ეკონომიკა

“მაღალრისკიანის” ნაცვლად “დინამიური” – საპენსიო პორტფელებს სახელწოდებები ეცვლება

6 სექტემბერი, 2023 • 2424
“მაღალრისკიანის” ნაცვლად “დინამიური” – საპენსიო პორტფელებს სახელწოდებები ეცვლება

საპენსიო დანაზოგის საინვესტიციო პორტფელებს სახელწოდებები შეეცვლება. შესაბამისი კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განსახილველად გატანას ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა.

კერძოდ, კანონპროექტით

  • ნაკლებად რისკიან პორტფელს — კონსერვატიული საინვესტივიო პორტფელი ეწოდება
  • საშუალო რისკიანს — დაბალანსებული საინვესტივიო პორტფელი
  • მაღალრისკიანს — დინამიური საინვესტივიო პორტფელი დაერქმევა.

კომიტეტმა კანონპროექტში შესატანი ცვლილებები ორშაბათს, 4 სექტემბერს განიხილა.

კომიტეტზე საკითხი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ წარადგინა.

დაგროვებით საპენსიო სისტემაში მყოფი პირებისთვის რისკების მიხედვით შედგენილი პორტფელების არჩევის ვადა გახანგრძლივდება და ყველა ბენეფიციარი, 6 სექტემბრის ნაცვლად, 2028 წლის იანვრამდე დაბალრისკიან პორტფელში ავტომატურად დარჩება, თუ თავად სხვაგვარად არ გადაწყვეტს. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანახმად, ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ განაცხადა და შესაბამისი კანონპროექტის მიღებაც დააანონსა.

მისივე თქმით, მაღალრისკიანი დანაზოგი არ ნიშნავს, რომ რაღაც ცუდი ხდება, თუმცა „მოსახლეობა არ იყო მზად და შეიძლება, ამ საკითხს გაუგებრობა გამოეწვია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი