ახალი ამბები

სერგეენკო საპენსიო რეფორმაზე: ეს არის სკრუპულოზურად გათვლილი პროგრამა

8 ნოემბერი, 2017 • 1936
სერგეენკო საპენსიო რეფორმაზე: ეს არის სკრუპულოზურად გათვლილი პროგრამა

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დაგეგმილი საპენსიო რეფრომა სკრუპულოზურადაა გათვლილი და ის აუცილებლად პოზიტიურ შედეგებს მოიტანს. მინისტრის თქმით, პროექტზე მუშაობა სამი წელი გრძელდებოდა და მასში საერთაშორისო წამყვანი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას:

“ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციაა, რომ პენსიების სისტემა, რა თქმა უნდა, საჭიროებს  რეფორმას, რადგან არსებული სახით სულ უფრო რთულია, რომ უზრუნველყოფილი იქნას ასაკით პენსიონერების ფინანსური მოთხოვნილებების უზრუნველყოფა. ამ პროექტზე მუშაობა გრძელდებოდა სამი წელი და მასში არა მარტო ეკონომიკის და ჯანდაცვის სამინისტრო, არამედ საერთაშორისო წამყვანი სპეციალისტები იღებდნენ მონაწილეობას.

ჩვენი პოზიცია არის, რომ ეს არის სკრუპულოზურად გათვლილი პროგრამა, რომელსაც აუცილებლად პოზიტიური შედეგები უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამ პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში არცერთი ქვეყანა არ არის გამონაკლისი, რომელშიც შეიძლება აღმოჩნდეს ხარვეზები, რომლებიც დაექვემდებარება გამოსწორებას,” – თქვა დავით სერგეენკომ.


“დაგროვებითი პენსიების შესახებ” კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო რეფორმაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე დასაქმებული ადამიანებისთვის. დასაქმებული გადაიხდის ანაზღაურების 2%-ს.  2-2%-ს გადაიხდიან დამსაქმებელი და სახელმწიფო. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტში  2017 წლის ბოლომდე შევა, მისი ამოქმედება პროექტის მიხედვით  2018 წლის მე-3 კვარტლიდან იგეგმება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი