ეკონომიკა

იანვარში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

13 თებერვალი, 2024 • 4673
იანვარში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 1 339 800 000 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.9%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, აქედან ექსპორტი 338.2 მლნ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 26.3%-ით), ხოლო იმპორტი- 1 მილიარდი აშშ დოლარი (10.2 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარში 663.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი