ნეტგაზეთი | 2020 | March | 22 22.03.2020 – Netgazeti

კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ექიმი

Comments Off on კორონავირუსისგან 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა – ექიმი

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის თქმით, კორონავირუსისგან საქართველოში კიდევ 5 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ენდელაძე „ფორმულას“ ეთერში ამბობს, რომ რამდენიმე პაციენტი ხვალ გაეწერება, 5 პაციენტის პასუხი კი უკვე მიიღეს. მისი... Read More

აფხაზეთში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა

Comments Off on აფხაზეთში ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა

აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, 22 მარტს მაინც გაიმართა, წინასწარი შედეგებით, ასლან ბჟანიამ გაიმარჯვა. 23:30 საათის მონაცემებით, დათვლილია ყველა საარჩევნო უბანი და ასლან ბჟანიას ხმათა 56.85%... Read More

ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს

Comments Off on ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კარანტინში მოათავსეს. მერკელი გასულ პარაკევს ექიმს შეხვდა, რომელსაც შემდგომ კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. პარალელურად მერკელის კარანტინისა, გერმანიის მთავრობის ორი კვირის განმავლობაში წარმომადგენლებს აეკრძალათ... Read More

“ვირუსების არ გვეშინია” – ხალხმრავალი დე ფაქტო არჩევნები აფხაზეთში [ფოტორეპორტაჟი]

Comments Off on “ვირუსების არ გვეშინია” – ხალხმრავალი დე ფაქტო არჩევნები აფხაზეთში [ფოტორეპორტაჟი]

ფოტო: მარიანა კოტოვა სოხუმიდან აფხაზეთის დე ფაქტო განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც დღეს, 22 მარტს გაიმართა, ხალხმრავლობით გამოირჩეოდა. აქტივობამ დაახლოებით 70% [91 ათასზე მეტი ამომრჩეველი] შეადგინა. უბნებთან შეკრებილი ამომრჩეველი ამბობდა, რომ... Read More

რელიგიური რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხისშემცველია – ცერცვაძე

Comments Off on რელიგიური რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხისშემცველია – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგზის ცერცვაძის თქმით, რელიგიური რიტუალების ნაწილი ეპიდემიის გავრცელებისთვის საფრთხის შემცველია. ცერცვაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში თქვა, რომ მის პირად შეხედულებებსა და ოფიციალურ რეკომენდაციებს ერთმანეთისგან მიჯნავს. მისი განმარტებით,... Read More

სომხეთში 190 შემთხვევიდან 157 ინფიცირების პირველ ორ წყაროს უკავშირდება| კორონავირუსი

Comments Off on სომხეთში 190 შემთხვევიდან 157 ინფიცირების პირველ ორ წყაროს უკავშირდება| კორონავირუსი

სომხეთში კორონავირუსული ინფექციის (COVID 19) 190 დადასტურებული შემთხვევიდან 157 დაინფიცირების პირველ ორ წყაროს უკავშირდება. ამის შესახებ News.am სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. გამოცემის თანახმად, სომხეთში კორონავირუსულ ინფექციაზე ჯამში 1246 ტესტი... Read More

გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი – ეზუგბაია

Comments Off on გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მყოფი 3 პირის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 32 პაციენტი მკურნალობს. „ამ ეტაპზე გვყავს 3 მძიმე ავადმყოფი. ერთ... Read More

COVID 19-ის ბოლო შემთხვევის 86 კონტაქტი ვიცით, მაგრამ კიდევ მეტია – გამყრელიძე

Comments Off on COVID 19-ის ბოლო შემთხვევის 86 კონტაქტი ვიცით, მაგრამ კიდევ მეტია – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კორონავირუსის ბოლო ერთი შემთხვევის 86 კონტაქტი იდენფიტიცირებულია. გამყრელიძე ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში ამბობს, რომ კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევიდან 4 იმპროტირებული შემთხვევაა – ანუ... Read More

ვთხოვ ეკლესიას, აუხსნან მრევლს რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს – კალაძე

Comments Off on ვთხოვ ეკლესიას, აუხსნან მრევლს რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს – კალაძე

კახა კალაძე მიმართავს საეკლესიო პირებს და სთხოვს მათ, აუხსნან მრევლს, რომ ვირუსთან ბრძოლა რწმენას არ შეურაცხყოფს. კალაძემ ამის შესახებ „პოსტ ტვ-ს“ ეთერში განაცხადა, მის სიტყვებს კი მერიის პრესსამსახური ავრცელებს. „საგანგებო... Read More

ორშაბათიდან 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს პირბადეებს დავურიგებთ – თურნავა

Comments Off on ორშაბათიდან 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა პენსიონერებს პირბადეებს დავურიგებთ – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ორშაბათიდან 70 წელს გადაცილებულ მარტოდ მცოხვრებ პენსიონერებს პირბადეები დაურიგდებათ. თურნავამ ჟურნალისტებტან თქვა, რომ პირბადეების დეფიციტი კორონავირუსის პირობებში გლობალური პრობლემაა. თუმცა, მისივე განმარტებით, საქართველოში რამდენიმე სამკერვალომ... Read More

საზღვრის კვეთისას ყველა კარანტინს გაივლის, გაორმაგდება ამ სივრცეებზე საჭიროება – თურნავა

Comments Off on საზღვრის კვეთისას ყველა კარანტინს გაივლის, გაორმაგდება ამ სივრცეებზე საჭიროება – თურნავა

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, ამიერიდან ყველა, ვინც საქართველოს საზღვარს გადაკვეთს გაივლის 2-კვირიან კარანტინს, შესაბამისად, საკარანტინო სივრცეებზე საჭიროება გაორმაგდება. „ყველა მოქალაქე, ვინც გადაკვეთს საზღვარს, აუცილებლად გაივლის 2-კვირიან კარანტინს. ეს არის... Read More

ჭეშმარიტ რწმენა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება – დეკანოზი ჭიღლაძე

Comments Off on ჭეშმარიტ რწმენა ქვის ტაძრების გარეშეც აღესრულება – დეკანოზი ჭიღლაძე

დეკანოიზი ილია ჭიღლაძე ეხმაურება საპატრიარქოს გადაწყვეტილებას – მიუხედავად რეკომენდაციისა, მაინც ჩაატაროს წირვები. წერილში, რომელსაც ილია ჭიღლაძე ფეისბუკზე აქვეყნებს, ის ამბობს, რომ ჭეშმარიტი რწმენა „ჭეშმარიტ რწმენა და ღვთისმოსაობა ქვის ტაძრების გარეშეც... Read More

მოვუწოდებ მთავრობას შეკრებების აკრძალვის რეგულაცია მკაფიო გახდეს – მარგველაშვილი

Comments Off on მოვუწოდებ მთავრობას შეკრებების აკრძალვის რეგულაცია მკაფიო გახდეს – მარგველაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს მთავრობას შეკრების აკრძალვის რეგულაცია საგანგებო მდგომარეობის დროს მკაფიო გახადოს. მარგველაშვილი ამასთან დაკავშირებით განცხადებას ფეისბუკზე აქვეყნებს, სადაც წერს: „მოვუწოდებ ყველას დავემორჩილოთ საგანგებო მდგომარეობას; -მთავრობას: გახადეთ... Read More

ადგილზე დარღვევა არ იყო და ისინი უკან დაბრუნდნენ – შსს პატრულზე სამებაში

Comments Off on ადგილზე დარღვევა არ იყო და ისინი უკან დაბრუნდნენ – შსს პატრულზე სამებაში

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს, რომლებიც სამების ტაძარში გამოძახებაზე მივიდნენ, ადგილზე დარღვევა არ დაუფიქსირებიათ. უწყების თქმით, სამართალდამცველებლი სამებაში, სადაც საკვირაო წირვა მიმდინარეობდა, გამოძახების შემდეგ მონიტორინგისთვის მივიდნენ. ისინი ასევე... Read More

დავით ფერაძე რკინიგზელებს: ყოველი თქვენგანი ამ ქვეყნის უსახელო გმირია

Comments Off on დავით ფერაძე რკინიგზელებს: ყოველი თქვენგანი ამ ქვეყნის უსახელო გმირია

საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი დავით ფერაძე რკინიგზელებს მიმართავს და  ამბობს, რომ ყოველდღიური შრომა ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საკუთარი პროფესიის, კომპანიის და სახელმწიფოს მიმართ  ერთგულებისა და თავდადების საუკეთესო მაგალითია. “დღეს... Read More

შორი-შორს დადექითო, რომ გეუბნებიან, ეს თქვენთვის ხდება – ილია II

Comments Off on შორი-შორს დადექითო, რომ გეუბნებიან, ეს თქვენთვის ხდება – ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ დღეს სამების ტაძარში მრევლს მიმართა. ქადაგებაში მან თქვა, რომ კორონავირუსის გამო გატარებული უსაფრთხოების ზომები მათი კეთილდღეობისთვისაა მიღებული. ილია მეორე ქადაგებაში ამბობს, რომ „დაწყებულია სულიერი... Read More

სამების ტაძარში საპატრულო პოლიცია მივიდა

Comments Off on სამების ტაძარში საპატრულო პოლიცია მივიდა

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც საკვირაო წირვა ტარდება, საპატრულო პოლიცია მივიდა.საკვირაო წირვები, გარდა სამებისა, საქართველოს მასშტაბით სხვა ეკლესიებშიც სრულდება. სამართალდამცველებმა ჟურნალისტებთან ადგილზე მისვლის შესახებ განმარტებები არ გააკეთეს. ტაძარში ასევე მისულია საქართველოს... Read More

კორონავირუსი: საქართველოში კარანტინში 2956 ადამიანი იმყოფება

Comments Off on კორონავირუსი: საქართველოში კარანტინში 2956 ადამიანი იმყოფება

22 მარტის დილის [12:17 საათი] მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პარალელურად კარანტინის რეჟიმში 2956 ადამიანი იმყოფება. ინფორმაცია ამის შესახებ კორონავირუსის პრევენციისთვის სახელმწიფოს მიერ შექმნილ სპეციალურ საიტზე – stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. კორონავირუსის პირველი... Read More

თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში ჯამში 190 პირი გადავიყვანეთ – შსს

Comments Off on თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო კარანტინში ჯამში 190 პირი გადავიყვანეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო საკარანტინო სივრცეებში დღემდე 190 ადამიანია გადაყვანილი. ზემოხსენებული წესის დაღვევის გამო კარანტინში იძულებით 10 პირი 21 მარტსაც გადაიყვანეს. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი... Read More

აფხაზეთში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

Comments Off on აფხაზეთში დღეს პრეზიდენტს ირჩევენ

დღეს, 22 მარტს, აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. ეს არჩევნები განმეორებით მას შემდეგ დაინიშნა, რაც 2019 წლის შემოდგომით ჩატარებული არჩევნები, სადაც რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა, არაკანონიერად ცნეს. არჩევნების განმეორებით დანიშვნას... Read More

ახალი შემთხვევიდან ერთი ბავშვია – ეზუგბაია

Comments Off on ახალი შემთხვევიდან ერთი ბავშვია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ბოლო 5 შემთხვევიდან ერთ-ერთი ბავშვია. ეზუგბაია ამბობს, რომ 5 ახალი პაციენტიდან 2 ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანი კი 14 წლამდე მოზარდია. „ხუთი... Read More

კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა – ეზუგბაია

Comments Off on კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი განიკურნა – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ინფექციურში 2 პაციენტის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითია. „2 პაციენტთა განმეორებითი კვლევა ვირუსზე უარყოფითია. ერთმა უვკე დატოვა დაწესებულება, მეორე დატოვებს დღეს. ანუ შეგვიძლიათ ვთქვათ, რომ... Read More

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

Comments Off on საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 54-მდე გაიზარდა

22 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის 54 შემთხვევა დასტურდება, მათ შორის გამოჯანმრთელებულია ერთი მოქალაქე. ინფორმაცია stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახდა. რაც შეეხება სხვა მონაცემებს, საქართველოში კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1966 პირი,... Read More

კორონავირუსი: ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 ათასს გადააჭარბა

Comments Off on კორონავირუსი: ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 ათასს გადააჭარბა

22 მარტის მონაცემებით მსოფლიოში კორონავირუსული ინფექციით (COVID 19-ით) ინფიცირებულთა რიცხვმა მსოფლიოში 300 ათას გადააჭარბა. მათ შორის, 92,373 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13,049 – დაიღუპა. ინფიცირებული მოქალაქეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჩინეთს აქვს. აქ... Read More