ეკონომიკა

თებერვალში ეკონომიკა 9.5% -ით გაიზარდა – საქსტატი

29 მარტი, 2024 • 1472
თებერვალში ეკონომიკა 9.5% -ით გაიზარდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 9.5% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7.7%-ია.

ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ტრანსპორტი და დასაწყობება. კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორებში.

საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე იანგარიშება.

მასალების გადაბეჭდვის წესი