ანონსი – 1 ივნისი

0 Comments

10:00 –  თბილისის 35-ე საჯარო სკოლაში, საქართველოს ვიცე პრემიერი,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და სპორტული ფედერაციებისწარმომადგენლები,  სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების პროექტის ფარგლებში,მოსწავლეთა... Read More

ხვალ, 11 საათზე სუს-თან აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება

0 Comments

ხვალ, 1 ივნისს, 11 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დეტალურ განმარტებებს ითხოვენ  იმის თაობაზე, თუ... Read More

მიხეილ ჩოხელმა “ელ ცენტროში” მომხდარი ინციდენტის გამო თანამდებობა დატოვა

0 Comments

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სასამხურის, საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ჩოხელმა თანამდებობა დატოვა. როგორც “ნეტგაზეთს” უწყების საგამოძიებო სამსახურში გუანცხადეს, ჩოხელმა გადადგომის შესახებ განცხადება დღეს დაწერა. გადადგომის მიზეზებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო... Read More

თამთა მიქელაძე: საქართველოს მთავრობა აფგან მუხთარლის დისკრედიტაციას ცდილობს

0 Comments

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ დღეს, 31 ივლისს საქართველოს მთავრობის წევრთა მიერ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე გაკეთებული განცხადებები მიზნად მის დისკრედიტაციას... Read More

აფგან მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

0 Comments

ჟურნალისტ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის სასამართლომ სამი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილი ავრცელებს. აზერბაიჯანის პროკურატურამ მუხთარლის ბრალდება კონტრაბანდის [206 მუხლი], სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთისა [318 მუხლი]... Read More

თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი დაფუძნდა

0 Comments

21 ივნისიდან –  2 ივლისის ჩათვლით  თბილისში საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი. ფესტივალის დაფუძნების შესახებ დღეს ოპერის თეატრში პრეს-კონფერენცია გაიმართა, რომელსაც ოპერისა და ბალეტის... Read More

აფხაზურმა მხარემ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა

0 Comments

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, რომელიც დღეს, 31 მაისს გაიმართა, აფხაზურმა მხარემ ქართულ მხარეს განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქის, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯი ოღლის მიმართ სისხლის... Read More

სულ მცირე 80 დაღუპული და 350 დაშავებული – აფეთქება ქაბულში

0 Comments

BBC–ის ინფორმაციით, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს დილით საწვავმზიდის აფეთქების დროს. დილის 08:23 საათზე ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ტერორისტებმა საწვავმზიდი ააფეთქეს, რომელშიც დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი... Read More

ნიკა გვარამია: თუ სექტემბრამდე რ2-ის ფინანსურ პრობლემებს ვერ მოვაგვარებ, არხიდან წავალ

0 Comments

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო ტელეკომპანიაში რეორგანიზაცია მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს, არხს დატოვებს. ნიკა გვარამიას თქმით, სასამართლო პროცესებისა და ყადაღის... Read More

იან კელი მუხთარლის საქმეზე: ბრალდებები შემაშფოთებელია და გვჭირდება მეტი ინფორმაცია

0 Comments

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან და ელოდებიან დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან. ეს განცხადება იან კელიმ დღეს, 31 მაისს, ილიას უნივერსიტეტში ღონისძიების დაწყებამდე გააკეთა. ჟურნალისტის კითხვა... Read More

აფგან მუხთარლის ჟურნალისტობის დამადასტურებელი ფაქტები

0 Comments

საქართველოს ვიცეპრემიერმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ თბილისში “გაუჩინარებული” და შემდეგ ბაქოში პატიმრობაში აღმოჩენილი აფგან მუხთარლი, შესაძლოა, ჟურნალისტი არც არის და არსებობს ინფორმაცია, რომ “რადიო თავისუფლების” დაცვის სამსახურის თანამშრომელია. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ... Read More

აზერბაიჯანულმა მხარემ მუხთარლის მესამე ბრალდება წარუდგინა

0 Comments

კონტრაბანდისა [206 მუხლი] და სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის [318 მუხლი] ბრალდებების გარდა, აზერბაიჯანელ ჟურნალსტ აფგან მუხთარლის აზერბაიჯანის პროკურატურამ მესამე ბრალდება – პოლიციისთვის დაუმორჩილებლობა [315.2 მუხლი] წარუდგინა. ინფორმაცია ჟურნალისტის ადვოკატმა, ელჩინ... Read More

“მოსამართლეთა ერთობა” იუსტიციის საბჭოს გაკრიტიკების გამო რვა მოსამართლემ დატოვა

0 Comments

საქართველოს საქალაქო სასამართლოს ცნობით, ასოციაცია “მოსამართლეთა ერთობა”, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეების დანიშვნების პროცესი გააკრიტიკა, რვა მოქმედმა მოსამართლემ დატოვა. ეს რვა მოსამართლე ამბობს, რომ მათთვის მიუღებელია და არ ეთანხმებიან “მოსამართლეთა ერთობის”... Read More

არასამთავრობოები მთავრობას მოუწდებენ, არ დაუშვას მუსტაფა ჩაბუქის თურქეთისთვის გადაცემა

0 Comments

არასამთავრობო ორგანიზაციები მუსტაფა ჩაბუქის თურქეთში სავარაუდო ექსტრადიციის საქმეზე საქართველოს მთავრობას მიმართავენ და მოუწოდებენ, არ დაუშვას მისი გადაცემა თურქეთის მთავრობისთვის, სადაც ის შესაძლოა პოლიტიკური დევნის, წამების, არაადამინური მოპყრობის, დასჯის მსხვერპლი გახდეს და არ... Read More

პრეზიდენტი: აფგან მუხთარლის გატაცება ჩვენი სუვერენიტეტისთვის სერიოზული გამოწვევაა

0 Comments

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აფგან მუხთარლის თბილისიდან გატაცება ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისთვის  სერიოზული გამოწვევაა. „ჟურნალისტ აფგან მუხთარლის ადვოკატის განცხადება აუცილებლად ბოლომდე გასააზრებელი და გასაანალიზებელია, რადგან საქართველოს ტერიტორიიდან – ზღვით, ჰაერით, ხმელეთით,  საქართველოს დედაქალაქიდან,... Read More

აფგან მუხთარლის “საზღვრის უკანონო კვეთის” დასაფიქსირებლად ფოტოები გადაუღეს – გიორგი გოგია

0 Comments

“ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პიროვნებას დღისით, მზისით იტაცებენ დაუდგენელი პირები და 24 საათზე ნაკლებ დროში ის უკვე სხვა ქვეყანაშია. აქ უკანონობა იმდენად ცალსახაა, რომ ძნელია სხვა შეფასება გააკეთო, თუ არა... Read More

აფგან მუხთარლის დაპატიმრება თბილისში აზერბაიჯანის საელჩოსთანაც გააპროტესტეს

0 Comments

აზერბაიჯანში ამჟამად თბილისიდან “გაუჩინარებული” და ბაქოში დაკავებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც გადაწყდება, შეუფარდებენ თუ არა დაკავებულს თავისუფლების აღკვეთას. სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისში, აზერბაიჯანის საელჩოსთან მუხთარლის მხარდასაჭერი მცირერიცხოვანი აქცია... Read More

სირცხვილი საქართველოს მთავრობას! – სოლიდარობა აფგან მუხთარლის [ფოტო]

0 Comments

თბილისიდან “გაუჩინარებული” და ბაქოში დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურალისტის გათავისუფლების მოთხოვნით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით, 31 მაისს მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აფგან მუხთარლის მხარდასაჭერ აქციაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოების... Read More

რატომ იმყოფებოდა მთავრობის კანცელარიაში პატრიარქის მდივანი [ვიდეო]

0 Comments

ილია მეორის მდივანი მიქაელ ბოტკოველი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდა, როგორც თავად განმარტა, ადმინისტრაციაში ქონებებთან დაკავშირებით იყო მისული. მიქაელ ბოტკოველმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, პატრიარქ ილია მეორის დაცვის უფროსი ზურაბ ბუჩუკური არ გადამდგარა.... Read More

შოთაძე: თორდია-ფარცხალაძის საქმეზე გამოძიების დიდი ნაწილი უკვე ჩატარდა

0 Comments

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შესახებ გამოძიების უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია და უწყება დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საზოგადოებას. “მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია... Read More

სესიაშვილი: აფგან მუხთარლის საქმეში ჩვენი სპეცსამსახურების მონაწილეობას გამოვრიცხავ

0 Comments

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმეში საქართველოს სპეცსამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს.  მისივე თქმით, ეს საქმე ქვეყნის ღირსების საკითხია. “კატეგორიულად ვგმობ ამ ფაქტს, მე გეტყვით პირდაპირ, რომ... Read More

ოთარ კახიძე: ჩვენ გადავიქეცით კანტორად, ეს აღარ არის სახელმწიფო

0 Comments

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ოთარ კახიძის განცხადებით, თბილისიდან ჟურნალისტის გატაცების ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველო კანტორად გადაიქცა და სახელმწიფო აღარ არის. “თბილისის ცენტრში უცხოელ ჟურნალისტს იტაცებს ქართული სპეცსამსახური და სასაზღვრო პუნქტის... Read More

პრემიერი და შს მინისტრი ჟურნალისტებს გაექცნენ [ვიდეო]

0 Comments

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების შესახებ შეკითხვებს არ პასუხობენ. ისინი დღეს პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ, თუმცა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს. “შსს-მ გაავრცელა განცხადება... Read More

ჩუბინიძე: ბუჩუკური ილია II-ის დაცვის უფროსად უკუნითი უკუნისამდე არ იყო დანიშნული

0 Comments

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ადასტურებს გავრცლეებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ილია მეორის დაცვას ზურაბ ბუჩუკური აღარ ხელმძღვანელობს. “ყველა თანამშრომელმა ძალიან კომფორტულად უნდა იგრძოს თავი იქ, სადაც მუშაობს.... Read More