ახალი ამბები

„გადაასვენეთ ათასობით ოკუპანტის ცხედარი რუსეთში“ – უკრაინის ვიცე-პრემიერი წითელ ჯვარს

26 თებერვალი, 2022 • 1734
„გადაასვენეთ ათასობით ოკუპანტის ცხედარი რუსეთში“ – უკრაინის ვიცე-პრემიერი წითელ ჯვარს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკი წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავს, გადაასვენონ უკრაინის ტერიტორიაზე დაღუპული ჯარისკაცების ცხედრები.

„უკრაინაში რუსი ოკუპანტების ათასობით ცხედარია. მივმართავთ წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებას, ჩაერთოს ამ ჰუმანიტარულ მისიაში და გადაასვენოს მათი ცხედრები რუსეთში“, – განაცხადა მან.

26 თებერვლის დილის მდგომარეობით, უკრაინაში დაიღუპა 3 500 რუსი ჯარისკაცი და 200-მდე ტყვედ ჩავარდა.

გამოცემა УНИАН-ის ცნობით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი