ახალი ამბები

რუსეთი ამბობს, რომ მელიტოპოლი აიღეს – ინფორმაცია არ დასტურდება

26 თებერვალი, 2022 • 1205
რუსეთი ამბობს, რომ მელიტოპოლი აიღეს – ინფორმაცია არ დასტურდება

განახლება: გაერთიანებული სამეფოსშეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰეიპი აცხადებს, რომ არ დასტურდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც რუსულმა ძალებმა მალიტოპოლი აიღეს.

მისი თქმით, ბრიტანეთის დაზვერვის ხელთ არსებული ცნობით, რუსეთმა ამ დრომდე ვერ მოახერხა პირველი დღისთვის მიზანში ამოღებული სამიზნეების ხელში ჩაგდება, – „მელიტოპოლისაც კი, რაზეც რუსები ამბობენ, რომ აიღეს“.

მინისტრის განცხადებით, „ვერ ვხედავთ ვერაფერს, რაც ამ ინფორმაციას დაადასტურებდა“. მისი თქმით, მელიტოპოლიც „კვლავ უკრაინელების ხელშია“.


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსმა ჯარისკაცებმა კონტროლი დაამყარეს ქალაქ მელიტოპოლზე. ჯერჯერობით სხვა წყარო ამ ინფორმაციას დამოუკიდებლად ვერ ადასტურებს. უკრაინის მთავრობას ამაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

Sky News წერს, რომ ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი ჯეიმს ჰიპი არ ცნობს ამ ინფორმაციის სიზუსტეს.

მელიტოპოლი უკრაინის სამხრეთში, ზაპოროჟიეს რეგიონში, აზოვის ზღვის სიახლოვეს მდებარეობს. მოსახლეობა 150 000 ადამიანია. დაახლოებით 200 კმ-ში მდებარეობს საპორტო ქალაქი მარიუპოლი.

„როიტერსის“ ცნობით, ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტი, რომელიც რუსულმა ძალებმა ურაინაში შეჭრის შემდეგ დაიკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი