მოსკოვი: ბორჯომში დასახმარებლად “ილ-76” გამოვყავით, თუმცა გვითხრეს, რომ დახმარების საჭიროება აღარ იყო

0 Comments

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და საქართველოში ხანძრების გაჩენასთან რუსეთის ფედერაციის კავშირს ავადმყოფურ ფანტაზიებს უწოდებს, რომელთა კომენტირებაც ზედმეტად მიაჩნიათ. როგორც სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ ამ სეზონზე რუს... Read More

პრემიერი: შეიძლება ითქვას, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია. პრემიერმა ჟურნალისტებს ეს მას შემდეგ განუცხადა, რაც მინისტრებთან ერთად ნახანძრალი ტერიტორია მოინახულა. პრემიერ-მინისტრის თქმით, შესაძლოა ცალკეული წერტილოვანი კერები... Read More

კანცელარიასთან გაიმართა ბათუმში ნაცემი ქვიარ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია

0 Comments

თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან, გაიმართა ბათუმში ნაცემი ქვიარ აქტივისტების მხარდასაჭერი აქცია. არასამთავრობო ორგანიზაცია “თანასწორობის მოძრაობის” ორი წევრი  25 აგვისტოს დილით ბათუმში დააკავეს – ორგანიზაციის წევრების თქმით, ისინი ნაცემი არიან. “თანასწორობის... Read More

“ქართული ოცნება”: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ოპოზიციასთან დიალოგი შეუძლებელია

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დიალოგის მეორე რაუნდის დაწყებას შეუძლებლად მიიჩნევს. ამის მიზეზად კი იმას აცხადებენ, რომ ოპოზიციური პარტიები მმართველ გუნდს დიალოგის დაწყების წინაპირობად ულტიმატუმებს უყენებენ: “ჩვენ გვქონდა... Read More

პოლიციისგან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე ლგბტ თემი ბოლო წლებში ხშირად საუბრობს – ომბუდსმენი

0 Comments

ომბუდსმენი პოლიციელთა მხრიდან “თანასწორობის მოძრაობის” აღმასრულებელი დირექტორისა და მოძრაობის წევრის მიმართ განხორციელებულ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, რომ დროულად განახორციელოს რეაგირება. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა 2017 წლის 25 აგვისტოს... Read More

ხანძარი ვაზიანში – დამწვარია 10–15 ჰექტარი

0 Comments

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარია ვაზიანში, რკინიგზის მიმდებარედ. სააგენტოს ცნობით, დაიწვა 10–15 ჰექტარზე ბალახი. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გვაცნობეს, ადგილზე 4 სახანძრო–სამაშველო ჯგუფი მუშაობს, ხოლო ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. სააგენტოს ინფორმაციით, რკინიგზის... Read More

პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ჰომოფობიურ მოპყრობას პროკურატურა იძიებს

0 Comments

ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის მიმართ პოლიციელების მხრიდან შესაძლო ჰომოფობიური მოპყრობისა და ძალადობის შესაძლო ფაქტს პროკურატურა იძიებს. როგორც ნეტგაზეთს პროკურატურიდან განუცხადეს, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მიხედვით,... Read More

თამარ მეარაყიშვილმა ცხინვალის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა

0 Comments

ახალგორელმა აქტივისტმა, თამარ მეარაყიშვილმა, რომლის წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, ცხინვალის პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. საჩივარი ცხინვალის პროკურატურას თამარ მეარაყიშვილის ადვოკატმა დღეს, 25 აგვისტოს ჩააბარა. ახალგორელი აქტივისტი... Read More

საქართველოს რკინიგზასთან დაკავებულები სასამართლოდან გაათავისუფლეს

0 Comments

24 აგვისტოს “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ აქციაზე დაკავებული 10 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და პროცესი დაცვის მხარის მოთხოვნით 8 სექტემბრამდე გადაიდო. სხდომა 09:00 საათზე დაიწყება. როგორც ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, მათ... Read More

Reuters: უახლესი ბრძანებულების თანახმად, თურქეთი ასობით საჯარო მოხელის “წმენდას” იწყებს

0 Comments

თურქეთის ეროვნული სადაზვერვო სამსხურის მიერ გამოცემული უახლესი ბრძანებულების თანახმად, თურქეთი ასობით საჯარო მოხელის “წმენდას” იწყებს.  ინფორმაციას ასობით საჯარო მოხელის გათავისუფლებისა და პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის უფლებამოსილების გაზრდის შესახებ სააგენტო “როიტერსი” ავრცელებს.  ბრძანებულებით... Read More

აზერბაიჯანში ამჯერად საინფორმაციო სააგენტო “Turan” დაიხურა, მისი ხელმძღვანელი კი დაკავებულია

0 Comments

აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო “Turan”-ის დირექტორის, მეჰმან ალიევის დაკავებისა და სისხლის სამართლის გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოს საბანკო ანგარიშები დაბლოკეს. შესაბამისად, საინფორმაციო სააგენტომ გაურკვეველი დროით საქმიანობა შეაჩერა. “მსგავს სიტუაციაში სააგენტოს ნორმალური ფუნქციონირება უკიდურესად... Read More

რა ხარვეზებზე საუბრობს საია პირველ წინასაარჩევნო ანგარიშში

0 Comments

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 25 აგვისტოს, წინასაარჩევნო გარემოს პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2017 წლის 1 ივნისიდან 1 აგვისტომდე განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს მოიცავს. როგორც საიაში აცხადებენ, ანგარიშში ასევე ასახულია... Read More

EMC პროკურატურას მიმართავს, რკინიგზელების აქციაზე პოლიციის ქმედება გამიოიძიოს

0 Comments

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გუშინ, 24 აგვისტოს რკინიგზის ადმინისტრაციასთან შიმშილობის აქციის მონაწილეებისა და აქტივისტების დაკავებაზე განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალიას გადამეტებას და... Read More

ახალციხეში, ტყის მახლობლად მინდორს ხანძარი გაუჩნდა

0 Comments

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, 26 აგვისტოს ახალციხის სოფელ ურაველში ბალახს ცეცხლი მოეკიდა. სააგენტოს ცნობით, ცეცხლმოკიდებული ტერიტორიის ფართობი 1,5 ჰექტარია, ხანძარი ამჟამად [14:40] ლოკალიზებულია და ახლოდებარე ტყეს არ გადასდებია. ადგილზე... Read More

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პოსტს ტოვებს

0 Comments

კიასტუტის იანკაუსკასი, ლიტველი დიპლომატი, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, პოსტს 2017 წლის 31 აგვისტოს დატოვებს. კიასტუტის იანკაუსკასი საქართველოდან სამუშაოდ აზერბაიჯანში გადადის, სადაც ევროკავშირის წარმომადგენლობას უხელმძღვანელებს. რამდენიმე დღის... Read More

ევროკავშირი ხანძრის ზონაში სატელიტურ დაკვირვებას ახორციელებს

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კარლო ნატალემ პრემიერ-მინისტრს, ევროკავშირის სახელით, ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერა დაუფიქსირა და სხვადასხვა სახის დახმარების გაწევის... Read More

შსს: პოლიციელების მხრიდან სავარაუდო ჰომოფობიური მოპყრობის ფაქტს გენინსპექცია სწავლობს

0 Comments

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ თანასწორობის მოძრაობის დაკავებული წევრების მიმართ სავარაუდო ჰომოფობიურ მოპყრობას შსს-ს გენინსპექცია სწავლობს. 26 აგვისტოს, გამთენიისას, “თანასწორობის მოძრაობის” წევრებ,ი თორნიკე კუსიანი და ლევან ბერიანიძე პოლიციელებმა დააკავეს, მათ... Read More

სუს: გვარამია და ბოკერია საქმის მასალების გასაცნობად დავიბარეთ

0 Comments

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ნიკა გვარამია და გიგა ბოკერია საქმის მასალების გასაცნობად დაიბარეს. სუს-ის განცხადებით, გვარამია და ბოკერია კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებული სისხლის სამართლის საქმეში ჩატერებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების სამსახურის მასალების... Read More

სტრასბურგის მოსამართლეობის რვა კანდიდატის ვინაობა ცნობილია

0 Comments

26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე 2 კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია 8 პრეტენდენტს გაესაუბრება. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 21... Read More

“ყარაბაღი” აზერბაიჯანის სიამაყის სიმბოლო გახდა

0 Comments

აზერბაიჯანულმა საფეხბურთო კლუბმა “ყარბაღმა” აზერბაიჯანის ისტორიაში საკუთარი წვლილი შეიტანა.  საფეხბურთო კლუბი სამხრეთ კავკასიიდან  პირველად ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე – მთავარ ევროპულ ტურინირზე. ორი თამაშის შედეგებით, “ყარაბაღმა” დანიური “კოპენჰაგენი” (1:0;... Read More

ქართველი გამომგონებლების წარმატება საერთაშორისო ოლიმპიადაზე

0 Comments

ახალგაზრდა ქართველმა გამომგონებლებმა ვაშინგტონში გამართულ რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე – “First Global” მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და მე-14 ადგილი დაიკავეს, 160-ზე მეტ მონაწილეს შორის.  ქართველი გამომგონებლების მიერ შექმნილმა რობოტმა ჟიურის მხრიდან დიდი... Read More

ხანძრების პირისპირ სტრატეგიის გარეშე – ინტერვიუ ილია ოსეფაშვილთან

0 Comments

რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, რომ ბორჯომის დამწვარი ტყის აღდგენა ეფექტურად წარიმართოს, როგორ უნდა დაიცვან საქართველოს ტყეები ხანძრისგან და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ  ტყის ხანძარს, რომელიც კლიმატის ცვლილების პარალელურად, საქართველოში... Read More

მსოფლიო ბანკი მზადაა, ხანძრის შედეგებთან გასამკლავებლად დაეხმაროს საქართველოს

0 Comments

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მან მსოფლიო ბანკის სახელით პრემიერ-მინისტრს სტიქიასთან ბრძოლაში თანადგომა და სრული მხარდაჭერა აღუთქვა. “გიორგი კვირიკაშვილთან... Read More

ადვოკატი: თანასწორობის მოძრაობის ორ წევრს პოლიციაში დამამცირებლად მოექცნენ

0 Comments

ადვოკატ სალომე ღოღობერიძის თქმით, თანასწორობის მოძრაობის ორი წევრს პოლიციამ ჰომოფობიის ნიადაგზე შეურაცხყოფა მიაყენა. ადვოკატის დღეს, 26 აგვისტოს, შეხვდა ბათუმის წინასწარი მოთავსების იზოლატორში დაკავებულებს. ისინი ამბობენ, რომ 26 აგვისტოს, გამთენიისას, თავს... Read More