ახალი ამბები

„ასეული ათასი ადამიანის ხელმოწერით წალენჯიხიდან მსვლელობა დაიწყო“ — ენმ

25 მარტი, 2024 • 14972
„ასეული ათასი ადამიანის ხელმოწერით წალენჯიხიდან მსვლელობა დაიწყო“ — ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ასეული ათასი ადამიანის ხელმოწერა შეგროვდა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილს წარუდგენენ.

ენმ-ის ცნობით, პარტიის წევრები, მათ შორის სოფო ჯაფარიძე, გია ხარჩილავა და თემურ ჯანაშია, ხელმოწერებით წალენჯიხიდან საავტომობილო კოლონით მოდიან და მსვლელობას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დაასრულებენ:

„ასეულ ათასის ადამიანის ნება გამოხატულია ხელმოწერებით, გამარჯვებული წალენჯიხიდან გეზს იღებს სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციისკენ. ამ ხელმოწერებში არიან ადამიანები, რომლებიც მთლიანად ეთანხმებიან მიხეილ სააკაშვილის კურსს და გააზრებული აქვთ, რომ დღევანდელი და მომავალი სახელმწიფოსი დგას იმ ცხრაწლიან რეფორმებზე, სოციალურ-ეკონომიკურ წარმატებებზე.

არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული პრეფერენციებით ეთანხმებიან და ფიქრობენ, რომ რაღაც მომენტში რაღაც უკეთესად ყოფილიყო. არიან ადამიანები, რომლებიც სხვა პარტიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათი ჰუმანური და მაღალი პოლიტიკური ალღოთი გააზრებული აქვთ, რომ აუცილებლად საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა იყოს თავისუფლებაზე და კარს მომდგარ არჩევნებზე უნდა იყოს თავისუფალი გარემო.

არიან ადამიანები, რომლებიც სახელმწიფოებრივად აზროვნებენ და მათთვის პოლიტიკაზე უფრო მისაღებია ის, რომ არ შეიძლება მესამე პრეზიდენტი პიჯაკების გამო ციხეში იყოს. ეს გახლავთ ამ ადამიანების არა ერთპარტიული, არამედ გაერთიანებული ერის ნება, რომელსაც აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყურადღება უნდა მიაქციოს და ლოგიკურ პოლიტიკურ პროცესებს მისცეს დასაბამი – გაათავისუფლოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი“, — განაცხადა გია ხარჩილავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი