კომენტარი

მაკრონმა ზურაბიშვილი პარიზში მიიწვია

26 თებერვალი, 2022 • 1727
მაკრონმა ზურაბიშვილი პარიზში მიიწვია

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ასევე, მაკრონმა ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში პარიზში სამუშაო ვიზიტით მიიწვია.

„პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვერენობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო.

სააფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

საუბრისას პრეზიდენტებმა  ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას“, – წერია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი