ახალი ამბები

რიყის დოქები გაიყიდა

24 მარტი, 2022 • 3174
რიყის დოქები გაიყიდა

თბილისში, რიყის ტერიტორიაზე არსებული 14 591 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე 10 020 000 ლარად გაიყიდა.

ე.წ. რიყის დოქების გაყიდვაზე მორიგი აუქციონი 10 მარტს გამოცხადდა. ქონების საწყისი ღირებულება 10 მილიონი ლარი იყო. აუქციონში მხოლოდ ერთმა შემსყიდველმა მიიღო მონაწილეობა, რომელმაც რიყის დოქები 10 020 000 ლარად შეიძინა.

მანამდე, რიყის ტერიტორიაზე დოქების მსგავსი ორი შენობა სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე აქამდე 5-ჯერ გაიტანა. კერძოდ, ბოლო აუქციონზე, რომელიც ჩაიშალა, “რიყის დოქების” საწყისი ფასი 30 მილიონი ლარი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი