ახალი ამბები

იერიში მიიტანეს ნიკოლაევის მერიის შენობაზე, ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ

29 მარტი, 2022 •
იერიში მიიტანეს ნიკოლაევის მერიის შენობაზე, ნანგრევებში ადამიანები მოყვნენ

ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, დღეს დილას რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რეგიონის ადმინისტრაციულ შენობაზე.

კიმის თქმით, ამ ეტაპზე არ აქვთ ინფორმაცია შენობის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ. მისი განცხადებით, პერსონალის უმეტესობამ შენობის დატოვება მოახერხა, 8 ადამიანის ნანგრევებიდან გამოყვანას კი ამ წუთებში ცდილობენ.

ვიტალი კიმის თქმით, ჭურვის ჩამოვარდნის შედეგად ნახევარი შენობა განადგურებულია. თავდასხმის მომენტში კი თავად გამოსული იყო ჩაის დასალევად.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მას შემეგ განუწყვეტლივ ბომბავს უკრაინის ქალაქებს, რის შედეგადაც დაღუპულია ათასობით ადამიანი, მათ შორის, სულ მცირე, 150 ბავშვი. 10 მილიონი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი, მათგან 3.7-მა მილიონმა ქვეყანა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი