ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსი გენერალი კურსკში ქართველ მეომრებს “საშინელ მოროდიორობაში” ადანაშაულებს

24 სექტემბერი, 2024 •
რუსი გენერალი კურსკში ქართველ მეომრებს “საშინელ მოროდიორობაში” ადანაშაულებს

რუსი გენერალი, სპეცდანიშნულების რაზმ “ახმატის” დანაყოფის ხელმძღვანელი აპტი ალაუდინოვი უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართველებს მოროდიორებს უწოდებს. ამის შესახებ მან რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ სოლოვიოვის ტელეგადაცემის ეთერში ისაუბრა.

“კურსკის ტერიტორიაზე არის ასეთი სოფელი პოგრეპკი, მარჯვენა ფლანგზე, ამ სოფლის მკვიდრთან ვსაუბრუბდი გუშინ. იქ შევიდნენ ქართველი დაქირავებული მებრძოლები. თავიდან, როდესაც კურსკის ტერიტორიაზე ვსუ-ს დანაყოფები შემოდიოდნენ, მაშინ ქართველი დაქირავებული მებრძოლებიც შემოვიდნენ. მოკლედ, იქ ცხოვრობდა სერიოზული მეწარმე, რომელსაც ჰქონდა დანადგარები, სოფლის მეურნეობა, ხორბალი. საინტერესო იყო ის, რომ ქართველმა ფორმირებებმა იქიდან ყველა ტრაქტორი გამოიყვანეს, კომბაინები, ხორბალი. საშინელი მოროდიორები არიან”, – ამბობს ალაუდინოვი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი