ახალი ამბები

მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით, ნუ დაუჯერებთ „ფეიკებს“ – ზელენსკი

26 თებერვალი, 2022 •
მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით, ნუ დაუჯერებთ „ფეიკებს“ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვიდეოს ავრცელებს და უკრაინელებს მიმართავს, არ დაუჯერონ „ფეიკნიუსებს“,  რომ თითქოს იარაღის დაყრასა და დანებებას აპირებს.

მისი თქმით, ის უკრაინაშია და ქვეყნის დაცვა გრძელდება.

„დილა მშვიდობისა, უკრაინელებო. ახლა ბევრი ყალბი ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს მოვუწოდებ ჩვენს ჯარს, იარაღი დაყაროს და მიმდინარეობს ევაკუაცია. ასე რომ, მე აქ ვარ, იარაღს არ დავყრით. დავიცავთ, ჩვენს სახელმწიფოს, რადგან ჩვენი იარაღი არის ჩვენი სიმართლე, ეს არის ჩვენი მიწა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი შვილები და ჩვენ დავიცავთ ყველაფერს“, –  განაცხადა ზელენსკიმ.

ინტერნეტში ზელენსკის სახელით ვრცელდებოდა მესიჯი, რომ დანებებასა და იარაღის ჩაბარებას აპირებს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი