ახალი ამბები

Freedom House „ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“

6 აპრილი, 2024 • 687
Freedom House „ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დაუყოვნებლივ უკან გაიწვიოს „რუსული კანონი“.

„ჩვენ შეშფოთებულები ვართ, რომ საქართველოში უცხოელი აგენტების შესახებ კანონი ხელახალა დააინიცირის თითქმის 1 წლის შემდეგ, რაც მსგავსი კანონისაზოგადოების ფართომასშტაბიანი პროტესტის გამო უკან გაიწვიეს.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება საქართველოს დააკავშირებს რუსეთისა და ყირგიზეთის მსგავს ავტოკრატიებს, რომლებიც სისტემურად მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე. ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი დემოკრატიაზე ორიენტირებული ევროპული ინტეგრაციისგან.

ჩვენ მოვუწოდებთ პარტია „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს წარმოდგენილი კანონი“, – აღნიშნულია Freedom House-ის განცხადებაში.


„ქართულმა ოცნებამ“ მიცემული პირობა დაარღვია და ე.წ. რუსულ კანონის ჩაგდებიდან ერთი წლის შემდეგ კანონპროექტი პარლამენტში ისევ დააინიციირა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ” 3 აპრილს დაარეგისტრირა პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც გასულ წელს „ხალხი ძალის“ მიერ ინიციირებული და საპარლამენტო უმრავლესობის 76 დეპუტატის მხარდაჭერილი კანონისგან განსხვავდება მხოლოდ ფორმალურად, ტერმინით — ახალ ვერსიაში „უცხოური გავლენის აგენტის“ ნაცვლად წერია „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“.

კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს — „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირსა და საერთაშორისო ფონდებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, „უცხოური ძალის” სტატუსებს მიანიჭებს.

მსგავსი კანონის მიღებამ რუსეთში, ფაქტობრივად, გააქრო ყველა მედიასაშუალება და ორგანიზაცია, რომელიც არ ექვემდებარებოდა კრემლს.

მასალების გადაბეჭდვის წესი