სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძე აირჩიეს

დღეს, 25 დეკემბერს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატთა კენჭისყრა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად ლევან მურუსიძის კანიდატურას 10 ხმით დაუჭირეს მხარი და აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ.

პარალელურად, მურუსიძის მოსამართლედ ხელთავიდან დანიშვნის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს იუსტიციის საბჭოს შენობასთან.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

მოქმედი კანონმდებლობა მურუსიძეს შანსს აძლევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ უვადოდ გამწესდეს მოსამართლედ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი