ახალი ამბები

კიევის რეგიონის ვიშგოროდსკის რაიონში რუსების 100-მდე ჯავშანმანქანა მოძრაობს – UNIAN

26 თებერვალი, 2022 •
კიევის რეგიონის ვიშგოროდსკის რაიონში რუსების 100-მდე ჯავშანმანქანა მოძრაობს – UNIAN

კიევის რეგიონის ვიშგოროდსკის რაიონში რუსების დაახლოებით 100 ერთეული ჯავშანმანქანა მოძრაობს. ამის შესახებ ინფორმაციას UNIAN ავრცელებს.

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, აღჭურვილობის გვერდებზე არის თეთრი ასო V, ხოლო რუსების სახელოებზე- თეთრი ლენტი.

მათივე ცნობით, ახლა რუსების ჯავშანტექნიკის კოლონა სოფელ კოზაროვიჩში მოძრაობს.

„ახლა გაჩერდნენ. იქიდან ორი მიმართულებაა: ან ჩრდილოეთისკენ, ან კიევისკენ, მდინარის შესართავთან სატუმბი სადგურის ხიდზე“, – წერს UNIAN.


მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“

მასალების გადაბეჭდვის წესი