ახალი ამბები

უკრაინელებმა რუსეთის მეორე Il-76 ჩამოაგდეს – AP

26 თებერვალი, 2022 • 2730
უკრაინელებმა რუსეთის მეორე Il-76 ჩამოაგდეს – AP

Associated Press-ის ცნობით, 26 თებერვლის დილას უკრაინელებმა ჩამოაგდეს უკვე მეორე Il-76 – მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი.

გამოცემა ამ ინფორმაციას ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დარყდნობით ავრცელებს.

მათ თანახმად, მეორე Il-76 ჩამოაგდეს კიევის ოლქში, ქალაქ ბელაია-ცერკოვთან (Біла Церква), რომელიც დედაქალაქისგან 85 კმ-ით (სამხრეთით) არის დაშორებული.

მსგავს ინფორმაციას ავრცელებს Kyiv Independent-ის ჟურნალისტი უკრაინის სპეციალური კომუნიკაციების სააგენტოზე დაყრდნობით.

რამდენიმე საათით ადრე უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს IL-76, რომელსაც რუსული დესანტი გადაჰყავდა. შტაბის ცნობით, ეს კიევის ოლქში,  ქალაქ ვასილკოვთან მოხდა.

„ეს არის შურისძიება 2014 წლის ლუგანსკისთვის“, — ეწერა მოკლე განცხადებაში. გენშტაბი გულისხმობდა 8 წლის წინ ლუგანსკში მოქმედი პრორუსი შეიარაღებულების მიერ IL-76-ის ჩამოგდებას, რასაც 49 უკრაინელი სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.


მე-3 დღეა, რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

26 თებერვლის მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალების თანახმად,  კიევიდან 29 კილომეტრში, ვასილკოვში, სადაც „ოკუპანტები დესანტის გადმოსხმას ცდილობენ“, მძიმე ბრძოლებია.

ხელჩართული ბრძოლებია კიევის ქუჩებშიც, სადაც მთელი ღამე აფეთქებების ხმა ისმოდა.

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.  შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა 26 თებერვლის ღამეს, რაზედაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი