საქართველოს “ევროვიზია 2019-ზე” ოთო ნემსაძე წარადგენს

Comments Off on საქართველოს “ევროვიზია 2019-ზე” ოთო ნემსაძე წარადგენს

საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველ არხის” პროექტ “საქართველოს ვარსკვლავის” გამარჯვებული ოთო ნემსაძე გახდა. შესაბამისად, სწორედ ის წარადგენს საქართველოს “ევროვიზია 2019-ზე”. ეს იქნება რიგით 64-ე ევროვიზია, რომელიც მაისში, ისრაელში, თელ-ავივში გაიმართება. “საქართველოს ვარსკვლავის”... Read More

სააკაშვილი ემიგრანტ მხარდამჭერებთან შემდეგ შეხვედრას ათენში გამართავს

Comments Off on სააკაშვილი ემიგრანტ მხარდამჭერებთან შემდეგ შეხვედრას ათენში გამართავს

მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტ მხარდამჭერებთან შემდეგ შეხვედრას საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართავს. ამის შესახებ მოძრაობა “ერთად სახლში” იუწყება. სააკაშვილმა შეხვედრა დღეს, 3 მარტს რომში გამართა, მანამდე 10 თებერვალს ლიეჟში, ხოლო იქამდე აშშ-ში.... Read More

“დედა, მენატრები!” – ემიგრაციაში მყოფ ლგბტქი პირთა მიმართვა დედებს

Comments Off on “დედა, მენატრები!” – ემიგრაციაში მყოფ ლგბტქი პირთა მიმართვა დედებს

ემიგრაციაში მყოფი ქართველი ლგბტქი (ლესბი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ქვიარი, ინტერსექსი) ადამიანები დედის დღეს, 3 მარტს, ვიდეომიმართვას ავრცელებენ და თავიანთ დედებს მონატრებას უთვლიან. ვიდეომიმართვას “თბილისი პრაიდის” ფეისბუკ გვერდი ავრცელებს. დედა, მენატრები!ქართველი... Read More

რომში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის პარალელურად აქცია იმართება

Comments Off on რომში სააკაშვილის ემიგრანტებთან შეხვედრის პარალელურად აქცია იმართება

რომში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს ხვდება. შეხვედრის პარალელურად, ქუჩაში იმართება სააკაშვილის მოწინააღმდეგეთა აქცია. რომში იმყოფება “პოსტ ტვ-ის” დამფუძნებელი შალვა რამიშვილი, რომელსაც შეხვედრაზე შესვლის საშუალება არ მისცეს. “რომში პოლიცია,... Read More

ქალებისა და კაცების უფლებები მსოფლიოს მხოლოდ 6 ქვეყანაშია თანასწორი – მსოფლიო ბანკი

Comments Off on ქალებისა და კაცების უფლებები მსოფლიოს მხოლოდ 6 ქვეყანაშია თანასწორი – მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის შეფასებით, ქალებსა და კაცებს თანასწორი უფლებები მსოფლიოს მხოლოდ 6 ქვეყანაში აქვთ – ამ ქვეყნებს შორის არ არის საქართველო. “ქალები, ბიზნესი და კანონი 2019: ათწლეულის რეფორმა” (Women, Business and... Read More

ქუთაისში ავტოგასამართი სადგურების დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

Comments Off on ქუთაისში ავტოგასამართი სადგურების დაყაჩაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამართაკლდამცავებმა 1984 წელს დაბადებული ვ.მ., ყაჩაღობის ბრალდებით, ქუთაისში დააკავეს. როგორც სამართალდამცავი უწყება აცხადებს, ბრალდებულმა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს დანის მუქარით ფული – 130 ლარი... Read More

ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

Comments Off on ზრუნვა “შიშველი ხელებით” ბავშვებსა და მოხუცებზე – 4 ყველაზე მძიმე ამბავი სოცმუშაკისგან

“ბენეფიციართა გადასარჩენად სახელმწიფო არ უნდა იყოს დამოკიდებული სოციალური მუშაკების პირად ნაცნობებსა და კონტაქტებზე, მისი სისტემა უნდა იყოს გამართული”, – ამბობს ნინო ლეკიშვილი, ყოფილი სოცმუშაკი, რომელმაც სოციალური სამსახურის სააგენტო პირადი განცხადების... Read More

დააკავეს ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე

Comments Off on დააკავეს ზესტაფონის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე ხვიჩა გუმბერიძე დააკავეს. გამოძიების ვერსიით, გამგებლის მოადგილეს, რომელიც იმავდროულად სახელმწიფო... Read More

ილონ მასკის Crew Dragon-მა პირველი ფრენა წარმატებით დაიწყო

Comments Off on ილონ მასკის Crew Dragon-მა პირველი ფრენა წარმატებით დაიწყო

კომპანია SpaceX-ის მძიმე რაკეტამმზიდმა Falcon 9-მ, რომელსაც ახალი კოსმოსური ხომალდი Crew Dragon გადაჰქონდა, წარმატებული სტარტი აიღო. ეკიპაჟის 7 წევრზე გათვლილი ხომალდი პირველ სატესტო ფრენას უპილოტო რეჟიმში ახორციელებს. BBC-ის ინფორმაციით, Falcon 9-მ... Read More

სასულიერო პირი ციხიდან გაშვებას არ უნდა იხვეწებოდეს – იაკობი მამალაძეზე

Comments Off on სასულიერო პირი ციხიდან გაშვებას არ უნდა იხვეწებოდეს – იაკობი მამალაძეზე

ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მღვდელმთავრებისთვის გაგზავნილი წერილი “ჩვეულებრივი შანტაჟია” და კონკრეტულ ფაქტებს არ შეიცავს. პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, მამალაძე წერილში ზოგადად ლაპარაკობს კორუფციაზე. “ეს ახალი წერილი არ არის. თუ... Read More

დღეს ნორმალური ურთიერთობები გვაქვს – ეპისკოპოსი იაკობი გახარიაზე

Comments Off on დღეს ნორმალური ურთიერთობები გვაქვს – ეპისკოპოსი იაკობი გახარიაზე

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ახლა “ნორმალური ურთიერთობა” აქვს და არ სურს საუბარი, რატომ დაუპირსიპირდა მას რამდენიმე თვის წინ. “რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრმა... Read More

რუსეთმა საზღვარგარეთ საკუთარი ინტერესების დასაცავად ახალი სტრატეგია შეიმუშავა

Comments Off on რუსეთმა საზღვარგარეთ საკუთარი ინტერესების დასაცავად ახალი სტრატეგია შეიმუშავა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში “შეზღუდული მოქმედებების სტრატეგიის” შესახებ განაცხადეს, რომელიც გულისხმობს ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვას და ხელშეწყობას სხვა სახელმწიფოების ტერიტორიაზე. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ვალერი გერასიმოვის თქმით, არსებული... Read More

პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად თბილისში [ფოტო]

Comments Off on პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად თბილისში [ფოტო]

1 მარტს, ივენთ ჰოლში, ქართველი მსმენელის წინაშე თბილისის რიგით 22-ე ჯაზ-ფესტივალის ჰედლაინერი, 20 გრემის ჯილდოს მფლობელი, ლეგენდარული პეტ მეთინი ტრიოსთან ერთად წარსდგა. ტრიოს შემადგენლობაში, ცნობილ ჯაზ-გიტარისტთან ერთად, მუსიკოსები დერეკ ოლეჟკიევიჩი... Read More

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

Comments Off on ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით სამეგრელოში სამი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ დღეს, 2 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ქურდული... Read More

აკაკი ზოიძე გასახვევი თამბაქოს გაძვირებას აანონსებს

Comments Off on აკაკი ზოიძე გასახვევი თამბაქოს გაძვირებას აანონსებს

აქციზის საფასურის მატების გამო ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტის გაძვირების კვალდაკვალ, გადასახვევი თამბაქოს მოხმარება გაიზარდა. აქედან გამომდინარე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის... Read More

იუსტიციის სამინისტროს FB-ზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უჩივიან

Comments Off on იუსტიციის სამინისტროს FB-ზე გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის უჩივიან

იურისტი გიორგი ნონიაშვილი აპირებს, იუსტიციის სამინისტროს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის გამო უჩივლოს. როგორც ნონიაშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მომავალი კვირის განმავლობაში შეიტანს ის მოამზადებს და სასამართლოში შეიტანს სარჩელს სოციალურ ქსელ Facebook-ში,... Read More

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მეჰმან ჰუსეინოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

Comments Off on აზერბაიჯანელი ჟურნალისტი მეჰმან ჰუსეინოვი პატიმრობიდან გათავისუფლდა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი და აქტივისტი მეჰმან ჰუსეინოვი 2-წლიანი პატიმრობის შემდეგ თავისუფალია. აზერბაიჯანული ონლაინ-გამოცემა ona.az-ის ცნობით, ჰუსეინოვმა, რომელსაც პატიმრობის ვადა ამოეწურა, გათავისუფლების შემდეგ დაღუპული ჟურნალისტის ელმარ ჰუსეინოვის საფლავი მოინახულა. შეგახსენებთ, რომ მეჰმან... Read More

ტაქსის გადაღებვის შემდეგ, სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლით – შსს

Comments Off on ტაქსის გადაღებვის შემდეგ, სარეგისტრაციო მოწმობას უფასოდ შეცვლით – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წლის 2 მარტიდან, მოქალაქეები, რომელთაც აქვთ ტაქსის ლიცენზია და ახალი რეგულაციის თანახმად ავტომობილის ფერს შეცვლიან, შსს-ს მომსახურების სააგენტოში სარეგისტრაციო მოწმობის განახლებას საფასურის გადახდის გარეშე შეძლებენ. სარეგისტრაციო მოწმობის შესაცვლელად... Read More

უაქციზო ვისკის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვავლინეთ – საგამოძიებო სამსახური

Comments Off on უაქციზო ვისკის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვავლინეთ – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირის სატრანსპორტო... Read More

გრიცენკო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება

Comments Off on გრიცენკო სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობის აღდგენას ჰპირდება

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატი ანატოლი გრიცენკო აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობას აღუდგენს. ამის შესახებ გრიცენკომ რადიო НВ-ის ეთერში განაცხადა. “თუ მიხეილ სააკაშვილი მოისურვებს უკრაინაში... Read More

ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორები დააყაჩაღეს

Comments Off on ზუგდიდში “ლიბერთი ბანკის” ინკასატორები დააყაჩაღეს

ზუგდიდში “ლიბერთი ბანკი” საინკასაციო სამსახურის თანამშრომლები დააყაჩაღეს. დაჭრილია ერთი ადამიანი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარებს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ექსპერტ-კრიმინალისტები და ოპერატიულ-საგამოძოებო... Read More

უსუფაშვილი არასდროს იკადრებდა კოლეგების შეურაცხყოფას – კვაჭანტირაძე

Comments Off on უსუფაშვილი არასდროს იკადრებდა კოლეგების შეურაცხყოფას – კვაჭანტირაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, TV პირველის ეთერში ისაუბრა უმრავლესობაში შექმნილ ვითარებაზე და პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარის ხისტი გამონათქვამები შეაფასა. მისი თქმით, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, კოლეგების შეურაცხყოფა “არასდროს... Read More

“თბილავიამშენის” გაფიცვა დასაქმებულთა გამარჯვებით დასრულდა – პროფკავშირები

Comments Off on “თბილავიამშენის” გაფიცვა დასაქმებულთა გამარჯვებით დასრულდა – პროფკავშირები

თბილისის საავიაციო ქარხანა “თბილავიამშენის” დასაქმებულების გაფიცვა ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით დასრულდა. ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება იუწყება. პროფკავშირების ინფორმაციით, მხარეები რამდენიმე საკითხზე შეთანხმდნენ. მათ შორისაა თანამშრომლებისთვის სამსახურის შენარჩუნების პირობა და ანაზღაურება. “ს.ს.... Read More

ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური — კვლევა RMG-ის საქმიანობის გავლენაზე

Comments Off on ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური — კვლევა RMG-ის საქმიანობის გავლენაზე

კომპანია “არ ემ ჯი (RMG) გოლდი”, რომელიც ქვემო ქართლში ოქროსა და სპილენძს მოიპოვებს, მწვავე ზიანს აყენებს გარემოსა და მოსახლეობას; მისი საქმიანობა ნეოლიბერალური პოლიტიკის პირობებში მიმდინარეობს, რაც სახელმწიფოს ჩარევასა და შეზღუდვების... Read More