Tbilisi Open Air 2017 – ფესტივალის პირველი დღე [ფოტო]

0 Comments

მუსიკალური ფესტივალი Tbilisi Open Air / AlterVision 2017  16 ივნისს გაიხსნა. ფესტივალს წელსაც ლისის ტბის ვანდერლენდი მასპინძლობს. საფესტივალო სივრცეში რამდენიმე სცენაა მოწყობლი, სადაც სხვადასხვა ჟანრის ქართველი და უცხოელი შემსრულებლები გამოდიან. ფესტივალსი პირველ... Read More

როგორ ცხოვრობენ ქალები თავშესაფარში [ფოტორეპორტაჟი]

0 Comments

უკვე მესამე თვეა, 35 წლის მარი და 5 თვის ანა თავშესაფარში ცხოვრობენ (სახელები შეცვლილია). მარიმ, რომელიც ორი თვის ჩვილით ხელში ქუჩაში დარჩენის რისკის ქვეშ იყო, თავშესაფრის შესახებ ნაცნობისგან გაიგო. “იმ... Read More

ხულორდავა მუხთარლის საქმეში ქართული სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობას არ გამორიცხავს

0 Comments

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა ამბობს, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიების პროცესში არაფერი უნდა გამოირიცხოს, მათ შორის, არც ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლების შესაძლო მონაწილეობა. მან ასე უპასუხა... Read More

მინერალური წყალი “ბორჯომი” ალუმინის ქილებითაც გაიყიდება

0 Comments

მალე ბაზარზე 0.33-ლიტრიან ალუმინის ქილებში ჩამოსხმული “ბორჯომი” გამოვა.  როგორც ნეტგაზეთს კომპანიაში განუცხადეს, ივლისიდან 0.33-ლიტრიანი ალუმინის ქილებში ჩამოსხმული ბორჯომი მაღაზიებში გაიყიდება და მისი ფასი 90 თეთრი იქნება. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ბორჯომის პირველ... Read More

პარლამენტმა მიწის უცხოელებისთვის მიყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა

0 Comments

87 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პარლამენტმა   უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ყიდვაზე მორატორიუმი გამოაცხადა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, სანამ მიწის უცხოელებისთვის მიყიდვა კონსტიტუციით აიკრძალება, მანამდე მორატორიუმი... Read More

ჯანი ბუკიკიო: საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას ვენეციის კომისიამ მხარი დაუჭირა

0 Comments

ვენეციის კომისიის პრეზიდენტის, ჯანი ბუკიკიოს განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების უმეტესობას მხარი დაუჭირეს. ეს განცხადება ჯანი ბუკიკიომ დღეს, 16 ივნისს, ვენეციის კომისიის პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. ამ სხდომაზე... Read More

პარლამენტმა მარიხუანის შესახებ კანონი სასამართლოს განჩინებასთან შესაბამისობაში მოიყვანა

0 Comments

დღეს, 16 ივნისს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანაფის მარიხუანისა და კანაფის მცირე ოდენობით შეძენა, შენახვა, მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებას. ცვლილებების მიზანი კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან შესაბამისობაში მოყვანაა. “ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნვთიერების,... Read More

ზაზა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: ლეიბის საბერტყი უნდა ურახუნო და ურახუნო ამათ [ვიდეო]

0 Comments

“ესენი არც სახლში შესაშვები არიან, არც ქვეყანაში გასაჩერებლები. ესენი უნდა გაიყვანო და ლეიბებს რომ ბერტყავენ, იმ საბერტყით უნდა ურახუნო და ურახუნო ერთ ადგილზე, ცოტა რომ გამოებერტყოთ ეს ტვინი,” – ეს... Read More

გრიგოლ გოგელია: “წითელი ზონა” და “ინტერview” კარგი გადაცემებით ჩანაცვლდება

0 Comments

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, გრიგოლ გოგელიას განცხადებით, სალოემ ასათიანის “ინტერview”  და გოგი გვახარიას “წითელი ზონა” კარგი პროექტებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ მან პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლის 2016 წლის საქმიანობის შესახებ... Read More

ვისთან და როგორ აპირებს უსუფაშვილი ახალი პოლიტიკური ძალის შენებას

0 Comments

„შენების მოძრაობა“- ამ სახელწოდებით პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ახალი მოძრაობა წარადგინა, რომელიც პარტიად 2018 წლის გაზაფხულზე ჩამოყალიბდება. მოძრაობას ამბიციური გეგმები აქვს, ის მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს, გამარჯვებას გეგმავს. კიდევ... Read More

მოსახლეობის ნაწილი თოჯინების თეატრის ახალი შენობის მშენებლობის შეჩერებას ითხოვს

0 Comments

დღეს, 16 ივნისს „თავისუფალი დემოკრატები – რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა თბილისში, აღმაშენებლის გამზირის 136 ნომერში მიმდინარე მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს ამავე ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობასთან ერთად. საუბარია აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა... Read More

ენძელა მაჭავარიანი: გოგი გვახარიას ადგილი ყოველთვის არის ნებისმიერ ტელესივრცეში

0 Comments

” ბატონი გიორგი გვახარიას გადაცემა ნამდვილად დააკლდება საზოგადოებრივ მაუწყებელს,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ენძელა მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მაუწყებლის 2016 წლის საქმიანობის შესახებ ისმენენ ანგარიშს. დეპუტატის თქმით, გოგი... Read More

ნინია კაკაბაძე “წითელ ზონასა” და ინტერview-ზე ▷ VIDEO

0 Comments

“შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული არ არსებობს ხელისუფლება, რომელმაც გოგი გვახარიას გადაცემა არ დახურა”, – ამბობს ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე, რომელსაც ნეტგაზეთი “წითელი ზონისა” და ინტერview-ს შესახებ ესაუბრა. ნინია კაკაბაძე დღეს იმყოფებოდა აქციაზე,... Read More

პარლამენტის სხდომას 23 დეპუტატი ესწრება [ვიდეო]

0 Comments

დღეს, 16 ივნისს, 16:53 საათის მდგომარეობით, პარლამენტის სხდომას 23 დეპუტატი ესწრება. სხდომის დაწყებისას, 12:00 საათზე რეგისტრაცია 79-მა დეპუტატმა გაიარა. 23 დეპუტატით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა რამდენიმე კანონპროექტი მესამე მოსმენით სწრაფად განიხილა. რედაქციული შენიშვნა... Read More

კახიძე: ბონუსი უსამართლოა, გაუნაწილებელი მანდატები პროპორციულად უნდა გადანაწილდეს

0 Comments

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო ბონუსის სისტემა უსამართლოა. “ეს ვერსია უფრო ნაკლებად უსამართლოა, ვიდრე ბონუსის თავდაპირველი ვარიანტი, როცა ყველა გადაუნაწილებელი მანდატი მიჰქონდა პირველ ადგილზე... Read More

როგორ უნდა გააქტიუროთ ‘სიამაყის რეაქცია’ ფეისბუკზე

0 Comments

ფეისბუკის მომხმარებლებს სულ ხუთი რეაქციით – მოწონებით, გაცინებით, სიყვარულით, გაკვირვებით, ტირილით ან გაბრაზებით – შეგიძლიათ გამოხატოთ ემოციები. თუმცა ივნისში ფეისბუკს სიამაყის ემოცია დაემატა. ივნისი სიამაყის თვედაა მიჩნეული, რომელსაც გეი, ლესბოსელი,... Read More

ანა დოლიძემ ვენეციის კომისიის სესიაზე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დატოვებაზე ისაუბრა

0 Comments

საქართველოს პრეზიდენტის ადამინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა და სხდომის მონაწილეებს, რომლებიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ დასკვნაზე მსჯელობდნენ, საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო. დღეს, 16... Read More

რომან გოცირიძე: ხელისუფლება საარჩევნო სისტემის საკითხით ვენეციის კომისიას აშანტაჟებს

0 Comments

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების” მიერ შემოთავაზებული საარჩევნო ბონუსის სისტემა უსამართლოა. მისი თქმით, ხელისუფლება მაჟორიტარული სისტემის დატოვების  საკითხით ვენეციის კომისიას აშანტაჟებს. “ხელისუფლების შემოთავაზებული მოდელი არის უსამართლო.... Read More

ქალთა დაწესებულებაში მსჯავრდებული გარდაიცვალა

0 Comments

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, 11 ივნისს ქალთა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სავარაუდო დიაგნოზით – თრომბოემბოლიის ფონზე განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობით, მსჯავრდებული ლ.ჭ. გარდაიცვალა. უწყების ინფორმაციით, 2017 წლის 11 ივნისს, დილით,... Read More

მიმართვის შემდეგ, ერევანში შეასწორეს საქართველოს რუკა აფხაზეთისა და ოსეთის გარეშე

0 Comments

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 11 ივნისის საღამოს ერევნის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის ვიტრაჟზე, ავტომობილების გაქირავების ოფისის „ENTERPRISE“-ის სარეკლამო დაფაზე საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში აღმოაჩინა საქართველოს რუკა, რომელზეც... Read More

შსს: გორის ვიცემერის ოჯახში ყაჩაღობის ინსცენირება ძიძამ მოაწყო

0 Comments

შსს-ს ცნობით, გორის ვიცემერის ოჯახში ყაჩაღობის ინსცენირებაში ბრალდებული ოჯახის მცირეწლოვანი ბავშვების ძიძაა. გამოძიების ცნობით, მ. ჯ-მ, რომელიც დაახლოებით სამი წელია, გორის ვიცემერ გოგა რაზმაძის ოჯახში ძიძად მუშაობს, რამდენიმე თვის წინ... Read More

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ ღია კარის დღეს გამართავს

0 Comments

„საქართველოს ბანკის უნივერსიტეტი“ 20 ივნისს, 19:00 საათზე, მაგისტრანტებისთვის ღია კარის დღეს გამართავს. ღია კარის დღე SOLO ლაუნჯში გაიმართება (მისამართი: ი. ჭავჭავაძის N29) და  დასწრება შეუძლია ყველას, ვისაც სურს მაგისტრატურაში სწავლის... Read More

დის მიმართ ძალადობისთვის ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

0 Comments

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ დის მიმართ  ფიზიკური ძალადობის ფაქტზე რ.კ.  დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261–ე მუხლის პირველი ნაწილით. საქმის მასალების მიხედვით, 2017 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 21:40 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა... Read More

თიბისი დაზღვევა ოუფენ ეარის ყველა მსმენელს დააზღვევს

0 Comments

თიბისი დაზღვევა Tbilisi Open Air-ის პარტნიორია.  შედეგად, წელს ფესტივალის დღეებში მისი ყველა მსმენელი დაზღვეული იქნება. კერძოდ, თიბისი დაზღვევა სამი დღის განმავლობაში ყველა იმ ადამიანს დააზღვევს, რომელიც ფესტივალს დაესწრება. დაზღვევა ვრცელდება... Read More