ახალი ამბები

მთავრობა უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარს გამოყოფს

26 თებერვალი, 2022 • 1793
მთავრობა უკრაინაში დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მილიონი ლარს გამოყოფს

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 მილიონი ლარი გამოიყოფა. განკარგულებას ხელს აწერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შეისყიდის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით  დაზარალებული მოსახლეობისათვის ფარმაცევტულ პროდუქტებსა და სამედიცინო დანიშნულების საგნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი