ახალი ამბები

საფრანგეთმა სანქციების გამო რუსული გემი დააკავა

26 თებერვალი, 2022 • 1634
საფრანგეთმა სანქციების გამო რუსული გემი დააკავა

საფრანგეთმა ლა-მანშის სრუტეში რუსული სატვირთო გემი, სახელად „Baltic Leader“ დააკავა.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ფრანგულმა მხარემ BBC-ის განუცხადა, რომ გემის დაკავება უკავშირდება ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის უკრაიაზე თავდასხმის გამო დაწესებულ ახალ სანქციებს.

დაკავებული გემი სანტ-პეტერბურგში მიემგზავრებოდა, თუმცა ფრანგულმა მხარემ საკუთარ პორტში გადაიყვანა.

რუსული Ria Novosti-ს თანახმად, რუსეთის საელჩო საფრანგეთში მომხდართან დაკავშირებით განმარტებებს ითხოვს.

ფოტო გარეკანზე: Fleetmon

მასალების გადაბეჭდვის წესი