აფხაზური მხარის ცნობით, გალში გერმანიის მოქალაქე დააკავეს

0 Comments

როგორც რუსული საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკი წერს, აფხაზეთში რუსეთის სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დღეს, 22 მაისს, “სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის დარღვევის” გამო გალის რაიონის სოფელ ფიჩორში გერმანიის მოქალაქე დააკავეს. როგორც გამოცემა წერს,... Read More

მიხეილ ჯანელიძე: საქართველომ და თურქეთმა სამაგალითო ურთიერთობა ჩამოაყალიბეს

0 Comments

დღეს, 22 მაისს, საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდიმირის ვიზიტი დაიწყო. თურქეთის ოფიციალური დელეგაციის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში 21:40 საათზე დაეშვა. დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. “ეს ვიზიტი ასევე ემთხვევა... Read More

“ანტისტრესული სათამაშო” საქართველოშიც პოპულარულია – Fidget Spinner

0 Comments

თუ ფილმის, ფეხბურთის ან პოლიტიკური და გასართობი შოუების დროს ხელების თამაში გიყვართ, მაშინ ეს სტატია დაგაინტერესებთ, რადგან ის შესაბამის გასართობს ეხება. ბზრიალა (Fidget Spinner) ეს არის სათამაშო, რომელიც ამჟამად მსოფლიოში... Read More

ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხედარი იპოვეს

0 Comments

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ჩიკვაიძის თქმით, 19 მაისს რუსეთის სამხედროებმა გალის რაიონის სოფელ ოტობაიას მცხოვრები ოთარ ფაცურიას ცხედარი იპოვეს. ჩიკვაიძის თქმით, ოთარ ფაცურია ზუგდიდიდან სახლში შემოვლითი... Read More

სამუშიას თქმით, აუდიტის სამსახურმა კითხვები სამხარაულის ბიუროს უნდა დაუსვას

0 Comments

თბილისის საკრებულოს ქონების მართვის კომისიის უფროსი ჯაბა სამუშია პასუხობს სახელმიწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტაციას, რომლის თანახმადაც, მერიამ და საკრებულომ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კომპანიას  2 600 000 ლარის... Read More

12 მომხრე, 3 წინააღმდეგი – ხმაური ზუგდიდის საკრებულოში თვითმმართველობის გაერთიანებაზე

0 Comments

დღეს. 22 მაისს, ზუგდიდის საკრებულომ მხარი დაუჭირა ქალაქ ზუგდიდისა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობების გაერთიანებას, თუმცა ოპოზიცია და არასამთავრობოები აცხადებენ, რომ სხდომა დარღვევებით წარიმართა. საკრებულოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების გაერთიანებას მხარი 12-მა დეპუტატმა დაუჭირა,... Read More

პროკურატურამ კლინიკა “ლანცეტის” მფლობელი დააკავა

0 Comments

მთავარი პროკურატურის ცნობით, კლინიკა “ლანცეტის” ერთ-ერთი მფლობელი დააკავეს. პროკურატურაში არ საუბრობენ, რა ბრალდებითაა დაკავებული კლინიკის ერთ-ერთ მფლობელი. ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა ცენტრმა” პროკურატურას 2016 წლის ბოლოს მიმართა. საქმე ღვიძლის უკანონო ტრანსპალნტაციას... Read More

ვენეციის კომისიის მდივანი: საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსენსუსის მიღწევაა მნიშვნელოვანი

0 Comments

” მნიშვნელოვანია, რომ იყოს კონსენსუსი საზოგადოებასა და პოლიტიკურ პარტიებს შორის, რათა ახალი კონსტიტუცია გრძელვადიანად მოქმედი იყოს,” – ეს განცხადება ვენეციის კომისიის მდივანმა, თომას მარკერტმა დღეს ბერლინში გააკეთა. თომარ მარკერტის თქმით, თუ... Read More

გაზსადენზე ტერაქტის ორგანიზებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს

0 Comments

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეში ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ცნობით, სასამართლომ ტერორისტული აქტის ჯგუფურად მომზადების ფაქტზე ბრალდებული ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო... Read More

რატომ გადაუხადა მერიამ 2 მილიონით მეტი კომპენსაცია ფარცხალაძის კომპანიას – აუდიტის სამსახური

0 Comments

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მფლობელბაში მყოფ კომპანიაზე თბილისის მერიამ 2 600 000 ლარის კომპენსაცია გასცა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ, როცა მისი საბაზრო ღირებულება მაქსიმუმ 600 000 ლარი იყო,... Read More

დეკანოზის საქმე: საპატრიარქოს იურისტის განცხადების თაობაზე სასამართლოს მიმართავენ

0 Comments

ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას განცხადება იმის თაობაზე, თითქოს მამა გიორგიმ 50 მილიონი ევრო გაათეთრა, ცილისწამებაა. ადვოკატ მიხეილ რამიშვილის თქმით, ისინი აპირებენ... Read More

HRIDC: დეკანოზს მეოთხე ადვოკატი ჰყავს – სახაზინო ადვოკატის დანიშვნა უკანონობაა

0 Comments

ადამიანის უფლებათა ცენტრი დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე სასამართლოს მიერ ადვოკატების სასამართლო დარბაზიდან გაძევებას და ბრალდებულისთვის სახაზინო ადვოკატის დანიშვნას უკანონოდ მიიჩნევს, რადგან მის უფლებებს მეოთხე ადვოკატიც იცავდა. 19 მაისს სასამართლო პროცესზე... Read More

თბილისში პირველი VIP-სამორინეს გრანდიოზული გახსნა გაიმართა

0 Comments

სასტუმრო „ამბასადორში“ საქართველოში პირველი VIP-სამორინეს გრანდიოზული გახსნა გაიმართა. მიღება სასტუმროში 18:00 საათზე, ქართული ფოლკლორული კვინტეტის „ურმულის“ კონცერტით დაიწყო.  სამორინე „ამბასადორის“ გრანდიოზულ გახსნას უცხოელი და ქართველი პოლიტიკოსები, ბიზნესმენები და სხვა მიწვეული... Read More

ადვოკატის თქმით, მამალაძე სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს

0 Comments

ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ მამალაძეს სურს, მისი ადვოკატები იცავდნენ მის ინტერესებს სასამართლოში და სახაზინო ადვოკატზე უარს ამბობს. “მამა გიორგის უნდა, რომ ამ პროცესში დავრჩეთ ჩვენ... Read More

ლაშა თორდია: მინდა ვთხოვო პარლამენტს, შეიქმნას საგამოძიებო კომისია

0 Comments

გენერალური აუდიტორი პარლამენტს სთხოვს, მისი ცემის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ამის შესახებ ლაშა თორდიამ დღეს, 22 მაისს განაცხადა. ლაშა თორდიას თქმით, შს სამინსიტრო დაინტერესებული მხარეა და ისეთ კადრებს ასაჯაროებს,... Read More

თორდია: კადრებით დასტურდება, რომ პირველი ფარცხალაძემ დამარტყა

0 Comments

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული ვიდეომასალიდან ჩანს, რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა ოთარ ფარცხალაძემ მიაყენა და ის იყო პირველი თავდამსხმელი. თორდიას თქმით, არსებობს სხვა... Read More

GNCC-იმ საერთაშორისო შემომავალ ზარებზე ახალი ტარიფები დააწესა

0 Comments

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების განხორციელებაზე ახალი ტარიფები დააწესა. კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, მობილური ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფი 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი... Read More

შსს-მ თორდიასა და ფარცხალაძის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო გამოაქვეყნა

0 Comments

დღეს, 22 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფაცხალაძესა და მთავარ აუდიტორ ლაშა თორდიას შორის ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოკითხული ნეიტრალური მოწმეების ჩვენებებით დგინდება,... Read More

ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვეს

0 Comments

დღეს, 22 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა გაითვალისწინა და ფოტოგრაფების საქმეზე ბრალდებული, კონტრდაზვერვის ყოფილი თანამშრომლი დავით დევნოზაშვილი პატიმრობაში დატოვა. პროკურორ ემზარ გაგნიძის განცხადებით, არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების რისკი, რის გამოც... Read More

კახეთის საოლქო პროკურატურა სამართალდამცავის მიერ მოქალაქის ცემის შესაძლო ფაქტს იძიებს

0 Comments

კახეთის საოლქო პროკურატურა მოქალაქე ვლადიმერ მჭედლიშვილის მიმართ სამართალდამცავების მხრიდან  უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს იძიებს. ინფორმაცი ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს. reginfo.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვლადიმერი მჭედლიშვილი ქალაქ სიღნაღში 2017... Read More

ომბუდსმენი: ოთარ ფარცხალაძე საკმაოდ დაგვიანებით დაკითხეს

0 Comments

სახალხო დამცველის, უჩა ნანაუაშვილის განცხადებით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე დაგვიანებით დაიკითხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. “შენიშვნები, რა თქმა უნდა, გვქონდა, თუნდაც ის, რომ საკმაოდ დაგვიანებით მოხდა უშუალოდ ფარცხალაძის დაკითხვა, რამდენიმე  დღის... Read More

უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 20 დღეში ამოქმედდება

0 Comments

უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მიმოსვლას 20 დღეში შეძლებენ. შესაბამისი დადგენილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოწვეყნდა და  20 დღეში ამოქმედდება, რის შემდეგაც უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის   22... Read More

მერიის დაპირებით, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება

0 Comments

თბილისის მერიამ ილია ჭავჭავაძის მუზეუმის რეაბილიტაცია დაიწყო, რომელიც უწყების დაპირებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის წესების დაცვით აღდგება. თბილისში, ჯავახიშვილის N7-ში მდებარე მუზეუმის რეაბილიტაცია მოიცავს შენობის რესტავრაცია-რეკონსტრუქციას, შიდა ეზოსა და ინტერიერის... Read More

დავით ნარმანიას თქმით, აუდიტის სამსახურის უფროსის პოსტზე მისი კანდიდტურა განიხილება

0 Comments

თბილისის მერი დავთ ნარმანია ჟურნალისტებთან საუბრისას ადასტურებს იმფორაციას, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოსტზე მისი კანდიდატურა განიხილება. ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა გენერალური აუდიტორის პოსტზე მისი კანდიდატურა, დავით ნარმანია პასუხობს: “კონსულტაციები... Read More