ახალი ამბები

პრეზიდენტი გრიგორიანული კალენდრით მოქმედ კონფესიებს შობას ულოცავს

25 დეკემბერი, 2015 • 1388
პრეზიდენტი გრიგორიანული კალენდრით მოქმედ კონფესიებს შობას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწაულს ულოცავს.

“ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. მაცხოვრის შობა ჩვენს გულებში განახლებისა და ნათელი მომავლის რწმენას უკავშირდება. დაე, სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოეტანოს ამ დღეს თქვენი ოჯახებისა და ჩვენი სამშობლოსთვის,”- წერია პრეზიდენტის ფეისბუკის გვერდზე.

კათოლიკური შობა გრიგორიანული კალენდრით დღეს, 25 დეკემბერს აღინიშნება.

საქართველოს პრეზიდენტი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწაულს ულოცავს ძვირფასო თ…

Posted by Giorgi Margvelashvili on Thursday, December 24, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი