საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზურაბიშვილი ტვიტერზე წერს.
ზურაბიშვილის თქმით, მან კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს სრული სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.
„ამ ტრაგიკულ დროს უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის პრეზიდენტი ზელენსკი სამაგალითო ლიდერია. მთელი საქართველო დგას უკრაინის გვერდით“, – წერს ზურაბიშვილი.
Talked with President @ZelenskyyUa and reiterated Georgia’s full solidarity with the people of Ukraine.
In these tragic times for Ukraine and for all of Europe, President Zelenskyy is an exemplary leader.
All of Georgia ?? #StandsWithUkraine ??
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) February 26, 2022
მე-3 დღეა, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია.