ყველაფერი, რაც რ2-ის საქმეზე უნდა იცოდეთ

Comments Off on ყველაფერი, რაც რ2-ის საქმეზე უნდა იცოდეთ

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ „რუსთავი 2“ ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში გადავიდა, თუმცა ტელეკომპანიისთვის დავა არ წყდება. „ნეტგაზეთმა“ შეაჯამა, ვინ რაზე დავობს ამ საქმეში, ვინ რას ამბობს საკვანძო ეპიზოდებზე და სად... Read More

გარდაიცვალა Blade Runner-ის ვარსკვლავი რუთგერ ჰაუერი

Comments Off on გარდაიცვალა Blade Runner-ის ვარსკვლავი რუთგერ ჰაუერი

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის საკულტო ფილმის, Blade Runner-ის ვარკვლავი, ნიდერლანდელი მსახიობი რუთგერ ჰაუერი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოჯახმა 24 ივლისს დაწერა, რომ ჰაუერი 19 ივლისს ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საკუთარ სახლში. რიდლი სკოტის... Read More

სრული სისულელეა — ბოკერია უგულავას პარტიიდან წასვლის შესაძლებლობაზე

Comments Off on სრული სისულელეა — ბოკერია უგულავას პარტიიდან წასვლის შესაძლებლობაზე

„ევროული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ „სრული სისულელე“ და „ოპონენტების პროპაგანდა“ უწოდა მოლოდინს, რომ შესაძლოა, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ გუნდი დატოვოს. 24 ივლისს ტვ პირველის ეთერში წამყვანის, ნინო ჟიჟილაშვილის კითხვაზე,... Read More

საინტერესო პასუხს ველით — ხაზარაძის ადვოკატი გახარიას მუქარის წერილის ექსპერტიზაზე

Comments Off on საინტერესო პასუხს ველით — ხაზარაძის ადვოკატი გახარიას მუქარის წერილის ექსპერტიზაზე

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების ადვოკატი, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ საინტერესო პასუხს ელიან ლონდონში მიმდინარე ექსპერტიზისგან იმ წერილზე, რომლითაც, ხაზარაძის თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაემუქრა. „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, მამუკა... Read More

ყარაბაღში არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება და ქალი დეპუტატების რაოდენობაც გაიზრდება

Comments Off on ყარაბაღში არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება და ქალი დეპუტატების რაოდენობაც გაიზრდება

ტიგრანუი მარტიროსიანი, ერევანი მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პარლამენტმა ახალი საარჩენო კოდექსი მიიღო, რომლის შესაბამისად, 2020 წლიდან ყარაბაღი 100%-იან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. აქამდე არჩევნები როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სისტემით იმართებოდა. ცვლილებებს... Read More

თბილისში, გურამიშვილზე 2 ადამიანი მოკლეს

Comments Off on თბილისში, გურამიშვილზე 2 ადამიანი მოკლეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ იუწყება, რომ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე ორი ადამიანი მოკლეს. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს 2 ან... Read More

ნიკა მელია

თურნავას ნათქვამი იგივეა, რომ ვთქვა, თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არის — მელია

Comments Off on თურნავას ნათქვამი იგივეა, რომ ვთქვა, თავის გადაპარსვა ჩემი ხელწერა არ არის — მელია

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ სიცრუე უწოდა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ნათქვამს, რომ „ქართული ოცნება“ არ იყენებს პროკურატურას და სასამართლოს ბიზნესზე ზეწოლისთვის, და თქვა: „ეს იგივეა, რომ ვთქვა,... Read More

მთავრობა რუსეთიდან ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს

Comments Off on მთავრობა რუსეთიდან ფრენებს 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს

საქართველოს მთავრობა 600 000 ევრომდე თანხით დააფინანსებს ფრენებს საქართველოდან რუსეთის მიმართულებით და უკან ერევნის გავლით. მთავრობის 24 ივლისის დადგენილებით, დაგეგმილია, რომ გაფორმდეს „პრიორიტეტული სატრანზიტო მიმართულების სტიმულირების ხელშეკრულება“ ავიაკომპანიასთან, რომელიც თბილისის... Read More

ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობა 85 წლის კაცს აღარ ბრალდება

Comments Off on ყანდაურაში 4 ადამიანის მკვლელობა 85 წლის კაცს აღარ ბრალდება

85 წლის კაცს, ო.გ-ს, აღარ ედება ბრალად ოთხი ადამიანის მკვლელობა. მკვლელობის ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა მესამე პირს, რომელზეც ძებნა გამოცხადდა. საუბარია 3 მაისის მკვლელობებზე. იმავე დღეს ყანდაურაში დააკავეს 85 წლის კაცი,... Read More

ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვეს

Comments Off on ჯანეზაშვილმა და დოლიძემ მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება კვლავ პროტესტის ნიშნად დატოვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებმა – ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ – უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრების არასამუშაო საათებში გაგრძელების გამო სხდომა პროტესტის ნიშნად ისევ დატოვეს. ამავე მიზეზით ჯანეზაშვილმა და... Read More

ბორის ჯონსონი. ფოტო: EPA/NEIL HALL

ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია

Comments Off on ბორის ჯონსონი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრია

დიდი ბრიტანეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროკავშირის დატოვების კამპანიის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ჯონსონი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი გახდა. ცერემონია დღეს, 24 ივლისს იმართება. ცოტა ხნის წინ ის დაუნინგ-სთრითზე მივიდა, საიდანაც პირველად... Read More

პარასკევს პარლამენტში იგეგმება დვალი-აქიმიძის მოსმენა რ2-ის საკითხზე

Comments Off on პარასკევს პარლამენტში იგეგმება დვალი-აქიმიძის მოსმენა რ2-ის საკითხზე

26 ივლისს, 13:00 საათზე, პარლამენტში დაგეგმილია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის საჯარო მოსმენა. როგორც ნეტგაზეთს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დაუდასტურა, შეხვედრა საჯარო იქნება, ნებისმიერ ადამიანს შეეძლება მივიდეს და... Read More

წამებას ემსგავსება უკვე თქვენთან გასაუბრება – მეთოფიშვილი თოდუას

Comments Off on წამებას ემსგავსება უკვე თქვენთან გასაუბრება – მეთოფიშვილი თოდუას

წამებას ემსგავსება უკვე თქვენთან გასაუბრება, – მიმართა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა სერგო მეთოფიშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ილონა თოდუას, რომელთანაც გასაუბრება დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. “თუ სხვის უფლებებზე... Read More

NGO-ები იუსტიციის საბჭოს მხრიდან გენდერულ დისკრიმინაციაზე მიუთითებენ

Comments Off on NGO-ები იუსტიციის საბჭოს მხრიდან გენდერულ დისკრიმინაციაზე მიუთითებენ

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 22-23 ივლისს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების – ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან გასაუბრების პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტს ეხმაურება. კოალიციის შეფასებით,... Read More

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

Comments Off on შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან ლონდა თოლორაია შეცვალა. ნინო ცაციაშვილი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობის დაკავებამდე... Read More

ხაზარაძის აზრით, ცქიტიშვილის 23 ივლისის კომენტარი ანაკლიაზე, სიგნალი იყო

Comments Off on ხაზარაძის აზრით, ცქიტიშვილის 23 ივლისის კომენტარი ანაკლიაზე, სიგნალი იყო

მამუკა ხაზარაძის თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტები გაფორმდა, რომელიც მთავრობისთვის უნდა წარედგინათ. ხაზარაძის მტკიცებით, ვიცეპრემიერ მაია ცქიტიშვილის გუშინდელი განცხადება, რომ მშენებელ კონსორციუმს ინვესტორებთან მოლაპარაკებებში პროგრესი არ ჰქონდა, ხელისუფლების მხრიდან... Read More

ხაზარაძის ადვოკატის აზრით, პროკურატურის მსგავს დადგენილებას მესამეკურსელიც არ დაწერდა

Comments Off on ხაზარაძის ადვოკატის აზრით, პროკურატურის მსგავს დადგენილებას მესამეკურსელიც არ დაწერდა

ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე ამბობს, რომ ბრალის დადგენილებას, რომელიც დღეს მათ პროკურატურამ წარუდგინა, მესამეკურსელი სტუდენტიც კი არ დაწერდა. დღეს, 24 ივლისს, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე... Read More

საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი – მამუკა ხაზარაძე

Comments Off on საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი – მამუკა ხაზარაძე

“საბჭოთა პროკურატურაში ვიყავი,”-ეს მამუკა ხაზარაძემ პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ბრალი ოფიციალურად გააცნეს. თიბისი ბანკის დამფუძნებელი, რომელსაც ეროვნული ბანკის მოთხოვნით  სამეთვალყურეო საბჭო დაატოვებინეს, ამბობს, რომ პროკურატურის განცხადებების შედეგად, ბანკის აქციონერებმა... Read More

ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ზუსტად იციან, რაზეც შევთანხმდით

Comments Off on ხალვაში: დვალმა და აქიმიძემ ზუსტად იციან, რაზეც შევთანხმდით

რუსთავი 2-ის 100%-იანი წილის მფლობელი, ქიბარ ხალვაში აცხადებს, რომ ტელეკომპანიის ყოფილი მფლობელები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დაზარალებულები არიან, ხოლო მას თავისი დანაპირები არ დავიწყებია. კითხვაზე, საუბარია თუ არა დავით... Read More

ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას –  თბილისის მერია

Comments Off on ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას –  თბილისის მერია

თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე განმარტავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტარიფის გაძვირებაზე საუბარი არ არის. მისი თქმით, მოსახლეობისთვის მხოლოდ გადახდის სისტემა შეიცვლება. “ტარიფის ინტეგრაცია არ ნიშნავს ტარიფის გაძვირებას. თითოეული მოქალაქე რასაც... Read More

ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციები 9.53%-ით გაუფასურდა

Comments Off on ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისის აქციები 9.53%-ით გაუფასურდა

17:12 საათისთვის ლონდონის საფონდო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციები 9.53%-ით არის გაუფასურებული და ერთი აქციის ფასი 13.46 ფუნტია. ბოლო სამი თვის მანძილზე აქციის ასეთი დაბალი ფასი არ დაფიქსირებულა. საქართველოს მთავარმა პროკურატურამ... Read More

გია ნოდია

ეს სახიფათო პოლიტიკური კონკურენტის განეიტრალებაა – ნოდია ხაზარაძის საქმეზე

Comments Off on ეს სახიფათო პოლიტიკური კონკურენტის განეიტრალებაა – ნოდია ხაზარაძის საქმეზე

“ეს მეტია, ვიდრე დაშინება” – ასე აფასებს პოლიტოლოგი გია ნოდია პროკურატურის მიერ მამუკა ხაზარაძისათვის ბრალის წარდგენას. მას ეჭვი აქვს, რომ უწყების ეს ნაბიჯი ხაზარაძის ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას უკავშირდება საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების... Read More

მურუსიძეც და ჩინჩალაძეც არიან ლიდერები – მოსამართლე ილონა თოდუა

Comments Off on მურუსიძეც და ჩინჩალაძეც არიან ლიდერები – მოსამართლე ილონა თოდუა

ლევან მურუსიძეც და მიხეილ ჩინჩალაძეც არიან ლიდერები, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ილონა თოდუამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის კითხვას იმის თაობაზე, თუ ვინ უფრო ლიდერია... Read More

ხაზარაძე ბრალის წარდგენაზე: ეს კეთდება ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად

Comments Off on ხაზარაძე ბრალის წარდგენაზე: ეს კეთდება ანაკლიის პროექტისთვის ზიანის მისაყენებლად

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელი და “თიბისი ბანკის” აქციონერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ მისთვის ბრალის წარდგენა ანაკლიის პორტის ზიანის მისაყენებლად გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს, 24 ივლისს, მთავარ პროკურატურაში შესვლამდე... Read More