ბელგიაში დააკავეს 2 პირი, რომელთაც საახალწლოდ თავდასხმების დაგეგმვა ედებათ ბრალად

0 Comments

BBC–ის ცნობით, ბელგიაში პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრიუსელში საახალწლოდ თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ. BBC წერს, რომ პოლიციამ რეიდების დროს ამოიღო სამხედრო ტანსაცმელი და კომპიუტერული აღჭურვილობა. თუმცა ამოღებულ ნოვთებს შორის... Read More

ნინო გვენეტაძის პასუხი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს

0 Comments

უზენაესი სასამართლო ავრცელებს ნინო გვენეტაძის განცხადებას, სადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედიანს პასუხობს. ამ განცხადებაში გვენეტაძე მოუწოდებს ახვლედიანს, რომ განცხადებების გაკეთებისას მაღალი ეთიკური სტანდარტებით იხელმძღვანელოს. მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე... Read More

კვირიკაშვილი: ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია არსებულმა მძიმე სიტუაციამ და არა დაპირებებმა

0 Comments

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება არ გამოუწვევია “ქართული ოცნების” დაპირებებს. მისი განცხადებით, ეს დაპირებები იყო გულწრფელი, თუმცა ზოგ შემთხვევაში –... Read More

კვირიკაშვილი: ბათუმში არსებული შენობა ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის გამოუსადეგარია

0 Comments

პარლამენტში მიმდინარე რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პრემეირ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა ბთუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაყიდვის მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, შენობა უნივერსიტეტისათვის გამოუსადეგარი იყო. “ეს შენობა აშენებულ იქნა, როგორც საოფისე შენობა. თვითონ მილენიუმის... Read More

მამუკა ახვლედიანი: იუსტიციის უმაღლესი საბჭოც და ნინო გვენეტაძეც აუცილებლად უნდა წავიდნენ

0 Comments

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა დღეს გამართულ პფრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვერც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე და ვერც იუსტიციის უმაღლესი საბჭო საკუთარ მოვალეობას თავს ვერ ართმევენ. ახვლედიანმა ასევე განაცხადა,... Read More

კვირიკაშვილი: პრეზიდენტი თავის რეზიდენციაშია და ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას

0 Comments

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხი მთავრობამ აღარ უნდა დასვას. თუმცა მანვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ადგილას ალბათ პოლიტიკურ გუნდს გაუწევდა ანგარიშს: “მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს,... Read More

კვირიკაშვილი: რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა უბედურებაა

0 Comments

პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში დეპუტატ კობა სუბელიანთან კამათისას განაცხადა, რომ ბარბარე რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობა უნედურებაა. საპარლამენტო უმცირესობასა და პრემიერ–მინისტრობის კანდიდატ  გიორგი კვირიკაშვილს შორის კითხვა–პასუხი რაფალიანცის საქმის გამოუძიებლობის საკითხამდე კონსტრუქციულ... Read More

სამინისტრომ თურქეთის ციხეებში საქართველოს მოქალაქეებს ხატები და წიგნები გაუგზავნა

0 Comments

სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კახა კახიშვილის ინიციატივით, თურქეთის პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ქართულენოვან წიგნებსა და საეკლესიო ნივთებს გაუგზავნიან. ფოტომასალაში, რომელიც პრესსამსახურმა გაავრცელა, წიგნებთან ერთად არის ხატები, სანთლები და... Read More

ცვლილებები, რომლებიც თავდაცვის სამინისტროში რეზერვში გაწვევასთან დაკავშირებით იგეგმება

0 Comments

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა,  თინა ხიდაშელმა პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე რეზერვში გაწვევასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ კიბერ–რეზერვთან ერთად, იგეგმება პროფესიული რეზერვის საკითხის გააქტიურებაც. “2 მიმართულებით გვაქვს... Read More

დნმ–ის ბანკის შექმნა და სხვა ცვლილებები შსს–ში, რომელსაც გიორგი მღებრიშვილი გეგმავს

0 Comments

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი მღებრიშვილმა საქართველოს პარლამენტში, ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ უწყებაში სიახლეები იგეგემება, მათ შორის, დნმ–ის ბანკის შექმნა, ვიდეომონიტორინგის სისტემის გაფართოება, უბნის ინსპექტორის ახალი კონცეფციის... Read More

ბერძენიშვილი: დემოკრატიის წესების დაცვით მოხდა ცუდი ადამიანის, სამარცხვინო მურუსიძის არჩევა

0 Comments

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან ბერძენიშვილმა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მისი არჩევა საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო მოვლენაა. ” ჩვენ ამ პროცესში ვერ ჩავერევით და... Read More

ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ოქროპირიძის მიმართ გამამტყუნებელი ვერდიქტი გამოიტანეს

0 Comments

25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის. გამამტყუნებელი ვერდიქტი ნაფიცმა მსაჯულებმა 10 ხმით 2-ის... Read More

მჭედლიშვილი: პრეზიდენტთან კომუნიკაცია ჩემს გადაწყვეტილებებზე არასოდეს მქონია

მჭედლიშვილი: პრეზიდენტთან კომუნიკაცია ჩემს გადაწყვეტილებებზე არასოდეს მქონია

0 Comments

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი ამბობს, რომ მას პრეზიდენტთან კომუნიკაცია მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არასოდეს ჰქონია. “ჩემს გადაწყეტილებაზე პასუხისმგებელი მე ვარ. მე ვიყავი დამოუკიდებელი და ჩემი დამოუკიდებლობა... Read More

თამარ ალანია: იუსტიციის საბჭო პოლიტიკური შეხედულებებისგან აბსოლუტურად თავისუფალია

0 Comments

საბჭოს მოსამართლე წევრმა, თამარ ალანიამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ ხმა მურუსიძეს მისცა. იგი ამბობს, რომ საბჭო პოლიტიკური შეხედულებებისგან თავისუფალია. “აბსოლუტურად თავისუფალია იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკური შეხედულებებისაგან, ასევე მოგეხსენებათ, რომ შედგება მოსამართლე... Read More

ჯანეზაშვილი: მრჩება შთაბეჭდილება, რომ საბჭო გარკვეულ კანდიდატებზე შეთანხმებული იყო

0 Comments

მოსამართლეთა ერთობის აღმასრულებელმა დირექტორმა ნაზი ჯანეზაშვილმა, რომელიც 61 ვაკანტურ ადგილზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე კენჭისყრას აკვირდებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საბჭო გარკვეულ კანდიდატებთან დაკავშირებით წინასწარ იყო შეთანხმებული. “მრჩება შთაბეჭდილება, რომ... Read More

ვინ მისცა ხმა მურუსიძეს

0 Comments

საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია იუსტიციის საბჭოს იმ წევრების შესახებ, რომლებმაც  ლევან მურუსიძეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას მხარი არ დაუჭირეს. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, იუსტიციის საბჭოს 14 წევრიდან ერთი, გოჩა მამულაშვილი, ავადმყოფობის გამო... Read More

იუსტიციის საბჭოსთან აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

0 Comments

საქართველოს იუსტიციის საბჭოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. ისინი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აპროტესტებდნენ მოსამართლედ ლევან მურუსიძის შესაძლო დანიშვნას. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ... Read More

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძე აირჩიეს

0 Comments

დღეს, 25 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ლევან მურუსიძის კანიდატურას 10 ხმით დაუჭირეს მხარი და აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. პარალელურად, მურუსიძის მოსამართლედ ხელთავიდან დანიშვნის წინააღმდეგ... Read More

როგორ შეხვდნენ შობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში [ფოტო]

0 Comments

მსოფლიოში ქრისტიანთა ნაწილი შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს. პაპმა ფრანცისკემ ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკაში საშობაო მესა უკვე აღავლინა. ნეტგაზეთი წარმოგიდგენთ ფოტოკოლაჟს, თუ როგორ შეხვდნენ 2015 წლის 25 დეკემბერს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.... Read More

პეტიცია და აქცია ლევან მურუსიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნის წინააღმდეგ

0 Comments

25 დეკემბერს, 10:00 საათზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართება, მათ შორის, კენჭს უყრიან ლევან მურუსიძის კანიდატურასაც. პარალელურად, მურუსიძის მოსამართლედ შესაძლო დანიშვნის გასაპროტესტებლად საბჭოსთან აქცია დაიგეგმა. გარდა ამისა, პაატა... Read More

პრეზიდენტი გრიგორიანული კალენდრით მოქმედ კონფესიებს შობას ულოცავს

0 Comments

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწაულს ულოცავს. “ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მაცხოვრის შობა ჩვენს გულებში განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას... Read More

ვოლსკი: პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია

0 Comments

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ დღეს, მეორე არხზე, გადაცემა “არგუმენტების დროში” განაცხადა, რომ პრემიერ– მინისტრობის კანდიდატად გიორგი კვირიკაშვილი დასახელდება და მას თავად პრემიერ–მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი, ირაკლი ღარიბაშვილი წარადგენს “გიორგიზე შევთანხმდით,... Read More

ანონსი – 25 დეკემბერი

0 Comments

წარმოგიდგენთ 25 დეკემბერს გასამართ ღონისძებათა ანონსს:   10:00  “ახალი მემარჯვენეები” იუსტიციის საბჭოსთან მოსამართლე ლევან მურუსიძის სავარაუდო არჩევას გააპროტესტებენ. საკონტაქტო ნომერი: 599 55 29 49 “ახალი მემარჯვენეების” პრეს-ცენტრი. 11:30 “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და... Read More

კოალიცია მოსამართლეთა დანიშვნის მიმდინარე პროცესის შეჩერებას მოითხოვს

0 Comments

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოქმედი სისტემა ხარვეზიანია და მოუწოდებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რომ  შეაჩეროს ეს პროცესი. პარლამენტსა და იუსტიციის სამინისტროს კი მიმართავს, რომ დამატებითი... Read More