენციაზე მხარეებმა ქორწინების თანასწორობის საკითხზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი,... Read More

ქართველი შინდლერები და მათი სახელობის პარკი თბილისში

0 Comments

“ისრაელის სახლის” ინიციატივითა და თბილისის მერიის დახმარებით, თბილისში “ქართველი შინდლერების პარკი” გაიხსნება. პროექტის პრეზენტაცია დღეს, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით გაიმართა. როგორც “ისრაელის სახლში” აცხადებენ, ამ ეტაპზე პარკის მოსაწყობად ადგილს... Read More

როდის არის სესხის აღება გამართლებული?

0 Comments

სესხის აღება გამართლებულია, მაშინ როდესაც აუცილებელი ხარჯის გასაწევად ფული არ გაქვთ ან ხარჯისთვის აუცილებელი თანხის ნაწილი გაკლდებათ. ამ დროს პირველი რაც უნდა გაითვალისწინოთ, გახლავთ, სესხის აღების შემდეგ მისი დროულად დაფარვის... Read More

რატომ შემცირდა სამუსიკო სკოლებზე მოთხოვნა

0 Comments

საბჭოთა პერიოდში მშობლები თითქმის სავალდებულო წესად მიიჩნევდნენ, რომ თავიანთ შვილებს, განსაკუთრებით გოგოებს, სამუსიკო განათლება მიეღოთ. თუმცა ბოლო 20 წლის მანძილზე ეს მიდგომა შეიცვალა, რამაც, თავის მხრივ, სამუსიკო სკოლებში მოსწავლეთა და... Read More

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მხოლოდ ერთი კანდიდატი დარეგისტრირდა

0 Comments

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დებულების მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის შესაბამისად, კომისიის წევრებმა ერთობლივად წარადგინეს კომისიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად კახი ბექაურის კანდიდატურა. ამის შესახებ ინფორმაციას კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. “არჩევნები 2017... Read More

ანონსი – 25 აპრილი

0 Comments

12.30 საათზე მემარცხენე ალიანსის ოფისში ბრიფინგი გაიმართება თემა: “გავყიდოთ თუ არა ჩვენი ქვეყანა”. პარტიამ რეფერენდუმისთვის მოამზადა საკითხი რომელიც მიწის გასხვისების აკრძალვას ეხება. მისამართი: ა. ყაზბეგის 53, 1-ლი სართული; საკონტაქტო პირი: ნინო... Read More

ლე პენმა “ეროვნული ფრონტის” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა

0 Comments

საფრანგეთის პრეზიდენტობის ულტრამემარჯვენე კანდიდატი მარი ლე პენი პარტიის “ეროვნული ფრონტი” ლიდერი აღარაა.  “ამ საღამოს გადავწყვიტე, “ეროვნული ფრონტის” პრეზიდენტის თანამდებობა დავტოვო. ამგვარად, პარტიულ ინტერესებზე მაღლა ვიქნები”, – განაცხადა ლე პენმა “France 2”-თან... Read More