ახალი ამბები

NATO-ს მინისტერიალზე უკრაინა და საქართველოც არიან მიწვეული

29 მარტი, 2022 • 1285
NATO-ს მინისტერიალზე უკრაინა და საქართველოც არიან მიწვეული

NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე სხვა ქვეყნებთან ერთად უკრაინა და საქართველოც არიან მიწვეული. შეხვედრა ბრიუსელში 6-7 აპრილსაა დაგეგმილი.

საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გასამართ შეხვედრაზე მიწვეულ ქვეყნებს შორისაა ავსტრალია, ფინეთი, საქართველო, იაპონია, კორეა, ახალი ზელანდია, შვედეთი და უკრაინა. ოფიციალურ პროგრამაში მითითებულია, რომ ზოგიერთი წარმომადგენელი მინისტერიალს დისტანციურად დაესწრება.

მინისტერიალი 7 აპრილს NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის პრესკონფერენციით დასრულდება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი