ახალი ამბები

სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხიმგებელი მთავრობაა – Freedom House

4 თებერვალი, 2023 • 1291
სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხიმგებელი მთავრობაა – Freedom House

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ სააკაშვილის მდგომარეობაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა.

„შეშფოთებული ვართ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი ფოტოებითა და მის შესახებ ცნობებით.

საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე სანამ ის პატიმრობაშია და მოვუწოდებთ მათ, უზრუნველყონ სასწრაფო და სრული სამედიცინო დახმარება“ – წერს ორგანიზაცია ტვიტერზე.


ცენტრი „ემპათიის“ დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს არაერთი მძიმე დაავადება სჭირს, მათ შორის გასტროენტეროლოგიური, ნევროლოგიური მიმართულებით, რაც ამ უკანასკნელის პატიმრობიდან გათავისუფლების [ან სასჯელის გადავადების] საფუძველია. ემპათიის დასკვნის მომზადებაში ჩართულები იყვნენ უცხოელი, ამერიკელი და ინგლისელი ექიმებიც.

„ემპათიის“ დასკვნის საფუძველზე კი დაცვის მხარე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას ითხოვს. დაცვის მხარის შეფასებით ეს არის დასკვნა მათ დასკვნაზე და არა დასკვნა, რომელიც პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახავს

ამის საპასუხოდ პენიტენციური სამსახურის დაკვეთით სამხარაულის ბიურომ მოამზადა ექსპერტიზა, რომლის ფარგლებშიც, „ემპათიის“ დასკვნა და მისი თანმხლები დანართები ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანების იმ მუხლებთან შეადარეს, რომელიც განსაზღვრავს იმ მძიმე და უკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომელიც მსჯავრდადებულის სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია.

სამხარაულის დასკვნით, სააკაშვილს არ აღენიშნება იმ სიმძიმის დაავადებები, რომ ის სასჯელისგან გათავისუფლდეს.

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით შუამდგომლობას განიხილავენ. პროცესის ფარგლებში სასამართლოს მოწმის სტატუსით ჩვენებები მისცეს როგორც ქართველმა, ასევე უცხოელმა სპეციალისტებმა. მათი ჩვენებები წაიკითხეთ აქ:

მასალების გადაბეჭდვის წესი