პარტიების სატელევიზიო რეკლამა ბიუჯეტიდან დაფინანსდება

წელს პარტიები სატელევიზიო რეკლამისთვის ბიუჯეტიდან 2 229 291 ლარს მიიღებენ, თუკი პარლამენტი დაამტკიცებს ახალი საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის ავტორიც პავლე კუბლაშვილია.

სასამართლო დევნილების გამოსახლებაზე სარჩელს იხილავს

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტაშკენტის ქუჩიდან გამოსახლებული 16 დევნილი ოჯახის სარჩელის განხილვა დაიწყო.

რა შეიძლება გახდეს პერსონალური მონაცემების გაცემის საფუძველი

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ კანონში არ არის ნათლად განმარტებული, თუ რის საფუძველზე შეიძლება მოხდეს პერსონალური მონაცემების სენსიტიური ნაწილის (სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, ჯამრთელობის მდგომარეობა) დამუშავება.

პროტესტი ტექნიკური უნივერსიტეტის ბიუჯეტს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილი უნივერსიტეტის 2011 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს.

როგორ დააწერინეს როკ–კლუბის დირექტორს შსს–სთან თანამშრომლობის განცხადება

"განცხადება, რომელიც დავწერე, იყო დაახლოებით ამ სახის: მე, ეკატერინე ლემონჯავა ომიანეს ასული, ნებაყოფლობით კონსპირაციულად ვითანამშრომლებ შსს–სთან. განცხადებაშივე ჩამაწერინეს მათ მიერვე შემოთავაზებული ზედმეტი სახელი „როკერა“, – ამბობს როკ–კლუბის დირექტორი.

Twitter-ი შეზღუდვებს აწესებს

”Twitter”-მა გამოაცხადა, რომ ქვეყნების მოთხოვნის შესაბამისად, მოახდენს კონტენტზე წვდომის ბლოკირებას.

ლენინის დამარხვის ინიციატივით რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი გამოვიდა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ პროხოროვი ლენინის გვამის დამარხვის ინიციატივით გამოდის და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას სთავაზობს.

ნათია მოგელაძე: ყველა ის ორგანიზაცია, რომელიც გამოიკვეთება ასპარეზზე, ჩვენი ინტერესების სფეროში მოხვდება

რა კრიტერიუმი აქვს კონტროლის პალატას იმის დასადგენად, არის თუ არა პირი პირდაპირ ან ირიბად პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული? – ”ნეტგაზეთის” ამ კითხვას კონტროლის პალატის პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა, ნათია მოგელაძემ უპასუხა.

”ქართული ოცნება” კონტროლის პალატის მოთხოვნებს შეასრულებს

ბიძინა ივანიშვილის მოძრაობა “ქართული ოცნება” ამ ეტაპზე ემორჩილება კონტროლის პალატის მოთხოვნას და უარს ამბობს 1'100'000 ლარზე. პარალელურად, ორგანიზაცია უახლოეს მომავალში კონტროლის პალატის წინააღმდეგ სამართლებრივად იბრძოლებს.

თბილისში ავარიული სახლების აღდგენა ბიუჯეტიდან 80%–ით დაფინანსდება

მას შემდეგ, რაც დადგინდება, რომ სახლი ნამდვილად ავარიულია, ბინათმოსარგებლეები თავად ირჩევენ სამშენებლო კომპანიას, რომელიც თანახმაა ჩაატაროს გამაგრებითი სამუშაოები. ამის შემდეგ სამშენებლო კომპანია გამგეობაში ხარჯთაღრიცხვას წარადგენს, რომლის 80%–ს გამგეობა დაფარავს, ხოლო 20%–ის დაფარვა თავად მოსახლეობას მოუწევს.

კანონი, რომლითაც შესაძლოა ამომრჩეველი დააპატიმრონ

"თუ მოსყიდვის მუხლი დაუკვალიფიცირდა, უშუალოდ სისხლის სამართლებრივად პარტიას არავინ დასჯის, მხოლოდ ისჯება იურიდიული პირი, თუ მან პარტიის სასარგებლოდ მოისყიდა ამომრჩეველი და თვითონ ამომრჩეველიც, რომელიც კანდიდატს მოთხოვს რაიმეს გაკეთებას. კანონში მოთხოვნაზეც კი ისეთი ფორმულირებაა, რომ ამაზეც კი შესაძლებელია ამომრჩევლისთვის თავისუფლების აღკვეთა 3 წლამდე ვადით."

მანუკიანი საქართველოს წინააღმდეგ

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უახლოეს მომავალში საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქის კიდევ ერთი სარჩელი უნდა განიხილოს. ალექსანდრე მანუკიანი საქართველოს სასტიკი მოპყრობისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევისათვის ედავება.

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის ბუნდოვანი მუხლი

კუბლაშვილს მაგალითი მოჰყავს აღნიშნული მუხლის განმარტებისთვის. მისი განცხადებით, თუ ადამიანმა, რომელსაც აქვს შპს, გადაწყვიტა, რომ თავისი შპს–ის მეშვეობით, დაიქირაოს რამდენიმე ასეული ადამიანი , რომელსაც ჩართავს პოლიტიკურ პროცესში, ასეთი იურიდიული პირი ექცევა დაფინანსების მხრივ კონტროლის ქვეშ და მასზე გავრცელდება შეზღუდვები

გიორგი ტუღუშმა ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართა

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, შეისწავლოს მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ყველა გარემოება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება.

შსს-ს განცხადება ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 25 იანვარს ზუგდიდის რაიონის სოფელ დარჩელის პოლიციის განყოფილებასთან პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს უცნობი მამაკაცი, რომელსაც თან აღმოაჩნდა ასაფეთქებელი ნივთიერება.

მოსახლეობის ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება სასამართლოსადმი

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა(CRRC)” გამოაქვეყნა კვლევის შედეგები, რომელიც ასახავს საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას სასამართლო სისტემისადმი. კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის თვალსაჩინოა სასამართლო სისტემის გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით, არსებობს მოსაზრებებიც, რომ სასამართლოზე გავლენას ახდენს მთავრობა და სასამართლო ზედმეტად მკაცრია.

ვერა ქობალიას ბრძანებით საკუთრებას კიდევ ერთ მოქალაქეს ჩამოართმევენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ მიმდინარე წლის 23 იანვარს გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ამავე სამინისტროს მიენიჭა ექსპროპრეაციის უფლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ”აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის” მოქალაქე რობერტ ჩაჩავას 20 ათას კვ. მეტრ მიწას ჩამოართმეევენ, სადაც განთავსებულია მრავალწლიანი ნარგავები და მიწის ნაკვეთები.

თემურ ჩხეიძის ”ზნეობრივი მხარდაჭერა” ივანიშვილს[video]

რეჟისორი თემურ ჩხეიძე და მხატვარი ნიკუშა შენგელაია დღეს, 25 იანვარს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ. ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა.

ყოფილი მფრინავები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შიმშილობენ

დღეს, 25 იანვარს, თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლის წინ,  ვეტერანმა მფრინავებმა შიმშილობის აქცია დაიწყეს. ისინი კუთვნილი კომპენსაციის მიღებას და პენსიის გაზრდას ითხოვენ.

ჟულიან ასანჟი მუშაობას რუსულ ტელეარხზე იწყებს

”ვიკილიქსის” დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი უახლოეს მომავალში რუსულ ტელეარხ ”Russia Today-ის” წამყვანი გახდება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსულენოვანი სამსახური ავრცელებს.

საკანონმდებლო ცვლილება ქალების პოლიტიკაში ჩართულობის გაზრდისთვის

“მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ახალი მუხლის (30 მუხლის 71 პუნქტი) თანახმად, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც იღებს დაფინანსებას ამ მუხლით დადგენილი წესით, მიიღებს დაფინანსებაზე დანამატს 10 პროცენტის ოდენობით, თუ მის მიერ წარდგენილ პარტიულ სიაში (ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე – ყველა პარტიულ სიაში) ყოველ 10 კანდიდატს შორის განსხვავებული სქესი წარმოდგენილია სულ მცირე 20 პროცენტით.”

რატომ არ იაფდება პური საქართველოში

საქართველოში პურის ფქვილი გაიაფდა, თუმცა პურის ფასი არ შეცვლილა. პურპროდუქტების მწარმოებლები აცხადებენ, რომ პურზე ფასის დაწევას წისქვილკომბინატები აფერხებენ.

რა შეიცვალა რელიგიური უმცირესობებისთვის

ეფექტურიც და არა ეფექტურიც, - ასე აფასებენ გასული წლის 5 ივლისს რელიგიური ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ მიღებულ კანონს რელიგიური ორგანიზაციები.

ომბუდსმენის რეკომენდაცია პრემიერ –მინისტრს

სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს პრემიერ–მინისტრს, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში განხორციელდეს იმ ტიპის ცვლილებები,  რომლებიც შესაძლებელს გახდის, ოჯახის ექიმის ან უბნის ექიმის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებმა ბინაზე მიაწოდონ ამბულატორიული მომსახურება გადაადგილების უნარის არმქონე  პირებს.

დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება

შვეიცარიის ქალაქ დავოსში ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს გაიხსნება. 

თეო ანგელოპულოსი გარდაიცვალა

თეო ანგელოპოლუსი, ცნობილი ბერძენი კინორეჟისორი, ავტოსაგზაო შემთხვევისას 76 წლის ასაკში დაიღუპა.

გიორგი თარგამაძე ამერიკაში მიემგზავრება

ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, გიორგი თარგამაძე დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება.

რეპატრირებული მესხები სკოლის მიღმა რჩებიან

სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები 16 მესხი ბავშვი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების გამო შესაძლოა, სკოლის გარეთ დარჩეს.

არაასაკობრივი პენსიის დანამატს სადაზღვევო პაკეტი ჩაანაცვლებს

დღეს ორგანიზაციებმა – “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” და "არა" – სპეციალური ბრიფინგი გამართეს სახელწოდებით “პრეზიდენტის მიერ პენსიონერთა მოტყუება”.

დასავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გადამზადების ცენტრი გაიხსნება

დასავლეთ საქართველოს ხუთ ქალაქში– ქუთაისში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ტყიბულში– მოსახლეობის გადამზადების ცენტრები გაიხსნება.

გიორგი თარგამაძე აშშ–ში მიემგზავრება

2 თებერვალს გიორგი თარგამაძე მიწვეულია აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან საუზმეზე. ღონისძიებას სენატორები და წარმომადგენელთა პალატის წევრები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეთაურები, გავლენიანი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და საზოგადო მოღვაწეები დაესწრებიან.

დიპლომატიური სკანდალი თურქეთსა და საფრანგეთს შორის

თურქეთის ხელისუფლება მოუწოდებს პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის, ხელი არ მოაწეროს საფრანგეთის პარლამენტის სენატის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც სომეხთა გენოციდის აღიარებას კრძალავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თურქეთი საფრანგეთიდან ელჩის გაწვევას და საფრანგეთთან ურთიერთობების შეწყვეტას აპირებს.

მერია ჯიხურების აღების ფაქტს ეხმაურება

მერიის ზედამხედველობის სამსახური თბილისში გუდამაყრის ქუჩაზე, მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე, არსებული ჯიხურის დემონტაჟის საკითხს ეხმაურება და განმარტავს, რომ მოქალაქის მიერ მითითებული ჯიხური წლების განმავლობაში უნებართვოდ იყო განთავსებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე.

აღდგენილი ბაგრატის ტაძარი შემოდგომაზე გაიხსნება

ბაგრატის ტაძარზე პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება,  საბოლოოდ აღდგენილი ტაძარი კი შემოდგომაზე გაიხსნება.

ბიძინა ივანიშვილი საჩხერეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილი 13 იანვარს, ღამეს, საჩხერეში საახალწლო კონცერტის მსვლელობისას მომხდარ ინციდენტს აღმაშფოთებელს უწოდებს და აღნიშნავს, რომ ამ მოქმედებებს კანონის ფარგლებში ადეკვატური რეაგირება მოჰყვება.

ჯიხურების მეპატრონეები 10 ათასი ლარით დააჯარიმეს

მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მერვე საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ორი ჯიხური დღეს, დილის 8–ის ნახევარზე, აიღო და ჯიხურის მეპატრონეები 10 ათასი ლარით დააჯარიმა.

უტიაშვილი: ცხინვალის რეგიონში დაკავებული ქართველები თავისუფლები არიან

შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის, შოთა უტიაშვილის განცხადებით, 22 იანვარს ცხინვალის რეგიონში “საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის” მოტივით დაკავებული საქართველოს ოთხი მოქალაქე თავისუფალია.

საქართველო ნიგერიაში მომხდარ აფეთქებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიგერიაში მომხდარი აფეთქების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

არ ვენდობი, მაგრამ ვუყურებ

2011 წელს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ეროვნული ტელეარხებით ყოველდღიურად მოსახლეობის 82% იღებდა. ყველაზე ხშირად მოსახლეობა  პოლიტიკისა და ზოგადად, საქართველოში მიმდინარე  მოვლენების შესახებ გადაცემებს რუსთავი 2-ისა (88%) და იმედის (85%) მეშვეობით უყურებს. თუმცა მათ მიმართ ნდობა, ორივე არხის შემთხვევაში, მხოლოდ 33%-ია.

ევროკავშირმა ირანს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ირანის წინააღმდეგ ქვეყნის ბირთვული პროგრამის გამო სანქციები დააწესა.

პროფესიები პროფესიულ სასწავლებლებში

რა პროფესიების შესწავლას სთავაზობს პროფესიული კოლეჯები მოქალაქეებს?

საქართველო Human Rights Watch-ის ანგარიშში

საქართველოსთან პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირმა ვერ შეძლეს, თავიანთი ბერკეტები გამოეყენებინათ ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული დასკვნა საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2011 წლის შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია.

რა ბედი ეწევა სურბ ნშანის ეკლესიას

სულ მალე ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ე.წ. სურბ ნშანის ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

“ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკა

რეალ–პოლიტიკა, პრაგმატიზმი და ევროპული ფასეულობები, საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ჯგუფის მთავარი განმსაზღვრელი იქნება. აღნიშნულის შესახებ დღეს, 23 იანვარს, “ქართული ოცნების” საგარეო პოლიტიკის ჯგუფის პრეზენტაციაზე განაცხადეს.

დიპლომატების შეხვედრა ”ქართულ ოცნებაში”

დღეს, 23 იანვარს, თბილისში გამართულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილის ”ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედება და დახმარება სთხოვეს როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში.

მოსახლეობის 56%–ს ინტერნეტი არასოდეს გამოუყენებია

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის ანგარიშის, “ქართული მედია: მოსახლეობის შეფასებები და განვითარების პერსპექტივების” მიხედვით, ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა.

კლიმატური ცვლილება და გლეხები მოსავლის გარეშე [Video]

კლიმატური ცვლილებების შედეგად დედოფლისწყაროში ოდესღაც ნაყოფიერი მიწა უდაბურდება, თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ადგილობრივი ფერმერების ნაწილმა მიწების დამუშავება შეწყვიტა.

მიტჩელი ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე

"აშშ-სა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ცნობილი გახდება, თუ რა ითქმება ან არ ითქმება არჩევნების შესახებ".

სასამართლოში დღეს გადაწყდება”იგრიკას” დაყადაღების საკითხი

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს, 23 იანვარს, მიიღებს გადაწყვეტილებას, დააყადაღოს თუ არა ”მაესტროს” გენერალური დირექტორის, ილია კიკაბიძის ქონება. მოსამართლე გადაწყვეტილებას დღის განმავლობაში ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღებს. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” სასამართლოს პრესსამსახურის უფროსმა, თამუნა ანდრიაძემ აცნობა.

სომხეთში კლუბები –"პუტინი" იხსნება

ერევანში რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრის სახელობის პირველი კლუბის გახსნა თებერვლის დასაწყისში იგეგმება.

სოჭში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეიკრიბებიან

დღეს, 23 იანვარს, სოჭში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის მიწვევით ერთმანეთს  სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები შეხვდებიან. განხილვის თემა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება იქნება.

რა შენდება მარჯანიშვილის ქუჩაზე?

მარჯანიშვილის ქუჩაზე, კორპუსის წინ მშენებარე კომპლექსის გამო უკვე დაიხურა კორპუსის პირველ სართულზე არსებული რამდენიმე მაღაზია და აფთიაქი, შენობის დაცლას აპირებს „თიბისი ბანკიც“. თუმცა, პრეტენზიებს მშენებლობის გამო მხოლოდ პირად საუბრებში გამოხატავენ როგორც კომერციული ობიექტების წარმომადგენლები, ისე – კორპუსის მაცხოვრებლები.

ბანკების საკრედიტო რეიტინგმა ქვეყნისას გაუსწრო

საქართველოს საკრედიტო რეიტინგის ამაღლების შემდეგ წამყვანმა სარეიტინგო კომპანია Fitch–მა ადგილობრივ ბაზარზე მოქმედი 19 ბანკიდან სამის საკრედიტო რეიტინგი გაზარდა.

ბურების შემდეგ ჩინელები

აფრიკული ინვესტიციების შემდეგ, 2012 წელს, ხელისუფლება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში ჩინურ კაპიტალსაც ელოდება.

საქართველოს დელეგაცია დავოსში

დავოსში, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმს საქართველოს მთავრობიდან  პრემიერ – მინისტრი ნიკა გილაური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერონიკა ქობალია და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების  მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დაესწრებიან.

100 მილიონი დოლარი კახეთის აღმოსაჩენად

საქართველოს ხელისუფლებამ  2012 წელი კახეთის ტურისტულ წლად გამოაცხადა. რეგიონის ტურისტული განვითარების პროექტის პრეზენტაცია  სასტუმრო Holiday Inn-ში გაიმართა.

ბაზრის გააქტიურება ვალში წაღებული ქონების გამო

საჯარო რეესტრის ანალიტიკური ჯგუფის შეფასებით, 2011 წელს უძრავი ქონების ბაზარზე იუსტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო ტრან­­ზაქცი­ე­ბის რაოდენობა, 2010 წელთან შედარებით, 25.8 პროცენტით გაიზარდა.

რიკოთის გვირაბში გადაადგილება ფასიანი ხდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საქართველოს მთავრობამ საფასური დააწესა. ამის შესახებ შესაბამისი დადგენილება, რომელსაც პრემიერმინისტრი ნიკა გილაური აწერს ხელს, ძალაში 2012 წლის 18 იანვარს შევიდა.

ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად მინისტრის მოადგილეებად  ნათია მიქელაძე და მიხეილ ჯანელიძე დაინიშნენ.

საქართველოს ხელისუფლება თურქეთთან ერთად ორმხრივ დიპლომატიურ გამარჯვებაზე საუბრობს

"ბეშიქ ჰაიას" ნაცვლად, რომელიც თურქეთში, არდაგანის ტერიტორიაზე უნდა აშენებულიყო და რომელიც ეკოლოგიურ პრობლემას უქმნიდა მდინარე მტკვარს, ერთობლივი კასკადი აშენდება როგორც თურქეთის, ისე საქართველოს ტერიტორიაზე.

RIM–ი შეეცდება, კონკურენცია Apple-სა და Google-ს გაუწიოს

ბლექბერის მწარმოებელი კომპანია Research In Motion (RIM) სტრატეგიას ცვლის.

ონლაინ მეკობრეობისთვის Megaupload-ის ხელმძღვანელები დაკავეს

აშშ-ის შტატ ვირჯინიის მიერ გაცემული საბრალდებო დასკვნის საფუძველზე, საავტორო უფლებბების დარღვევისთვის, დღეს, 20 იანვარს, ახალ ზელანდიაში ფაილების გაცვლის ერთ-ერთი უდიდესი სისტემის - Megaupload.com-ის ხელმძღვანელი პირები დააკავეს.  Megaupload ცოტა ხნის წინ შეურთდა საპროტესტო კამპანიას ანტიმეკობრული კანონების - PIPA-სა და  SOPA-ს  - წინააღმდეგ.

არასამთავრობოები და პატიმრები ციხეში არსებულ ”გაუსაძლის ყოფაზე” საუბრობენ

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დღეს, 19 იანვარს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე სასჯელაღსრულების სამინისტრო დაადანაშაულა იმაში, რომ პატიმრებს ვადაგასული, გაფუჭებული საკვებით კვებავენ და ანტისანიტარიის გამო პატიმრები საკვებში თმასა და მწერებს ხშირად პოულობენ.

"მრავალეროვანი საქართველოს" განცხადება სურბ-ნშანთან დაკავშირებით

"როგორც ქართულმა, ასევე სომხურმა მხარეებმა  თავი უნდა შეიკავონ ცალმხრივი ნაბიჯების გადადგმისაგან და ამ ძეგლებთან დაკავშირებული ყველა ქმედება განხორციელდეს ორი ეკლესიის წარმომადგენელთა მონიტორინგის ქვეშ."

ლობოტომია ქართულად

ლობოტომიის შედეგად გონებაგათიშული ადამიანი არა მარტო ფსიქიატრიული საავადმყოფოებისთვის გახდა  მიმზიდველი. მსოფლიო აღიარების შემდეგ ახალ მეთოდს ყურადღება „სხვებმაც“ მიაქციეს. განსაკუთრებით ავტორიტარული რეჟიმები დაინტერესდნენ. მაგრამ რამდენიმე მილიონი მოქალაქისთვის ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, თანაც მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, ყოველგვარ შესაძლებლობებს სცილდება, ამიტომაც სკალპელის ფუნქცია ავტორიტარულ ქვეყნებში მასმედიის საშუალებებმა იკისრეს.

ნინო ბურჯანაძე: თვითმიზანი არ არის ივანიშვილთან შეხვედრა და ერთიანობა

"რაც შეეხება ივანიშვილის გარშემო მყოფ პარტიებს, მათ ჯერ კიდევ ნათლად უნდა დაანახონ ქართულ საზოგადოებას, რომ ისინი რეალურად მებრძოლი ძალა არიან, რომ ისინი აპირებენ ბრძოლას ხელისუფლების შესაცვლელად და არა – მათ ჩანაცვლებას", – აცხადებს ნინო ბურჯანაძე.


კულტურა | 2012-01-26

"სწრაფად წინ" - წიგნი გლობალური დათბობის შესახებ

წიგნი სახელწოდებით “სწრაფად წინ: ეთიკა და პოლიტიკა გლობალური დათბობის ეპოქაში” საერთაშორისო ბესტსელერია და არასამთავრობო ორგანიზაცია “რადარამის” მიერაა გამოცემული.

კულტურა | 2012-01-20

ნანი მორეტი კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იქნება

კანის კინოფესტივალის ორგანიზატორებმა გაამხილეს, რომ წელს ჟიურის თავმჯდომარე ცნობილი იტალიელი რეჟისორი და მსახიობი ნანი მორეტი იქნება. რეჟისორმა ოქროს პალმის რტო 2001 წელს, ფილმისთვის ”შვილის ოთახი” მიიღო.

კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევა საქართველოში

„კერძო რეპეტიტორობის ფენომენის კვლევამ საქართველოში“ აჩვენა, რომ რეპეტიტორობაზე მოთხოვნის გამომწვევი ორი ძირითადი ფაქტორია: სასკოლო განათლების დაბალი ხარისხი და სკოლაში მიღებული ცოდნის გამოცდების მოთხოვნებთან შეუსაბამობა.

ოსკარის ნომინანტები

ოსკარის ნომინანტთა სია დღეს გახდა ცნობილი, თავად დაჯილდოვების ცერემონია კი 26 თებერვალს კოდაკის თეატრში გაიმართება.

რა ბედი ელის ბიბლიოთეკას გუდიაშვილის სკვერში

თბილისის მერიაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს ბიბლიოთეკა დროებით სხვა ადგილზე გადაინაცვლებს და სამუშაოების დასრულების შემდეგ ისევ ძველ ადგილს დაუბრუნდება.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძეგლთა დაცვის პოლიტიკა

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად და რატომ ადანაშაულებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი მას ამ კუთხით უმოქმედობასა და უპასუხისმგებლობაში?

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ქვეყნის აღმშენებლობაზე" ფოტოკონკურსს აცხადებს

ფოტოებს, რომლებზეც ასახული იქნება საქართველოში ახლადაშენებული და მშენებლობის პროცესში მყოფი ინფრასტუქტურული პროექტები - ქალაქები, შენობები, ქუჩები, ხიდები და ა.შ. –პრეზიდენტის ადმინისტრაცია 31 მარტამდე მიიღებს.

ბრძანება, რომელიც კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, სკოლა უფლებამოსილია, მოსწავლის სტატუსი შეუჩეროს დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეს მის მიერ არაერთგზის, სკოლის შინაგანაწესის უხეშად დარღვევის მიზეზით.