ახალი ამბები

საქსტატი: ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 95.6 %-ით გაიზარდა

26 აპრილი, 2024 • 1074
საქსტატი: ემიგრანტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 95.6 %-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 95.6 პროცენტით მეტია, ხოლო იმიგრანტების რიცხოვნობა 14.5 პროცენტით გაიზარდა და 205 857 ადამიანი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში, იმიგრანტების 75.9 პროცენტი და ემიგრანტების 62.2  შრომისუნარიან ასაკში მყოფ მოსახლეობას (15-64 წლის ასაკობრივი ჯგუფი).

2023 წელს, იმიგრანტების 44.6 პროცენტს, ხოლო ემიგრანტების 66.7 პროცენტს საქართველოს მოქალაქეები წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი