ახალი ამბები

ღარიბაშვილის განცხადება აგრესორის გვერდით დგომას ნიშნავს – იან კელი

26 თებერვალი, 2022 • 1483
ღარიბაშვილის განცხადება აგრესორის გვერდით დგომას ნიშნავს – იან კელი

საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება, აგრესორის გვერდით დგომას ნიშნავს.

„„რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს აგრესორის გვერდით დგომას და მათ წინააღმდეგ ყოფნას, ვინც სიცოცხლეს რისკავს თავისუფლებისთვის“, – წერს იან კელი ტვიტერზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საქართველო არ შეუერთდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს.


მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი