26 ოქტომბერს საქართველოში პარლამენტის არჩევნებია. საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით 150 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. წინასაარჩევნო პროცესი 2024 წლის 27 აგვისტოს დაიწყო და 25 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა.
ამ მნიშვნელოვან პერიოდში ხელისუფლება მედიასთან ბოიკოტის რეჟიმში რჩებოდა.
„ნეტგაზეთის“ ჟურნალისტები წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად მუშაობდნენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც მკითხველებს პოლიტიკური ვითარების გააზრებაში ეხმარებოდა.
ორი თვის განმავლობაში ონლაინგამოცემის აუდიტორია ყურადღებას აქცევდა ამბებს რუსულ პოლიტიკაზე. ადამიანები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან რეაგირებდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გაკეთებულ განცხადებებზე, მკითხველები ეძებდნენ ინფორმაციას, რომელიც შეეხებოდა რუსეთის ინტერესებს და ქვეყნის იდენტობის შენარჩუნების საკითხებს, ასევე, თვალს ადევნებდნენ ევროპული ქვეყნის ლიდერების განცხადებებს და ამერიკელი სენატორების პოზიციებს.
წინასაარჩევნო პერიოდში „ნეტგაზეთის“ მკითხველების ყველაზე მეტი ინტერესი ამ მასალებმა გამოიწვია:
- საქართველომ სტრასბურგში წააგო გახმაურებული საქმე, რომელშიც ცნობილი მოსამართლე ფიგურირებს
- “მოსკოვი მზადაა, თბილისს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც სახელმწიფოებთან, დიალოგში დაეხმაროს”
- რუსი დეპუტატი: აფხაზეთსა და ცხინვალს მხოლოდ ერთი პირობით მივიერთებთ
- ლავროვმა ცხინვალელ მინისტრს დაუდასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის აღიარება გადახედვას არ ექვემდებარება
- საქართველომ სტრასბურგში დავა წააგო იმის გამო, რომ მოსამართლეებმა საქმე არ აიცილეს
- სუს-ის უფროსის თქმით, ივანიშვილის ცოლის საუბრის ფარული ჩანაწერი “ჩვენი ტერიტორიიდან არ განხორციელებულა”
- თეა წულუკიანი თანამდებობას ტოვებს
- ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ჯერ სცემეს და შემდეგ დააჯარიმეს, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა
- სინგაპურის სასამართლოს ბოლო განაჩენი ივანიშვილის დავაზე, რომელიც საქართველოში არ გავრცელებულა
- მალხაზ მაჩალიკაშვილი კესარია აბრამიძეზე: ყურში ჩამესმის მისი სიტყვები, როცა პირველად მნახა
- გალში ჩამოგდებულია დრონი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიას და სამხედრო ობიექტებს იღებდა
- მოქალაქე, რომელსაც გინების შემდეგ ვიქტორ ჯაფარიძემ ფორთოხალი ესროლა, 1000 ლარით დააჯარიმეს
- საქართველოს შეუჩერეს იმ საერთაშორისო გაერთიანების წევრობა, რომლის ლიდერიც ერთ დროს იყო
- პუტინი პირველად ჩავა ქვეყანაში, რომელსაც მისი დაკავების ვალდებულება აქვს
- რუსი გენერალი კურსკში ქართველ მეომრებს “საშინელ მოროდიორობაში” ადანაშაულებს
- “ოთახში ერთადერთი ადამიანი არ ვყოფილვარ, ყველამ გავიგეთ, რა თქვა” – სენატორი კობახიძესთან შეხვედრაზე
- ჩრდილოეთ კორეაში აღარ იყენებენ კალენდარს, რომელშიც წელთაღრიცხვა კიმ ირ სენის დაბადებიდან იწყებოდა– მედია
- კადიროვის სპეცრაზმის მეთაური აფხაზ “დეპუტატს” შამილ ბასაევის გამო დაუპირისპირდა
- ყოფილი ელჩი ხსნის, რისი სიგნალია კობახიძის მიწვევის გაუქმება
- რუსული კანონის გამო სამტრედიელი პედაგოგი მოსწავლეებთან ერთად შექმნილი საქველმოქმედო ფონდს ხურავს
________________
ავტორი: ნათია კაპანაძე
