საზოგადოება

წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $61-მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

20 აპრილი, 2024 • 1869
წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის $61-მილიარდიანი დახმარება დაამტკიცა

ხანგრძლივი დებატებისა და შეფერხების შემდეგ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $61 მილიარდის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფას. გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა წარმომადგენელთა პალატის 311-მა წევრმა 112-ის წინააღმდეგ.

დახმარების გამოყოფა ამ დრომდე, ძირითადად, რესპუბლიკური პარტიის წინააღდმეგობის გამო ვერ ხერხდებოდა. საბოლოოდ, ეს წინაღობა დაიძლია.

როგორც CNN იტყობინება, წარმომადგენელთა პალატის წევრებმა კენჭისყრის შემდეგ დარბაზში უკრაინის დროშა გაშალეს.

აღნიშნული თანხები მოხმარდება, მათ შორის, უკრაინისთვის თანამედროვე სამხედრო შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას, ასევე პარტნიორების დაფინანსებას, რომლებიც უკრაინას იარაღს აწვდიან.

აღნიშნული დახმარება უკრაინისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო, როგორც ამას თავად უკრაინა აცხადებდა აქამდე. უკრაინის ცნობით, მათ აქვთ სამხედრო რესურსების დეფიციტი, მათ შორის, იგულისხმება საარტილერიო ჭურვები. უკრაინა დასავლელი პარტნიორებისგან უკვე თვეებია უფრო მეტ სამხედრო დახმარებას ითხოვს რუსეთის შესაკავებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი