კვირიკაშვილი: ხელისუფლების ცვლილება გამოიწვია არსებულმა მძიმე სიტუაციამ და არა დაპირებებმა

საქართველოს პრემიერ–მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ 2012 წელს ხელისუფლების ცვლილება არ გამოუწვევია “ქართული ოცნების” დაპირებებს.

მისი განცხადებით, ეს დაპირებები იყო გულწრფელი, თუმცა ზოგ შემთხვევაში – გადაჭარბებული.

“მე არ მგონია, ვინმეს ამ ქვეყანაში ეპარებოდეს ეჭვი, რომ იმ მძიმე ფონზე, როდესაც გვქონდა მართლაც ძალიან მძიმე სიტუაცია, რამაც გამოიწვია ხელისუფლების ცვლილება, სხვათა შორის, 2012 წელს, და არა დაპირებებმა და არა დაპირებების გაზვიადებამ. და  ეს დაპირებები იყო გულწრფელი დაპირებები. ნამდვილად გულწრფელი, ზოგ შემთხვევაში, ეს იყო გადაჭარბებული. სხვათა შორის, არავის არ უთქვამს ტარიფების განახევრება. ეს არ ყოფილა ხელისუფლების ცვლილების მიზეზი. ხელისუფლების ცვლილების მიზეზი იყო გაცილებით უფრო ფუნდამენტური რამ და ამას ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად გრძნობს. არავის არ მოუტყუებია. ჩვენ ვაჩვენეთ 3 წლის განმავლობაში მაგალითი, თუ როგორ უნდა მოუსმინო მოსახლეობას,”– განაცხადა კვირიკაშვილმა.

დღეს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს მთავრობის შემადგენლობას გიორგი კვირიკაშვილის მეთაურობით. მთავრობის ხელახალი დამტკიცება საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ–მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი