სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა ემუქრება

Comments Off on სომხეთის ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს პატიმრობა ემუქრება

დღეს, 26 ივლისს, სომხეთის ექსპრეზიდენტს ბრალი წარუდგინეს სომხეთის საკონსტიტუციო წყობის დამხობის მუხლით [სისხლის სამართლის კოდექსის მე-300.1 მუხლის 1 ნაწილი]. რობერტ ქოჩარიანს სომხეთის სამართალდამცველი სტრუქტურები 2008 წლის 1 მარტის მოვლენების დროს... Read More

ხაიშში მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა, ადგილობრივები მთავრობას ელოდებიან

Comments Off on ხაიშში მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა, ადგილობრივები მთავრობას ელოდებიან

ხაიშში მოსახლეობის საპროტესტო აქცია ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ნეტგაზეთს ადგილობრივმა გარი ჩხვიმიანმა უთხრა, ამ დროისთვის სიტუაცია დასტაბილურდა. მისივე თქმით, ადგილობრივები 10 დღის ვადაში მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის მინისტრს,... Read More

უნდა გავითვალისწინოთ გარემოება, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ხალხს აქ უჭირს – სუბარი სვანეთზე

Comments Off on უნდა გავითვალისწინოთ გარემოება, რომ ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ხალხს აქ უჭირს – სუბარი სვანეთზე

ხაიშში შეხვედრა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის დასრულდა. როგორც რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველo სოზარ სუბარი განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მოქმედება “კანონის ზღვარზე” გადიოდა, სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს ის მდგომარეობა, რომ “ხალხს... Read More

ადგილობრივების თქმით, ხაიშში გზა გაიხსნა,უახლოეს მომავალში კი მათ ლევან დავითაშვილი შეხვდება

Comments Off on ადგილობრივების თქმით, ხაიშში გზა გაიხსნა,უახლოეს მომავალში კი მათ ლევან დავითაშვილი შეხვდება

ადგილობრივების თქმით,  ხაიშში შეხვედრა მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის დასრულდა. როგორც ნეტგაზეთს გარი ჩხვიმიანმა უთხრა, ამ დროისთვის გზა გახსნილია. “შეხვედრა დასრულდა. გზა გაიხსნა, როგორც ასეთი. გვითხრეს, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩამოვა და... Read More

მნიშვნელოვანია,არ შეიზღუდოს აქციის მონაწილთა მანიფესტაციის თავისუფლება – ომბუდსმენი სვანეთზე

Comments Off on მნიშვნელოვანია,არ შეიზღუდოს აქციის მონაწილთა მანიფესტაციის თავისუფლება – ომბუდსმენი სვანეთზე

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სვანეთში მომხდარ მოვლენებს ეხმაურება. როგორც ის გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, მნიშვნელოვანია სამართალდამცავთა მხრიდან არ შეიზღუდოს აქციის მონაწილე პირთა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლება. სახალხო დამცველის განცხადების მიხედვით, გავრცელებული ინფორმაციით,... Read More

ადგილობრივების თქმით, ხაიშში სიტუაცია დაძაბულია, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება კი გრძელდება

Comments Off on ადგილობრივების თქმით, ხაიშში სიტუაცია დაძაბულია, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება კი გრძელდება

ხაიშში ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მოლაპარაკება გრძელდება, თუმცა, ადგილობრივების თქმით, სიტუაცია ძალიან დაძაბულია, მოსახლეობა კი, “გამწარებული”. “მოლაპარაკება გრძელდება, მასში სოზარ სუბარის გარდა სამხარეო ხელისუფლებაც იღებს მონაწილეობას. სიტუაცია ამ დროისთვის უცვლელად... Read More

საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმის ახალ გარემობებზე საუბრობს, შსს კომისიას პასუხობს

Comments Off on საგამოძიებო კომისია ხორავას ქუჩის საქმის ახალ გარემობებზე საუბრობს, შსს კომისიას პასუხობს

ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ დღეს, 26 ივლისს განცხადება გაავრცელა, სადაც საქმის აქამდე უცნობ გარმეოებებზე საუბრობს. შსს აღნიშნულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ ყველა ის პირი, რომელთაგან მოპოვებული ინფორმაციის... Read More

რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში 1500-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას

Comments Off on რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში 1500-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას

მიმდინარე წლის 15 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათლით, 1500-მდე მოზარდი „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში“    დასვენების პარალელურად, ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა. პროექტს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი... Read More

საზმაუს გავრცელებულ ფოტოზე ასახული ხის წარმომავლობას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ – სატყეო სააგენტო

Comments Off on საზმაუს გავრცელებულ ფოტოზე ასახული ხის წარმომავლობას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ – სატყეო სააგენტო

ეროვნულმა სატყეო სააგენტომ დღეს, 26 ივლის, განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ იმ ხე-ტყის წარმომავლობას, რომელიც აღბეჭდილია პირველი არხის მიერ გავრცელებულ ფოტოზე. აღნიშნულს წინ უძღოდა შემდეგი ფაქტები: სვანეთში,... Read More

რა პოზიტიურ და ნეგატიურ ეფექტს უნდა ელოდოს “ოცნება” თუ ის კანდიდატს არ დაასახელებს

Comments Off on რა პოზიტიურ და ნეგატიურ ეფექტს უნდა ელოდოს “ოცნება” თუ ის კანდიდატს არ დაასახელებს

პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის შესაძლო გადაწყვეტილებას, უარი თქვას საპრეზიდენტო კანდიდატზე, “ქართული ოცნებისთვის” როგოც პოზიტიური, ისე ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს”. პოლიტოლოგის შეფასებით, ამგვარად პარტია აჩვენებს, რომ ერთპარტიული სისტემის... Read More

სპეცრაზმი არ გადის და გზა კვლავ გადაკეტილია – ვითარება ხაიშში 18:00 საათისთვის

Comments Off on სპეცრაზმი არ გადის და გზა კვლავ გადაკეტილია – ვითარება ხაიშში 18:00 საათისთვის

ხაიშის სკოლის მასწავლებლისა და აქტივისტის, ზურაბ ნიჟარაძის ინფორმაციით, ხაიშსა და ჭუბერში ვითარება  მეტნაკლებად განიმუხტა, თუმცა სპეცრაზმი კვლავ სოფელში იმყოფება, ხოლო მოსახლეობას გზა კვლავ გადაკეტილი აქვს. როგორც ზურაბ ნიჟარაძემ ნეტგაზეთს განუცხადა,... Read More

თუ ასეთი ფაქტი მოხდა, მიმართონ გენინსპექციას – შსს იარაღით შესაძლო მუქარაზე

Comments Off on თუ ასეთი ფაქტი მოხდა, მიმართონ გენინსპექციას – შსს იარაღით შესაძლო მუქარაზე

ხაიშის სკოლის მათემატიკის მასწავლებლი და აქტივისტი, ზურაბ ნიჟარაძე ნეტგაზეთთან ამბობს, რომ შელაპარაკების დროს ერთ-ერთმა პოლიციელმა იარაღი გადატენა და ადგილობრივს შუბლზე მიაბჯინა. ნეტგაზეთმა ჰკითხა შსს-ს, თუ დაიწყო აღნიშნულზე მოკლევა. “თუ მსგავს... Read More

ცხინვალის პოზიცია თრუსოს ხეობის საკითხზე და თბილისის პასუხი

Comments Off on ცხინვალის პოზიცია თრუსოს ხეობის საკითხზე და თბილისის პასუხი

“ოსეთი განუყოფელია, ისევე როგორც მისი ეროვნული სივრცე. დღეს ვის ხელშიც არ უნდა იყოს მისი ნაწილები – ეს ყველაფერი გარდამავალია”, – აცხადებს ნეტგაზეთთან საუბარში დიმიტრი მედოევი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის... Read More

წყალდიდობა ათენში. ფოტო: Forecast Weather Greece

ხანძრის შემდეგ, საბერძნეთში წყალდიდობაა [ფოტოები, ვიდეო]

Comments Off on ხანძრის შემდეგ, საბერძნეთში წყალდიდობაა [ფოტოები, ვიდეო]

ხანძრის შემდეგ, საბერძნეთი წყალდიდობის შედეგებს უმკლავდება. ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა სტიქიამ ათენის ჩრდილოეთ ნაწილში ქუჩები დატბორა და ავტომობილები დააზიანა. ადგილობრივი გამოცემა “Greek Reporter”-ის ინფორმაციით, პოლიციამ რამდენიმე გარეუბანში გზები გადაკეტა, ვინაიდან... Read More

სასამართლომ ციხეებში პატიმრის გაშიშვლება ნაწილობრივ სცნო არაკონსტიტუციურად

Comments Off on სასამართლომ ციხეებში პატიმრის გაშიშვლება ნაწილობრივ სცნო არაკონსტიტუციურად

პატიმარი ქალი ნანა ფ. სასჯელაღსრულების მინისტრის იმ ბრძანების ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა, რომლის მიხედვითაც, ციხის ადმინისტრაციას უფლება ჰქონდა პატიმრისთვის, შემოწმების მიზნით, იმდენჯერ მოეთხოვა გაშიშვლება და ბუქნების გაკეთება, რამდენჯერაც თავად ჩათვლიდა საჭიროდ.... Read More

ჭუბერი-ხაიშის მოსახლეობამ თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა – საგამოძიებო სამსახური

Comments Off on ჭუბერი-ხაიშის მოსახლეობამ თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თქმით, ჭუბურისა და ხაიშის მოსახლეობამ საგამოძიებო სამსამხურის თანამშრომლების სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა, რის გამოც სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო. “აღნიშნულის საჭიროება გამოიწვია იმან, რომ ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობამ... Read More

პირველი არხის გავრცელებულ ფოტოს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირი არ აქვს – სატყეო

Comments Off on პირველი არხის გავრცელებულ ფოტოს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან კავშირი არ აქვს – სატყეო

სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის უფროსი ერასტი როდონაია ნეტგაზეთთან აცხადებს, რომ პირველი არხის მიერ გავრცელებულ ფოტომასალას არანაირი კავშირი არ აქვს ხე-ტყის უკანონო ჭრასთან. როგორც როდონაია “ნეტგაზეთთან” განმარტავს, ფოტოზე გამოსახული ხის მასალა... Read More

მანანა ქოჩლაძე

ვაკეში რომ ვინმეს დაჭერა უნდათ, 1 200 პოლიციელი შეჰყავთ? – მანანა ქოჩლაძე სვანეთის ოპერაციაზე

Comments Off on ვაკეში რომ ვინმეს დაჭერა უნდათ, 1 200 პოლიციელი შეჰყავთ? – მანანა ქოჩლაძე სვანეთის ოპერაციაზე

ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივის” დირექტორი მანანა ქოჩლაძე სვანეთში ჩატარებული ოპერაციის მასშტაბებს არაპროპორციულად მიიჩნევს. მისი თქმით, გაუგებარია, რატომ შევიდა რაიონში ასობით პოლიციელი და სპეცრაზმელი მაშინ, როცა ადამიანები საქართველოს სხვა ნაწილებში დააკავეს. “თუ... Read More

უკანონო მშენებლობამ საბერძნეთში გაჩენილ ხანძარს ხელი შეუწყო – თავდაცვის მინისტრი

Comments Off on უკანონო მშენებლობამ საბერძნეთში გაჩენილ ხანძარს ხელი შეუწყო – თავდაცვის მინისტრი

საბერძნეთის თავდაცვის მინისტრმა, პანოს კამენოსმა BBC-ის განუცხადა, რომ უკანონო მშენებლობამ ხელი შეუწყო ხანძრის გავრცელებას, რომელიც ქვეყანაში მძვინვარებს. მისი თქმით, საცხოვრებელი სახლის აშენება ტყის სივრცეში “დანაშაულია”, რამაც გასაქცევი გზები ჩაკეტა. როდესაც... Read More

2018 წელს სახელმწიფო აღარ მოახდენს ყურძნის სუბსიდირებას – ლევან დავითაშვილი

Comments Off on 2018 წელს სახელმწიფო აღარ მოახდენს ყურძნის სუბსიდირებას – ლევან დავითაშვილი

2018 წელს სახელმწიფო აღარ მოახდემს ყურძნის სუბსიდირებას და მის ფასს მთლიანად ბაზარი განსაზღვრავს. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, წელს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო ათი წლის... Read More

მოსახლეობის აქცია ნაწილობრივ ჰესების მშენებლობას უკავშირდება – ომბუდსმენის აპარატი

Comments Off on მოსახლეობის აქცია ნაწილობრივ ჰესების მშენებლობას უკავშირდება – ომბუდსმენის აპარატი

სახალხო დამცველი ხაიშში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. როგორც აპარატის რეგიონული დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ქორიძე ნეტგაზეთთან განმარტავს, მოსახლეობის პროტესტი ნაწილობრივ უკავშირდება ჰესების მშენებლობასაც. როგორც ის ამბობს, ბოლო პერიოდში სვანეთსა და რაჭაში მოსახლეობა... Read More

“პასუხის მოლოდინში, გამოჩნდა სპეცრაზმი” – ჭუბერის მკვიდრი სვანეთში განვითარებულ მოვლენებზე

Comments Off on “პასუხის მოლოდინში, გამოჩნდა სპეცრაზმი” – ჭუბერის მკვიდრი სვანეთში განვითარებულ მოვლენებზე

სვანეთში ვითარება ამ დრომდე დაძაბულია. სოფელ ხაიშში, სადაც მოსახლეობა ჭუბერსა და ხაიშში პოლიციის შესვლის გასაპროტესტებლად შეიკრიბა, სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. როგორც “ნეტგაზეთს” ჭუბერის მკვიდრმა გარი ჩხვიმიანმა განუცხადა, ადგილზე სპეცრაზმი მას... Read More

“რბილი მიდგომა გვაქვს, რადგან შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ” – სუბარი სვანეთზე

Comments Off on “რბილი მიდგომა გვაქვს, რადგან შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ აქვთ” – სუბარი სვანეთზე

“ამ ეტაპზე რომ რბილი მიდგომა გვაქვს, ესაა სწორედ იმიტომ, რომ ამ ადამიანებისთვის შემოსავლის ალტერნატიული წყარო არ არსებობს და უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს მოვაქციოთ კანონიერ ჩარჩოში”, – ეს კომენტარი დღეს,... Read More

ბოლო თვეებში კვირიკაშვილსა და გუნდს შორის კომუნიკაცია შესუსტებული იყო – წულუკიანი

Comments Off on ბოლო თვეებში კვირიკაშვილსა და გუნდს შორის კომუნიკაცია შესუსტებული იყო – წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ყოფილ პრემიერს, გიორგი კვირიკაშვილს პოლიტიკურ გუნდთან შესუსტებული კომუნიკაცია ჰქონდა. მინისტრი განმარტავს, რომ მთავრობის წევრებთან და საპარლამენტო გუნდთან კვირიკაშვილის ურთიერთობის გამო ბიძინა ივანიშვილს... Read More