ახალი ამბები

რუსული Su-30 ჩამოვაგდეთ — უკრაინის საჰაერო ძალები

26 თებერვალი, 2022 •
რუსული Su-30 ჩამოვაგდეთ — უკრაინის საჰაერო ძალები

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის ცნობით, შეიარაღებული ძალების საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა ჩამოაგდო რუსული გამანადგურებელი Су-30, რომელიც შავი ზღვის თავზე დაფრინავდა.

მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

ვრცლად:

უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს EU-ს წევრი – პოლონეთის პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი