ახალი ამბები

ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ჯერ სცემეს და შემდეგ დააჯარიმეს, სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

11 სექტემბერი, 2024 •
ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ჯერ სცემეს და შემდეგ დააჯარიმეს,  სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

დღეს, 11 სექტემბერს, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

საქმე ეხება 17 აპრილს, მთავრობის კანცელარიასთან გამართულ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციას. ამ აქციაზე ალეკო ელისაშვილი სპეცრაზმელებმა სცემეს. შემდეგ კი ადმინისტრაციული წესით ედავებოდნენ პოლიციის ბრძანების დაუმორჩილებლობას და წვრილმა ხულიგნობას. სასამართლომ მას 2000- ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

” ოცამდე პოლიციელი ფიზიკურად გამისწორდა მე, საქართველოს პარლამენტის წევრს, რომელსაც, წესით, იმუნიტეტი მიცავს და დაკავება ან ჩხრეკაც არ შეიძლება. ამ ინციდენტის შემდეგ, არცერთი პოლიციელისთვის წარუდგენიათ ბრალი, არცერთი პოლიციელი არ არის იდენტიფიცირებული, არცერთია დაკავებული. უფრო მეტიც, მე დამაჯარიმეს 2000 ლარით, იქ ხულიგნობდი და უმისამართოდ იგინებოდიო.  წარმოგიდგენიათ? აქეთ დამაჯარიმეს” ,- უთხრა ტვ პირველს ალეკო ელისაშვილმა.

მისივე სიტყვებით,  “არანაირი  მიამიტური მოლოდინი არ აქვს,  რომ მურუსიძის დუქანში სამართალს იპოვის” :

“მაგრამ კანონის პატივმცემელი ხალხი ვართ და გავასაჩივრეთ ეს უმსგავსობა. ასეთი ქვეყანა შემოგვთავაზა 12 წლისთავზე ბიძინა ივანიშვილმა.”


2024 წლის 15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა  მუშტი დაარტყა „ქართული ოცნების“ წევრს, უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იმ დროს, როცა ის რუსულ კანონზე საუბრობდა. ოპოზიციონერ დეპუტატს კომიტეტის დარბაზშივე რამდენიმე დეპუტატი იქვე გაუსწორდა ჯგუფურად, რის შემდეგაც ელისაშვილმა პარლამენტის შენობა დატოვა.

17 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, მთავრობის კანცელარიასთან მომხდარ დაპირისპირებას ალეკო ელისაშვილს სპეცრაზმელებმა სცემეს.  დეპუტატი ამბობს, რომ პირადად საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ვაჟა სირაძის დავალებით სცემა რამდენიმე პოლიციელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი