სამართალი

იუსტიციის საბჭოსთან აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

25 დეკემბერი, 2015 • 1837
იუსტიციის საბჭოსთან აქციაზე ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს

საქართველოს იუსტიციის საბჭოს შენობის წინ მიმდინარე აქციაზე ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. ისინი აქციის სხვა მონაწილეებთან ერთად აპროტესტებდნენ მოსამართლედ ლევან მურუსიძის შესაძლო დანიშვნას.

რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ლევან მურუსიძე საბჭოს 10 წევრის თანხმობით აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ, რის შემდეგაც აქციაზე ვითარება დაიძაბა და შედეგად, პოლიციამ ზემოთ აღნიშნული პირები დააკავა. აქციის მონაწილეები უკვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაშლას ითხოვენ და აცხადებენ, რომ პერმანენტულ აქციებს გამართავენ.

ლევან მურუსიძეს, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრს, 2007 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული გადაწყვეტილებაში, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელები შეუმცირდათ. თავად მურუსიძე აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობის ჩარჩოებში სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10-წლიანი ვადა მას 2016 წლის აპრილში ეწურება.

ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის წინააღმდეგ აქციაზე ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. 25.12.2015. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

ლევან მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნის წინააღმდეგ აქციაზე ბეჟან გუნავა და ირაკლი კაკაბაძე დააკავეს. 25.12.2015. ფოტო: ქეთი მაჭავარიანი/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი