ახალი ამბები

TASS: რუსეთში, ბელგოროდის ოლქში დროებითი სამხედრო ბანაკი დაიბომბა

29 მარტი, 2022 • 3624
TASS: რუსეთში, ბელგოროდის ოლქში დროებითი სამხედრო ბანაკი დაიბომბა

განახლება: სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, რუსეთის საგანგებო სიტაუციების სააგენტოზე დაყრდნობით, Ria-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფეთქება ადამიანურმა ფაქტორმა გამოიწვია.

რუსული მედიის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ბელგოროდის ოლქში დროებით სამხედრო ბანაკზე სარაკეტო იერში მიიტანეს. რუსული პროპაგანდისტული მედია TASS აცხადებს, რომ წინასწარი ინფორმაციით, შეტევა უკრაინის მხრიდან განხორციელდა.

რუსული მედიის ცნობით, მომხდარის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე მუშაობდა. მშვიდობიანი მოსახლეობა კი მომხდარის შედეგად არ დაშავებულა.

უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. „ტელეგრამ“ არხებში კი ხანძრის ამსახველი ვიდეომასალა ვრცელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი