ახალი ამბები

შარლ მიშელმა ზურაბიშვილი ბრიუსელში მიიწვია

26 თებერვალი, 2022 •
შარლ მიშელმა ზურაბიშვილი ბრიუსელში მიიწვია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, შარლ მიშელსა და ზურაბიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა.

სალომე ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმაც.


მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”.https://netgazeti.ge/opinion/594437/

მასალების გადაბეჭდვის წესი