ნეტგაზეთი | მარიამ ბოგვერაძე მარიამ ბოგვერაძე – Page 86 – Netgazeti
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.
  • რა გავაკეთოთ ახალი წლის დღეებში, თუ ეს დღესასწაული არ გვიყვარს

    Comments Off on რა გავაკეთოთ ახალი წლის დღეებში, თუ ეს დღესასწაული არ გვიყვარს

    თუ საახალწლო სამზადისი გაღიზიანებთ და საერთო-სახალხო ზეიმის მიზეზს ვერ ხედავთ, თან არც იმის გჯერათ, რომ საბოლოოდ თქვენც გრინჩივით დაასრულებთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვის არის. ან იქნებ თქვენი მეგობრისთვის, რომელიც ყოველ... Read More

    უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება

    Comments Off on უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განჩინებით, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა სინოდის შემდეგ სხდომებზე გაგრძელდება. როგორც განჩინებაში ვკითხუოლობთ, სინოდის სხდომაზე  ილია II -მ ისაუბრა უკრაინაში შექმნილი რთული საეკლესიო ვითარების შესახებ და... Read More

    ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე სასამართლომ “ბახალა” უდანაშაულოდ ცნო

    Comments Off on ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე სასამართლომ “ბახალა” უდანაშაულოდ ცნო

    გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებული ნარკოდანაშაულის საქმეზე უდანაშაულოდ ცნო. ხოლო ამავე საქმეე ბრალლდებულ კიდევ ერთ პირს, ირაკლი ქორიძეს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა. გიორგანაშვილს ბრალი ორგანიზებული ნარკოდანაშაულისთვის აპრილში წარუდგინეს.... Read More

    გორში 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

    Comments Off on გორში 75 წლამდე ქალი გარდაცვლილი იპოვეს

    გორში 75 წლამდე ასაკის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ნეტგაზეთს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი სასჯელის... Read More

    კობახიძე ბესელიას გადადგომის მიზეზზე: ეს დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო

    Comments Off on კობახიძე ბესელიას გადადგომის მიზეზზე: ეს დიდწილად არის ჩვენი შიდა სამზარეულო

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეკა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების მიზეზი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ განწესების საკითხი არ ყოფილა. პარლამენტის თავმჯდომარის  თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი... Read More

    ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

    Comments Off on ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

    საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ დეპუტატმა დღეს, 27 დეკემბერს გამართულ ბრიფინცზე განაცხადა. როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ განწესების... Read More

    ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობაზე დაბრუნდა

    Comments Off on ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი თანამდებობაზე დაბრუნდა

    ჩხოროწყუს პოლიციის უფროსი, რომელმაც თანამდებობა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის  სიუჟეტის შემდეგ დატოვა, პოსტზე დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. იზორია თანამდებობიდან ორი თვის წინ გადადგა, მაშინ მან... Read More

    საგამოძიებო სამსახურმა 20 000 ლარის ღირებულების უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

    Comments Off on საგამოძიებო სამსახურმა 20 000 ლარის ღირებულების უაქციზო თამბაქოს ნაწარმი ამოიღო

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თამბაქოს ნაწარმის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი  ფაქტი გამოავლინა. თბილისსა და სამეგრელოში  საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტი და ელექტროსიგარეტისთვის განკუთვნილი თამბაქოს ნაწარმი ამოიღო. ქვემო ქართლში... Read More

    როგორ აღნიშნეს შობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – ფოტორეპორტაჟი

    Comments Off on როგორ აღნიშნეს შობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში – ფოტორეპორტაჟი

    ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. “ნეტგაზეთი” გთავაზობთ “ევროპის პრეს ფოტო” სააგენტოს ფოტორეპორტაჟს, რომელიც მსოფლიოს გარშემო შობის აღნიშვნის ამსახველ ფოტოებს მოიცავს.... Read More

    EMC: ქობულიას განცხადება დიასახლისებზე პრობლემური და სახიფათოა

    Comments Off on EMC: ქობულიას განცხადება დიასახლისებზე პრობლემური და სახიფათოა

    არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომელიც დიასახლიებს ეხებოდა, პრობლემურად და საფრთხის შემცველად მიიჩნევს. ორგანიზაციის შეფასებით, მსგავსი განცხადებები ახალისებს დიასახლის ქალებთან დაკავშირებით არსებულ პატრიარქალურ... Read More

    “ქალთა მოძრაობა” დიასახლისებზე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს

    Comments Off on “ქალთა მოძრაობა” დიასახლისებზე ეკონომიკის მინისტრის განცხადებას აკრიტიკებს

    “ქალთა მოძრაობა” ეკონომიკის მინისტრის გუშინდელ, 25 დეკემბრის განცხადებას პასუხობს. გიორგი ქობულიამ პარლამენტში კომიტეტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ  „არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ მუშაობა არ უნდათ”. “ქალთა მოძრაობაში” აცხადებენ, რომ საქართველოში ქალების... Read More

    მექსიკისა და აშშ-ის საზღვართან დაკავებული კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა

    Comments Off on მექსიკისა და აშშ-ის საზღვართან დაკავებული კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა

    მექსიკისა და აშშ-ის საზღვართან დაკავებული 8 წლის გვატემალელი ბავშვი შობის დღეს, 25 დეკემბერს გარდაიცვალა. მიმდინარე თვეში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა ცენტრში ბავშვი დაიღუპა. ინფორმაიცას ამის... Read More

    სასამართლომ ბიბლუსს კონსულტანტის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა

    Comments Off on სასამართლომ ბიბლუსს კონსულტანტის აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დაავალა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა  EMC-ს მიერ, ერთ-ერთი დასაქმებულის სახელით, „ბიბლუსის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელი და კომპანიას თანამშრომლის აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაავალა. როგორც “ნეტგაზეთს” ორგანიზაციაში განუცხადეს, ამ საქმის გარდა, EMC... Read More

    წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 3 ადამიანი დააკავა

    Comments Off on წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 3 ადამიანი დააკავა

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავა. უწყების განცხადებით, ორ მათგანს ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ერთი დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში... Read More

    კანადაში დაკავებულ “ჰუავეის” მენეჯერს აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება – ჩინეთის პასუხი

    Comments Off on კანადაში დაკავებულ “ჰუავეის” მენეჯერს აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება – ჩინეთის პასუხი

    მობილური ტელეფონების ჩინური მწარმოებლის, “ჰუავეის” დამფუძნებლის შვილისა და ამავე კომპანიის ფინანსური მენეჯერის ვანკუვერში დაკავების შემდეგ, რომელიც აშშ-ში ექსტრადიციას ელოდება, ჩინეთში კანადის მოქალაქეები დააპატიმრეს. როგორც New York Post წერს, პეკინს კანადის მოქალაქეების... Read More

    სტიქიის შედეგები ინდონეზიაში. ფოტო: EPA/BANTEN POLICE HEADQUARTERS / HAN

    ინდონეზიაში, სადაც ცუნამმა 280-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ

    Comments Off on ინდონეზიაში, სადაც ცუნამმა 280-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, სტიქიის განმეორებას არ გამორიცხავენ

    ინდონეზიაში სუმატრასა და ჯავას კუნძულების მოსახლეობას, სადაც ცუნამის შედეგაც 280-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 1000-ზე მეტი კი დაშვდა, მოუწოდებენ, სანაპირო ზოლის სიახლოვეს არ დარჩნენ, რადგან სტიქიის განმეორების საფრთხე არსებობს. როგორც BBC... Read More

    გორში სტალინის იუბილე აღნიშნეს [ფოტო]

    Comments Off on გორში სტალინის იუბილე აღნიშნეს [ფოტო]

    დღეს გორში სტალინისტებმა და კომუნისტებმა სტალინის 140 წლის იუბილე აქციით აღნიშნეს. აქციის მონაწილეები გორის ქუჩებში სტალინის ფოტოებითა და საბჭოთა სიმბოლიკით გამოჩნდნენ. გთავაზობთ ამ ფაქტის ამსახველ ფოტომასალას ევროპის პრესფოტო სააგენტოზე (EPA)... Read More

    გახარია: დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, “სუსის აგენტი”

    Comments Off on გახარია: დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, “სუსის აგენტი”

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც 18 დეკემბერს გურჯაანში დეპუტატ სოფო ქაცარავას ავტომობილი დააზიანა: “ახლახან შემატყობინეს, რომ ჩვენს დეპუტატებზე თავდამსხმელი დაკავებულია, “სუს-ის აგენტი”, – ამბობს გახარია. მანამდე, “ევროპული საქართველოს”... Read More

    მძიმე შეკითხვაა – გახარია იმაზე, თუ რა განსხვავებაა ფარცხალაძისა და კირკიტაძის საქმეებს შორის

    Comments Off on მძიმე შეკითხვაა – გახარია იმაზე, თუ რა განსხვავებაა ფარცხალაძისა და კირკიტაძის საქმეებს შორის

    გიორგი გახარია უმცირესობის დეპუტატის კითხვის საპასუხოდ, თუ რა განსხვავებაა ოთარ ფარცხალაძისა და დავით კირკიტაძის საქმეებს შორის, აცხადებს, რომ ერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა “საყოფაცხოვრებო ჩხუბს ორ ადამიანს შორის”, ხოლო მეორე შემთხვევაში,... Read More

    გახარია: არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, მ.კ-ს მიმართ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ

    Comments Off on გახარია: არ გვაქვს საკმარისი საფუძველი, მ.კ-ს მიმართ კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის მონაწილე მ.კ-ს მიმართ კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად საკმარისი საფუძველი შსს-ს არ აქვს. გახარიას თქმით, უწყება ამ საკითხზე მუშაობას აგრძელებს:... Read More

    ზუგდიდში თხილის საწარმო დააყაჩაღეს – გატაცებულია 50 000 ლარამდე თანხა

    Comments Off on ზუგდიდში თხილის საწარმო დააყაჩაღეს – გატაცებულია 50 000 ლარამდე თანხა

    ზუგდიდში მდებარე თხილის საწარმოში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ქარხნიდან, როგორც მისი ერთ-ერთი მეწილე ამბობს, 40-დან 50 000 ლარამდე ოდენობის თანხა წაიღეს. როგორც თხილის საწარმოს მეწილემ, მაია მიქავამ, “ნეტგაზეთს” უთხრა, შემთხვევა... Read More

    ბესელია: ვფიქრობ, მოვნახოთ გზა გამსახურდიას საქმეზე გამოძიების გასაგრძელებლად

    Comments Off on ბესელია: ვფიქრობ, მოვნახოთ გზა გამსახურდიას საქმეზე გამოძიების გასაგრძელებლად

    საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ეკა ბესელია აცხადებს, რომ იზიარებს პრეზიდენტის თხოვნას ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიების გაგრძელების შესახებ. დეპუტატის თქმით, მისი აზრით, შესაძლებელია ხანდაზმულობის ვადის გადახედვა და ამ საკანონმდებლო საკითხზე მუშაობა: “ვიზიარებ... Read More

    ზურაბიშვილი პარლამენტს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად ვადის გაზრდას სთხოვს

    Comments Off on ზურაბიშვილი პარლამენტს ზვიად გამსახურდიას საქმის გამოსაძიებლად ვადის გაზრდას სთხოვს

    საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტს მიმართავს და სთხოვს, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გაზარდოს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, არ შეიძლება, არ გაიზიაროს ზვიად გამსახურდიას ოჯახის წუხილი და მოთხოვნა, გაგრძელდეს... Read More

    პუტინი ტრამპს სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას უწონებს

    Comments Off on პუტინი ტრამპს სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას უწონებს

    რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ის ლიდერს სირიიდან ჯარების გაყვანის გადაწყვეტილებას უწონებს. როგორც ამერიკული გამოცემა Newsweek წერს, პუტინი აცხადებს, რომ ტრამპი მართალია და მის პოზიციას იზიარებს. “თუ აშშ მართლაც გაიყვანს თავის კონტინგენტს სირიიდან,... Read More