კომენტარი

ბრძოლა კიევისთვის – მე-3 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

26 თებერვალი, 2022 • 3961
ბრძოლა კიევისთვის – მე-3 დღე რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან [განახლებადი]

რა ხდება უკრაინაში, სადაც მესამე დღეა შეიჭრა რუსეთი და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს?

მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
  • შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა 26 თებერვლის ღამეს ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.
  • 26 თებერვალს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში მიიწვია.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ 26 თებერვლის სიახლეებს უკრაინაში მიმდინარე ომის  შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

მოვლენებს განახლებად რეჟიმში  შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ნეტგაზეთის ტელეგრამის არხზე: https://t.me/ambebiukrainidan;

ამბებს რუსულ ენაზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და გაუზიაროთ მეგობრებს უკრაინაში ნეტგაზეთის რუსული ვერსიიდან: ru.netgazeti.ge 


4:56 ხარკოვში რუსეთის თავდასხმის შემდეგ გაზსადენი აფეთქდა.

3:57 უკრაინის ქალაქ ვასილკოვში რუსეთმა ნავთობის საცავი აფეთქა, გაჩნდა ძლიერი ხანძარი.

00.20 ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გამოაცხადა დასავლეთის ახალი სანქციების რუსეთის წინააღმდეგ, რაც ითვალისწინებს რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის“ SWIFT-დან გათიშვას; რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვას და რუს ოლიგარქებისთვის დასავლეთის ბაზარზე წვდომის შეზღუდვას.

00.19 უკრაინის თავდაცვის ძალების სარდლობა აჯამებს სხვადასხვა დანაკარგს, რომელიც, მისი თქმით, რუსეთმა უკრაინასთან ომში 26 თებერვალს განიცადა.

22.58 — საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს.

22.16 გერმანიის კანცლერის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას იარაღს მიაწვდის.

21.46 გერმანიამ ნიდერლანდებს უფლება მისცა, გაუგზავნოს უკრაინას გერმანული წარმოების 400 ნაღმტყორცნი(RPG) რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად. ინფორმაციას ევროპული გამოცემები ავრცელებენ.

20.47  უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი Су-30, რომელიც შავი ზღვის თავზე დაფრინავდა.

19.30
თბილისში სოლიდარობის მორიგი აქცია იწყება, აქციის მონაწილეები საქართველოს ჰიმნს მღერიან:

19.00  უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს მადლობას უხდის მხარდაჭერისთვის. ამასთან, ის კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდების გადაადგილების შეზღუდვის მნიშვნელობაზე.

18. 40  პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ინიციატივით გამოდის.

უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს EU-ს წევრი – პოლონეთის პრეზიდენტი

17.25  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუსული პროპაგანდის ნაწილია ის, რომ თითქოს უკრაინა რუსეთში ატომური ბომბის ჩამოგდებას აპირებს.

16. 40 რუსეთის „ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მასობრივი კომუნიკაციების ზედამხედველობის ფედერაციული სამსახური“, Роскомнадзор-ი რუსულ ანტისამთავრობო მედიასაშუალებებს „ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში“ ადანაშაულებს და ემუქრება, თუკი ინფორმაციას არ წაშლიან, მათზე წვდომას შეზღუდავს.

26 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში უწყება წერს, რომ „გამოვლინდა ყალბი ინფორმაციის გავრცელების ფაქტები“ 10 მედიასაშუალებაში.

16. 35 საფრანგეთმა ლა-მანშის სრუტეში რუსული სატვირთო გემი, სახელად „Baltic Leader“ დააკავა.

16. 00 საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა

15. 50  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

15.10 უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, გადაასვენონ უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები.

„გადაასვენეთ ათასობით ოკუპანტის ცხედარი რუსეთში“ – უკრაინის ვიცე-პრემიერი წითელ ჯვარს

14.58  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენს, ემანუელ მაკრონს შორის, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სატელეფონო საუბარი შედგა.

მაკრონმა ზურაბიშვილი პარიზში მიიწვია

14.20 საქართველომ, 80 სხვა სახელმწიფოსთან ერთად, თანასპონსორობა გაუწია გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციას, რომელსაც რუსეთმა ვეტო დაადო. აღნიშნული საკითხი გაეროს გენერალურ ასამბლეაში გადაინაცვლებს, – აცხადებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანასპონსორი საქართველოცაა

13. 41  უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის ვიქტორ ლიაშკოს განაცხადებით, რუსეთის სრულმასშტაბიანი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი.

რუსეთის თავდასხმის შედეგად დაიღუპა 198 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი – უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი

13. 10 უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, კვიპროსი არ დაბლოკავს რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვის გადაწყვეტილებას.

შევძელით, კვიპროსი არ შეეწინააღმდეგება SWIFT-იდან რუსეთის გათიშვას – კულება

12. 45 კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის მეტრო მხოლოდ თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს და ტრანსპორტირებისთვის აღარ გამოიყენებენ.

კიევის მეტრო თავშესაფრად გადაკეთდა, მატარებლები აღარ ივლიან – კლიჩკო

12. 43  კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ღამის მანძილზე საბრძოლო მოქმედებების შედეგეად დაჭრილია 35 უკრაინის მოქალაქე, მათ შორის ორი ბავშვი.

11:45 – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ მელიტოპოლზე. ჯერჯერობით სხვა წყარო ამ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. უკრაინის მთავრობას ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

11:00 – კიევის რეგიონის ვიშგოროდსკის რაიონში რუსების 100-მდე ჯავშანმანქანა მოძრაობს – UNIAN

10:45 – ფეისბუკის უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნათანიელ გლაიკერმა ტვიტერზე დაწერა, რომ ფეისბუკმა რუსულ სამთავრობო მედიასაშუალებებს საკუთარ პლატფორმებზე რეკლამების განთავსება აუკრძალა.

10:30 – უკრაინელებმა 26 თებერვლის დილას ჩამოაგდეს უკვე მეორე Il-76, – მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი. პირველი Il-76 ჩამოაგდეს ვასილკოვთან, მეორე კი ქალაქ ბელაია-ცერკოვთან (Біла Церква), რომელიც დედაქალაქისგან 85 კმ-ით (სამხრეთით) არის დაშორებული.

10:15 – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეო ვრცელებს, რომ „ფეიკნიუსებს“ არ დაუჯერონ. მისი თქმით, ის უკრაინაშია და ქვეყნის დაცვას გრძელდება. ზელენსკის თქმით, არ დაუჯერონ ინფორმაციას, რომ ის  დანებებას აპირებს და იარაღს აბარებს.

09:50 – სადაზღვევო კომპანიებმა შავ ზღვაში შემავალ გემებზე ტვირთის დაზღვევის ფასები კიდევ გაზარდეს.

09:30 – კომპიუტერული ჩიპების (ნახევარგამტარების) გლობალურმა ინდუსტრიამ, შეერთებული შტატების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში გაყიდვები შეწყვიტა.

09:25 – შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია კონგრესს უკრაინისთვის დამატებით 6.4 მლრდ აშშ დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფას სთხოვს. დილის საათებში თეთრმა სახლმა უკვე გამოყო 350 მლნ აშშ დოლარი.

09:15 – საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იან კელის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, აგრესორის გვერდით დგომას ნიშნავს.

09:10 – უკრაინის დედაქალაქის, კიევი ქუჩებში ბრძოლა მიმდინარეობს. დედაქალაქის მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს, სახლში დარჩნენ ხოლო სირენის შემთხვევაში – თავშესაფარში დაიმალნონ.

09:00 – ღამის განმავლობაში არაერთი ცნობა გავრცელდა უკრაინის დედაქალაქ კიევის გარშემო მძიმე ბრძოლების შესახებ. იტყობინებიან რთულ ვითარებასა და აფეთქებებზე კიევის შიგნითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი