ახალი ამბები

ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ კონტრაქტი შეაჩერა

24 მარტი, 2022 • 1152
ხვიჩა კვარაცხელიამ „რუბინთან“ კონტრაქტი შეაჩერა

ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის „რუბინთან” კონტრაქტი შეაჩერა. ამის შესახებ განცხადებას თავად რუსული კლუბი ავრცელებს.

საფეხბურთო კლუბის საიტზე გამოქვყენებული განცხადების მიხედვით, ქართველი ნახევარმცველის წარმომადგენლებმა კლუბთან კონსულტაციები გამართეს, რომლის შედეგადაც მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება კონტრაქტის შეჩერების შესახებ. კლუბი კავარცხელიას მადლობას უხდის „რუბინში“ გატარებული დროისთვის და წარმატებებს უსურვებს.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ფარგლებში UEFA-მ რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს შესაძლებლობა მისცა, რუსეთი დატოვონ და კარიერა სხვა კლუბში გააგრძელონ, თუმცა ზაფხულში უკან უნდა დაბრუნდნენ.

ხვიჩა კვარაცხელია საფეხბურთო კარიერას, სავარაუდოდ, ბათუმის „დინამოში“ გააგრძელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი