ახალი ამბები

ბლინკენი: არის განსხვავება, თუ რას ამბობს რუსეთი და რას აკეთებს

29 მარტი, 2022 • 1355
ბლინკენი: არის განსხვავება, თუ რას ამბობს რუსეთი და რას აკეთებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ აშშ რუსეთისგან ვერ ხედავს მშვიდობისკენ სწრაფვის რეალურ სიგნალს უკრაინაში შეჭრის დღიდან ამ დრომდე.

როგორც BBC წერს, აღნიშნული კომენტარი ბლინკენმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ, მოსკოვმა კიევსა და ჩერნიჰივში „ერთობლივი ნდობის ხელშესაწყობად“ საბრძოლო ოპერაციების „მნიშვნელოვნად შემცირება“ დააანონსა.

აღნიშნულის საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ არსებობს განსხვავება, თუ რას ამბობს რუსეთი და რას აკეთებს, აშშ კი ამ უკანასკნელზეა კონცენტრირებული.

ენტონი ბლინკენმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს აგრესია და დაუყოვნებლივ გაიხმოს ჯარები უკან.

29 მარტს თურქეთში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.

3 მთავარი აქცენტი უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი