აფხაზური მხარე ჩრდილოეთ კორეისგან აღიარებას მოელის

Comments Off on აფხაზური მხარე ჩრდილოეთ კორეისგან აღიარებას მოელის

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეის სავაჭრო პალატის დელეგაცია იმყოფება. ვიზიტის მიზანი, ოფიციალური ინფორმაციით, ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება და აფხაზეთში ჩრდილოეთ კორეული პროდუქციის ექსპორტის საკითხის განხილვაა. აფხაზეთის დე ფქტო რესპუბლიკის... Read More

ფოტო: horror geek life

“სპანჯბობის” შემქმნელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

Comments Off on “სპანჯბობის” შემქმნელი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

ცნობილი ანიმაციური სერიალის, “სპანჯბობის” შემქმნელი სტივენ ჰილენბურგი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. “გარდიანის” ცნობით, ანიმატორი, მწერალი და პროდიუსერი ამიოტროფულ გვერდით სკლეროზს ებრძოდა, რის შესახებაც მან გასული წლის მარტში განაცხადა. ჰილენბურგის ყველაზე... Read More

უკრაინის მხარდამჭერი აქცია რუსეთის საელჩოსთან, ვენაში. ფოტო: მარიამ თაყნიაშვილი

ქართველები და უკრაინელები ვენაში, რუსეთის საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

Comments Off on ქართველები და უკრაინელები ვენაში, რუსეთის საელჩოსთან, უკრაინის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, რუსეთის საელჩოს შენობასთან, ქართველებმა და უკრაინელებმა უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს. საქართველოსა და უკრაინის დროშებით, ასევე სხვადასხვა შინაარსის პლაკატებით, აქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტი, რომლის დროსაც... Read More

სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

Comments Off on სალომე ზურაბიშვილი ილია მეორეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს შეხვდა. “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატი დღეს, 27 ნოემბერს საპატრიარქოს შენობაში ილია მეორესთან იმყოფებოდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს კანდიდატის პრესსამსახური აქვეყნებს. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი... Read More

გაიგე შენი საარჩევნო უბნის მისამართი 2 წუთში

Comments Off on გაიგე შენი საარჩევნო უბნის მისამართი 2 წუთში

თუ თქვენ აპირებთ 2018 წლის 28 ნოემბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას და არ იცით ან გსურთ გადაამოწმოთ, სად მდებარეობს თქვენი საარჩევნო უბანი, მიჰყევით ქვემოთ მოყვანილ ინსტრუქციას: შეამოწმეთ... Read More

ქალი ლეჩაქით

ფიროსმანის “ქალი ლეჩაქით” “სოთბიზე” 2 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

Comments Off on ფიროსმანის “ქალი ლეჩაქით” “სოთბიზე” 2 230 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა

ნიკო ფიროსმანის ნახატი “ქალი ლეჩაქით” “სოთბის” აუქციონზე დღეს, 27 ნოემბერს,  2 230 000 გირვანქა გირვანქა სტერლინგად(დაახლ. 7 615 000 ლარად) გაიყიდა. ტილოს საწყისი ფასი გაცილებით ნაკლები – 500-700 000 გირვანქა... Read More

სმს-ების შემდეგ ივანიშვილი და ვაშაძე მოქალაქეებს “ურეკავენ” და მხარდაჭერას სთხოვენ

Comments Off on სმს-ების შემდეგ ივანიშვილი და ვაშაძე მოქალაქეებს “ურეკავენ” და მხარდაჭერას სთხოვენ

ჟურნალისტი ნინო ცაბოლოვი ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც ნომრიდან “48” პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხმით “დაურეკეს”. როგორც ცაბოლოვმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მის ტელეფონზე შემოვიდა ზარი ნომრიდან “48”. მას შემდეგ, რაც უპასუხა,... Read More

საქართველოს პრეზიდენტი NGO-ებზე შეტევით შეშფოთებულია

Comments Off on საქართველოს პრეზიდენტი NGO-ებზე შეტევით შეშფოთებულია

საქართველოს პრეზიდენტი არასამთავრობო სექტორს შეხვდა და მხარდაჭერა გამოუცხადა. გიორგი მარგველაშვილის თქმით, შემაშფოთებელია ის ბრალდებები და რიტორიკა, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში პოლიტიკოსების მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ ისმის. „შეშფოთებული ვარ იმ... Read More

ვინ და რატომ ჰპირდება კონკრეტულ პირებს ვალების გასტუმრებას – “ოცნება” ბრალდებას უარყოფს

Comments Off on ვინ და რატომ ჰპირდება კონკრეტულ პირებს ვალების გასტუმრებას – “ოცნება” ბრალდებას უარყოფს

მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ მათ სახლებში მიდიან “ქართული ოცნების” კოორდინატორები და ბანკებში ვალების ჩამოწერის სანაცვლოდ ხმის მიცემას სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სთხოვენ. ამ მოქალაქეების თქმით, კოორდინატორებს თან აქვთ ე.წ. საბანკო შავი... Read More

ბიზნესასოციაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით, კერძო სექტორს მიმართავს

Comments Off on ბიზნესასოციაცია არჩევნების დღესთან დაკავშირებით, კერძო სექტორს მიმართავს

ბიზნესასოციაცია კერძო სექტორს მოუწოდებს, კანონის მოთხოვნებს დაემორჩილონ და ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცენ. ასოციაცია ბიზნესს ახსენებს, რომ 28 ნოემბერი, არჩევნების დღე, კანონის შესაბამისად, უქმე დღეა. “მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის სასიცოცხლოდ... Read More

“ბიძინამ თქვენც დაგირეკათ?” – “ოცნების” მხარდამჭერ FB-ჯგუფებში ივანიშვილის ზარებზე წერენ

Comments Off on “ბიძინამ თქვენც დაგირეკათ?” – “ოცნების” მხარდამჭერ FB-ჯგუფებში ივანიშვილის ზარებზე წერენ

“ბიძინამ თქვენც დაგირეკათ?”; “მითხარით, რომ თქვენც დაგირეკათ ბიძინამ, გაოცებული ვარ”; “გავგჟიდითქო მეგონა, ვინმემ მითხარით, რომ თქვენც დაგირეკათ ბიძინამ, ტელეფონი რეკავდა ნომრით მხოლოდ 48” – ამ და მსგავსი შინაარსის ათეულობით პოსტს... Read More

ჩოხატაურის კულტ.მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელს ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

Comments Off on ჩოხატაურის კულტ.მემკვიდრეობის ცენტრის ხელმძღვანელს ამომრჩეველზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გაავრცელა სქრინშოთი მოკლე ტექსტური შეტყობინებისა, რომლითაც ადამიანი, რომელიც წერს, რომ ჯონი ჰქვია, წერილის ადრესატს მოუწოდებს, მისმა თანამშრომლებმა ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ. ნეტგაზეთმა გაარკვია, რომ... Read More

WIZZ AIR-ის საქმიანობის შესაძლო შეზღუდვაზე გიორგი კანდელაკიც საუბრობს

Comments Off on WIZZ AIR-ის საქმიანობის შესაძლო შეზღუდვაზე გიორგი კანდელაკიც საუბრობს

“ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ მთავრობა Wizz Air-ის საქმიანობის შეზღუდვას გეგმავს. პოლიტიკოსის თქმით, ავიაკომპანიისთვის საქმიანობის შეზღუდვა სხვა კომპანიის ინტერესების გამო მოხდება. მეტიც, კანდელაკი ირწმუნება, რომ ამ ავიაკომპანიამ პრემიერისგან გარანტიები... Read More

ხაჯიმბა აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის საბანკო სისტემაში მილიონობით დოლარს ჩადებს

Comments Off on ხაჯიმბა აცხადებს, რომ რუსეთი აფხაზეთის საბანკო სისტემაში მილიონობით დოლარს ჩადებს

რუსეთი აფხაზეთის საბანკო სფეროს განვითარებისთვის ნახევარ მილიარდ რუსულ რუბლს  [7 მილიონ აშშ დოლარზე მეტი] გამოყოფს. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ პუტინთან შეხვედრისადმი მიძღვნილ ბრიფინგზე განაცხადა. “ჩვენ განვიხილეთ... Read More

რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)

Comments Off on რატომ მივდივარ არჩევნებზე (შორი გზიდან)

უკვე წლებია მთელი ოჯახი ერთად დავდივართ არჩევნებზე და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ოჯახური ტრადიციაა. ამიტომ, ძალიან გაბრაზებული ვარ იმით, რომ არჩევნები სამუშაო კვირის დღეს ტარდება, სწორედ მაშინ, როდესაც... Read More

EU-ს რამდენიმე აეროპორტში მგზავრებს სიცრუის დეტექტორით შეამოწმებენ

Comments Off on EU-ს რამდენიმე აეროპორტში მგზავრებს სიცრუის დეტექტორით შეამოწმებენ

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის აეროპორტებში იწყება მგზავრების სიცრუის დეტექტორით შემოწმების საცდელი პროგრამა. ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მგზავრებს მოგზაურობასთან დაკავშირებულ სტანდარტულ შეკითხვებს დაუსვამენ, ხოლო სპეციალურად დამონტაჟებული მონიტორი მათ გამომეტყველებას დააკვირდება,... Read More

“რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებულმა 56-მა მუშამ სააპელაციოშიც მოიგო დავა — პროფკავშირი

Comments Off on “რუსთავის აზოტიდან” გათავისუფლებულმა 56-მა მუშამ სააპელაციოშიც მოიგო დავა — პროფკავშირი

საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, რუსთავის აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულმა 56-მა თანამშრომლმა დავა სააპელაციო სასამართლოშიც მოიგო. მათივე ცნობით, კომპანიას დაეკისრა 56-ივე მუშის სამსახურში აღდგენა და 22 თვის განაცდურის ანაზღაურება. რუსთავის აზოტის ადმინისტრაციამ... Read More

ინგუშეთში საპროტესტო დემონსტრაციაზე ისევ გამოვიდა ასობით ადამიანი

Comments Off on ინგუშეთში საპროტესტო დემონსტრაციაზე ისევ გამოვიდა ასობით ადამიანი

27 ნოემბერს ინგუშეთის ქალაქ ნაზრანში ათასობით ადამიანი გამოვიდა ჩეჩნეთთან სადავო სასაზღვრო შეთანხმებისა და მასთან დაკავშირებით განვითარებული მოვლენების გასაპროტესტებლად. Кавказский узел-ის თანახმად, 27 ნოემბერს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლოს... Read More

II ტურში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა – TI

Comments Off on II ტურში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა – TI

“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის წინასაარჩევნო პერიოდთან შედარებით მეორე ტურისთვის საარჩევნო გარემო გაუარესდა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მასშტაბები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც “არსებითი გავლენა შეიძლება იქონიოს არჩევნების შედეგებზე”.... Read More

FITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა

Comments Off on FITCH-მა საქართველოს რკინიგზას საპროგნოზო რეიტინგი „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“ გაუუმჯობესა

22 ნოემბერს სარეიტინგო სააგენტო “Fitch”-მა დაადასტურა სს „საქართველოს რკინიგზის“ რეიტინგი „B+“ და ამასთანავე გააუმჯობესა საპროგნოზო მოლოდინები რეიტინგთან მიმართებაში „სტაბილურიდან“ „პოზიტიურზე“, რაც მნიშვნელოვანწილად გამოწვეულია  საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზების გაუმჯობესებით. ““Fitch“-ის პროგნოზებით... Read More

“WizzAir”-ის საქართველოდან გაშვება არ იგეგმება – ეკონომიკის სამინისტრო

Comments Off on “WizzAir”-ის საქართველოდან გაშვება არ იგეგმება – ეკონომიკის სამინისტრო

ეკონომიკის სამინისტრო “WizzAir”-ის საქართველოდან გაშვებაზე გარცლებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მსგავსი დეზინფორმაცია ქვეყნის ბიზნესგარემოზე უარყოფითად აისახება. უწყებაში ირწმუნებიან, რომ სახელმწიფოს ხელშეწყობით კომპანია ყოველწლიურად აფართოებს საკუთარ... Read More

“ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, მუქარა” – რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები წინასაარჩევნოდ

Comments Off on “ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, მუქარა” – რა დარღვევებზე საუბრობენ NGO-ები წინასაარჩევნოდ

“ამომრჩევლის მოსყიდვა, ზეწოლა, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და პოლარიზებული მედია” – ეს იმ დარღვევათა და პრობლემათა ჩამონათვალია, რომლებზეც არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ”, “სამართლიანმა არჩევნებმა” (ISFED) და საია-მ... Read More

ბახტაძე დამსაქმებლებს მიმართავს, დასაქმებულებს არ შეუზღუდონ ხმის მიცემის უფლება

Comments Off on ბახტაძე დამსაქმებლებს მიმართავს, დასაქმებულებს არ შეუზღუდონ ხმის მიცემის უფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დამსაქმებლებს მიმართავს და მოუწოდებს, ხელი შეუწყონ, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება და არ შეეზღუდოს კანონით გარანტირებული უფლება: “მოგეხსენებათ, რომ არჩვენების დღე, 28 ნოემბერი... Read More

ვაშაძის შემდეგ, მიტროპოლიტი იობი გახარიას შეხვდა

Comments Off on ვაშაძის შემდეგ, მიტროპოლიტი იობი გახარიას შეხვდა

პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი შს მინისტრ გიორგი გახარიას შეხვდა. შინაგან საქმეთა მინისტრი, მის მოადგილე კახაბერ საბანაძესთან ერთად, რუის-ურბნისის ეპარქიაში გუშინ, 26 ნოემბერს იმყოფებოდა. არჩევნების მეორე... Read More