ანონსი – 8 ივნისი

0 Comments

წარმოგიდგენთ 8 ივნისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს: 11:00 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო „წყალტუბო პლაზაში“ გაიმართება პრესკონფერენცია დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკოპანია „სკატის“ მიერ პირველი პირდაპირი რეისის აქტაუ-ქუთაისი- აქტაუს გახსნასთან დაკავშირებით.... Read More

საქართველოში დაახლოებით 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

0 Comments

ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, სიღნაღში 5.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი იყო ბოდბე, თუმცა მისი არეალი თბილისსაც გასცდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს, რომ მიუხედავად საკმაო სიმძლავრისა, მიწისძვრას საქართველოში ნგრევა არ მოჰყოლია.... Read More

საქართველო 3:0 სენტ-კიტსი და ნევისი – ამხანაგური მატჩი მოლდოვამდე

0 Comments

დღეს, 7 ივნისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა სანტ–კიტსი და ნავესის ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში დაამარცხა, ანგარიშით 3:0. თამაშის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა სამივე გოლი მეორე... Read More

ელისაშვილს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა მერის არჩევნებში მონაწილეობას

0 Comments

ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში გავიდა სიუჟეტი, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილმა ექსკლუზიურად განუცხადა, თითქოს თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღება უკვე გადაწყვიტა, რასაც საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ტყუილს უწოდებს. ალეკო... Read More

m2-ის მასტერკლასი სტუდენტებისთვის

0 Comments

„ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“ კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ სტუდენტებისთვის მასტერკლასი ჩაატარა თემაზე „ჰარმონიული ურბანული გადაწყვეტილება თანამედროვე მშენებლობაში“. მასტერკლასი თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე №10-ში, დაგეგმილი მშენებლობის ობიექტზე ჩატარდა. მონაწილეთა შორის იყვნენ, როგორც... Read More

ომბუდსმენის ცნობით, ბრალდებულს პოლიციელები სექსუალური ძალადობით ემუქრებოდნენ

0 Comments

დღეს,  7 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულ დ.გ–ს მიმართ პოლიციელების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ. თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულმა ბრალდებულმა... Read More

“პრაიდის” ჩაშლილი ჩვენება “მზიურში” – ბომბზე ცრუ შემტყობინებლის ვინაობა კვლავაც უცნობია

0 Comments

გამოძიებიდან 20 დღის შემდეგ კვლავაც უცნობია, როგორ მიმდინარეობს “მზიურში” ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმის გამოძიება და მოხდა თუ არა ცრუ შეტყობინების ავტორის იდენტიფიცირება. 19 მაისს მზიურში  ფილმ “პრაიდის” ჩვენება ჩაიშალა. ჩაშლის მიზეზი... Read More

დეკანოზ მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვს

0 Comments

დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ოჯახი მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვს. როგორც თავად დაკავებულის ძმა – თორნიკე მამალაძე ამბობს, საპატრიარქოდან მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ილია მეორე მხოლოდ ოჯახის წევრებთან შეხვედრაზეა... Read More

“ლომისობის” დღესასწაულზე მიმავალი 20-მდე ადამიანი დაშავდა

0 Comments

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით,  “ლომისობის” დღესასწაულზე დასასწრებად მიმავალი 20-მდე ადამიანი დაშავდა. მათ მლეთიდან სალოცავამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება უჭირთ. სააგენტოს განცხადებით, დაშავებულებმა სავალ გზაზე რთული რელიეფის გამო დაცემის შედეგად... Read More

სად იყო ვანო ზარდიაშვილი 2012 წლამდე? – არასამთავრობოების კითხვა ხელისუფლებას

0 Comments

დღეს ადამიანის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სასამართლო სისტემის ხარვეზებზე იმსჯელეს. ისინი მიიჩნევენ, რომ სისტემის მთავარი პრობლემა კლანური მმართველობა და ჩაკეტილობაა, ხოლო ამის საილუსტრაციოდ TI-მ მოკლე ვიდეო მოამზადა. ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების... Read More

ავიაკომპანია „სკატი“ ყაზახეთიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენას იწყებს

0 Comments

ავიაკომპანია „სკატი“  აქტაუ – ქუთაისის მიმართულებით პირდაპირ ფრენას იწყებს. ამ საკითხთან დაკავშირებით 8 ივნისს, 11 საათზე, წყალტუბოში, სასტუმრო  „წყალტუბო პლაზაში“  პრესკონფერენცია გაიმართება. რეისები შესრულდება კვირაში ორჯერ, სამშაბათობით და ხუთშაბათობით, CRJ-200 ტიპის... Read More

“პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს ხელზე ბორკილი” – აქცია მუსტაფა ჩაბუქის მხარდასაჭერად [ფოტო/ვიდეო]

0 Comments

საქართველოს აქვს სამართლებრივი საფუძველი, რომ დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი არ გადასცეს თურქეთს, თუნდაც იმიტომ, რომ მას თურქეთში არაადამიანური მოპყრობა ემუქრება, აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.... Read More

ISIS-ის პირველი ტერაქტი ირანში – თავდასხმები პარლამენტსა და მავზოლეუმში

0 Comments

ირანის დედაქალაქ თეირანში, პარლამენტის შენობასა და აიათოლა ხომენის მავზოლეუმზე განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანი გარდაიცვალა, გაცილებით მეტი კი დაშავდა. ინფორმაცია ამის შესახებ საერთაშორისო მედიაში ვრცელდება. თავდაპირველად გავრცელდა... Read More

ხულორდავა: ვისურვებდი, მუხთარლის საქმეზე გამოძიება პროკურატურამ ჩაატაროს

0 Comments

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა ამბობს, რომ უმჯობესია, აფგან მუხთარლის საქმე პროკურატურამ გამოიძიოს. ხულორდავა ნეტგაზეთთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ  არ არის ნამდვილად საგანგაშო ის, რომ გამოძიებას რაღაც პერიოდი სჭირდება:... Read More

თურქეთის ხელისუფლებამ Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი დააკავა

0 Comments

თურქეთის ხელისუფლებამ Amnesty International-ის ადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელი ფეტულა გულენთან კავშირების გამო დააპატიმრა. საქმე გასულ წელს გადატრიალების შეუმდგარ მცდელობას ეხება. პოლიციამ ტანერ კილიჩი და 22 იურისტი იზმირში დააკავა. ბრალდების მიხედვით, მათ... Read More

სომხურ-რუსული ურთიერთობების პარადოქსები

0 Comments

რამდენიმე წლის წინ საქართველოში, ერთ-ერთ სემინარზე, ერთი ქართველი პოლიტოლოგისგან ასეთი მოსაზრება მოვისმინე: “როდესაც სამხრეთ კავკასიაზე ვსაუბრობთ, სომხეთს ვუყურებთ როგორც რეგიონის იმ ნაწილს, რომელიც რუსეთის გავლენის ზონაში გადავიდა”. მონაწილეები სომხეთიდან, რასაკვირველია,... Read More

გიორგი ბადაშვილი თავისი ყოფილი მოადგილის მოადგილედ დაინიშნა

0 Comments

მთავარი პროკურატურის ცნობით, მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის მოადგილედ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. მანამდე ბადაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა, თუმცა იყო მთავარი პროკურორიც. მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ყოფნის დროს ბადაშვილის მოადგილე იყო... Read More

ომბუდსმენი GPB -ს მიმართავს ლაშა მესხის სამსახურში აღდგენის რეკომენდაციით

0 Comments

სახალხო დამცველმა  “საზოგადოებრივ მაუწყებელს” ლაშა მესხის მიმართ პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით პირდაპირი დისკრიმინაციის დადგენის შესახებ რეკომენდაციით მიმართა. რეკომენდაციის თანახმად, დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ლაშა მესხი სამსახურში უნდა აღდგეს.  სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს... Read More

მიმოქცევაში 5 ლარის განახლებულ ბანკნოტები ჩაეშვება [ფოტო]

0 Comments

2017 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 5 ლარის ნომინალის განახლებულ ბანკნოტებს გაუშვებს, ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “ლარის განახლების პროცესი გრძელდება.... Read More

დოლიძე მუხთარლის საქმეზე: არ დარჩება კითხვები, რომელიც საქართველოს ჩრდილს მიაყენებს

0 Comments

ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ამბობს, რომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და არ დარჩება ზედმეტი კითხვები, რაც შემდეგ საქართველოს ჩრდილს მიაყენებს. ეს განცხადება ვიქტორ დოლიძემ სასტუმრო “რეგიონში”, საქართველო-ევროკავშირის... Read More

მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად მთავრობის კანცელარიასთან აქცია იმართება

0 Comments

დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის მხარდასაჭერად დღეს, 7 ივნისს მთავრობის კანცელარიასთან აქცია ამ წუთებში [11:11] იმართება. აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან. “საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, არ დაუშვას მუსტაფა ემრე ჩაბუქის გადაცემა თურქეთის... Read More

უდუმაშვილს არ გადაუწყვეტია, იბრძოლებს თუ არა თბილისის მერობისთვის

0 Comments

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, იქნება თუ არა თბილისის მერობის კანდიდატი, თუმცა ადასტურებს, რომ მან ნაციონალური მოძრაობისგან მიიღო შეთავაზება. ზაალ უდუმაშვილმა ამის შესახებ... Read More

თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული მასწავლებელი საქართველოში – ჩაბუქის ისტორია

0 Comments

მუსტაფა ემრე ჩაბუქი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 15 წელიწადია საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.... Read More

ივანიშვილის ხეების გადატანისას პოლიციამ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავა

0 Comments

„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონალური ოფისის პრესსპიკერის ინფორმაციით,  „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ელგუჯა ბაგრატიონი დააკავეს. ასევე დაკავებულია პარტიის აქტივისტი რეზო ხარაზი. პრესსპიკერის ცნობით, მათი დაკავება ბიძინა ივანიშვილის ხეების გადატანას უკავშირდება.... Read More