კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევის მეტრო მხოლოდ თავშესაფრის ფუნქციას შეასრულებს და ტრანსპორტირებისთვის აღარ გამოიყენებენ.
მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ უსაფრთხოებისთვის დარჩნენ სახლში ან თავშესაფრებში.
„დატოვეთ სახლები მხოლოდ თავშესაფარში წასასვლელად. ჩვენ ვიცავთ ქალაქს“, – განაცხადა კლიჩკომ.
უკრაინის ხელისუფლებამ, რუსეთის დავდასხმამდე ადრე, შეადგინა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სია, რომელთა გამოყენებაც ომიანობის შემთხვევაში თავშესაფრად შეიძლება. ამ სიაში შედის, მათ შორის, მეტროსადგურები, საცხოვრებელი კორპუსების მიწისქვეშა ავტოსადგომები, სარდაფები და სხვა.
რუსეთი ცდილობს კიევის დაკავებასა და უკრაინის ხელისუფლების დამხობას.
ფოტო გარეკანზე: AFP








